ბელადები

რატომ ლანძღავენ სტალინს შოვინისტი რუსები

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.12

სტალინის შესახებ ფაქტები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ნაციონალისტ-შოვინისტი რუსებიც კი ლანძღავდნენ, ამ ადამიანმა რუსეთი ისე გააძლიერა, როგორც ეს ამ ქვეყნის ვერცერთმა მმართველმა ვერ მოახერხა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მართალია, სტალინი ამბობდა, ქართული წარმოშობის რუსი ვარო, მაგრამ დამტკიცებულია, რომ საბჭოთა ბელადი წმინდა ქართველი იყო და ამას წყალი არ გაუვა. თუმცა, სტალინი შეყვარებული იყო რუსეთზე, მის ხალხზე, მის კულტურაზე და მთელი თავისი არსით მიისწრაფვოდა ამ ქვეყნის აღორძინებისკენ, რაც მან შესანიშნავად მოახერხა. ტყუილად როდი თქვა ჩერჩილმა, სტალინმა სახნისიანი რუსეთი ჩაიბარა და ატომურბომბიანი ზესახელმწიფო დატოვაო. და საამისოდ საბჭოთა ბელადი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა. 1936 წელს, როდესაც ინდუსტრიალიზაცია თითქმის დასრულებული იყო და ქვეყანას ახალი ფინანსური ნაკადები სჭირდებოდა, სტალინმა მალევე აუღო ალღო შექმნილ მდგომარეობას და ეგრეთ წოდებული, სტალინური კონსტიტუცია შექმნა, რომელიც იმ პერიოდში ძალიან დემოკრატიული იყო. და ეს იმიტომ, რომ საბჭოთა ბელადმა მასში შეიტანა მუხლი ერების თვითგამორკვევისა და საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ. ამ სიახლემ დასავლეთში მძლავრი რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ, ამოძრავდნენ სპეცსამსახურები, რომლებიც იმედოვნებდნენ, ამ მუხლის მეშვეობით ისეთი ატმოსფერო შეექმნათ, რესპუბლიკებში ისე აებუნტებინათ ხალხი ცენტრის წინააღმდეგ, რომ კავშირიდან გამოსვლა მოეთხოვათ. ხოლო, თუკი ერთი ასეთი პრეცედენტი მაინც შედგებოდა, ამას ჯაჭვური რეაქცია მოჰყვებოდა და საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. მეორე მხრივ კი, უცხოელ ინვესტორებსა და ფინანსისტებს გაუჩნდათ საბაბი, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ფული მოეგოთ. ამიტომ წამოვიდა დიდძალი ინვესტიციები და სწორედ ეს უნდოდა სტალინს. უცხოელთა ინვესტიციების მეშვეობით სტალინმა 30-იან წლებში 6 ათასი მსხვილი საწარმო-დაწესებულება ააშენა და ამან ქვეყანა მყარად დააყენა ფეხზე. პარალელურად კი, საბჭოთა ბელადმა სპეცსამსახურების მუშაობა გააძლიერა, რომ უცხოელებს თავიანთი მიზნებისთვის არ მიეღწიათ და ქვეყანა არ შეერყიათ. სწორედ ისე, როგორც ეს გორბაჩოვის პერიოდში მოხდა.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ვინ ვინ, მაგრამ რუსები ნამდვილად არ უნდა აძაგებდნენ სტალინს. სწორედ ამ ადამიანმა ამოიყვანა ეს ჩამორჩენილი ერი იმ წუმპიდან, სადაც ის საიმპერატორო მმართველობისას ჩაეფლო და იხრჩობოდა. სწორედ სტალინმა მისცა უბრალო რუს „მუჟიკს“ ფართო ასპარეზი ცხოვრების ყველა სფეროში და მსოფლიოს მოწინავე ერების გვერდით დააყენა. ქართველებს კიდევ აქვთ უფლება, რომ რაღაც პრეტენზიები წაუყენონ თავიანთ სახელოვან თანამემამულეს. თუნდაც ის თქვან, რატომ არ აძლევდა მათ შეღავათებს. მაგრამ, სწორედ ამაში მდგომარეობს სტალინის აბსოლუტური სიდიადე, რომ ის სამართლიანობის პრინციპს იცავდა, თუკი არ ჩავთვლით, რომ მცირე პრივილეგიას საბჭოთა ბელადი მაინც რუსებს ანიჭებდა.“

იაკობ კედმი: „სტალინმა ტყუილად როდი თქვა: დიად რუს ერს გაუმარჯოსო. საბჭოთა ბელადი მშვენივრად ერკვეოდა ეთნოფსიქოლოგიაში. მან იცოდა, რომ ეს სიტყვები, მათთვის პრივილეგიის მინიჭება საქმეში წაადგებოდა და არც შემცდარა. სწორედ რუსების ერთგულებითა და თავდადებით დააყენა ფეხზე მიწასთან გასწორებული სახელმწიფო და ავანგარდში მყოფმა ერმა, საბოლოო ჯამში, სხვა ერებსაც დიდი სარგებელი მოუტანა. რუსეთი და სტალინი ერთმანეთს სჭირდებოდნენ. რომ არა სტალინი, რუსეთი ასეთ პროგრესს ვერასდროს მიაღწევდა. მაგრამ, რომ არა რუსეთი, სტალინი ვერასოდეს გახდებოდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი აღმშენებელი.“

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ის, ვინც სტალინს ცალსახად აძაგებს, მას საბჭოთა სახელმწიფოს შექმნაზე არანაირი წარმოდგენა არ გააჩნია. საბჭოთა ბელადის მოღვაწეობა უნდა განვიხილოთ ფართო ისტორიულ ჭრილში და მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ ამ ადამიანის ჭეშმარიტ სიდიადეს, მის მისწრაფებებსა და მიზნებს. ჰიტლერი, რომელიც უდიდეს ბოროტებად მოევლინა სამყაროს, თავიდანვე აცხადებდა, რომ სხვების გასაწყვეტად და გერმანელების აღსაზევებლად იღვწოდა. ამ ამბავს კი ფიურერი ისე ღრმად შეჰყვა, რომ ბოლოს ადამიანებისგან საპნის კეთება დაიწყო. რაოდენ უსუსური და აბსურდულია ჰიტლერისა და სტალინის ერთ ხაზზე დაყენება, რასაც დასავლელი პუბლცისტები ცდილობენ და რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში, თითქმის ასი წლის წინ, დაიწყო. ჰიტლერი დამანგრეველი ძალა იყო და გადაჰყვა კიდეც ამას. ხოლო სტალინის მიერ აშენებული, გნებავთ – ქვეყანა, გნებავთ – პოლიტიკა და მსოფლიო წესრიგი დღემდე ინარჩუნებენ იმ მყარ ფუნდამენტს, რაც მან დიდი ხნის წინ ჩაუყარა და როგორც არ უნდა აძაგონ საბჭოთა ბელადი, ის მაინც დიად აღმაშენებლად დარჩა კაცობრიობის ისტორიაში და ვერც მისი ძეგლების ჩამოგდება დააკლებს რამეს და ვერც ის ბინძური, ყოვლად გაუმართლებელი ინსინუაციები, რასაც დასავლეთი აქვეყნებს ამ წლების განმავლობაში. მართლაც რომ სასწაულია, უკვე თითქმის საუკუნეა, რაც სტალინის სახელის შებღალვას ლამობენ, მაგრამ ეს არავის გამოსდის.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა