რას სთავაზობდა სტალინი მსოფლიოს
ავტორი: ნიკა ლაშაური 16 წუთის წინ
იოსებ სტალინი უდიდესი პოლიტიკოსი იყო. მან ააშენა ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფო, სადაც კანონი კანონობდა, ყველანი თანასწორნი იყვნენ და ხალხს იქ ცხოვრება უხაროდა.
იაკობ კედმი: „სტალინი რომ მოკლეს, ეს უცილობელი ფაქტია. ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ახლა უფრო იმაზე მსჯელობენ, თუ რა გახდა დიადი, ძლევამოსილი საბჭოთა ბელადის ფიზიკური განადგურების მიზეზი. არსებობს რამდენიმე მყარი ვერსია და ჩემი აზრით, მათ შორის ყველაზე რეალურია საერთაშორისო ოლიგარქიული შეთქმულება. ხოლო ასეთი შეთქმულების საბაბი კი ის არის, რომ 1946 წლის დასაწყისში საბჭოთა ბელადმა წამოაყენა იდეა მსოფლიო ვალუტის შექმნის შესახებ, რომელსაც ოქროს მონეტა უნდა დარქმეოდა. ის უნდა ყოფილიყო ერთბაშად ნეიტრალური და საყოველთაო ვალუტა. არ იქნებოდა დამოკიდებული არცერთი ქვეყნის ფულზე და მას არანაირი ინფლაცია არ შეარყევდა და ვერ შეეხებოდა. ანუ ეს იქნებოდა მყარი ფული და მიმოქცევაში ჩაეშვებოდა ყველა ქვეყანაში. გამყარებული იქნებოდა, ეგრეთ წოდებული, მსოფლიოს ოქროთი. ანუ ყველა ქვეყნის ერთად აღებული ოქროს მარაგით. რეგულაციას კი მას ერთიანი მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭო გაუწევდა და მის ყველა წევრს თანაბარი უფლებები ექნებოდა, მიუხედავად იმ ქვეყნის სიდიდისა, რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ. ფული კი მოიჭრებოდა შვეიცარიაში და გავრცელდებოდა მთელ პლანეტაზე. ცენტრალური ბანკიც შვეიცარიაში იქნებოდა და მთელი მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკური პროცესების მართვაც სწორედ იქიდან განხორციელდებოდა. ეს იყო საგულდაგულოდ დამუშავებული, გლობალური პროექტი, რომელიც დედამიწაზე უპირობო მშვიდობასა და კეთილდღეობას დაამყარებდა, ეს იქნებოდა ისეთი წყობა, სადაც კერძო საკუთრება უპირობოდ იარსებებდა, მაგრამ არავის ექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ფინანსური ან სხვა ბერკეტების გამოყენებით ადამიანები დაემონებინა. ასეთი მდგომარეობა კი – ადამიანების ფინანსურად დამოკიდებულება –კაპიტალისტურ-ოლიგარქიული მმართველობის ღერძია. დასავლეთს ასეთი რამ კატეგორიულად არ აწყობდა და ამაზე კატეგორიული უარი თქვეს. ხოლო თავიანთი ბოროტი ზრახვები რომ გაემართლებინათ და მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ, უინსტონ ჩერჩილს ცივი ომი გამოაცხადებინეს. სტალინს, გლობალური გეგმის პარალელურად, მეორე გეგმაც ჰქონდა, რომლის განხორციელებასაც შეუდგა. მან ეს ოქროს მონეტის მიმოქცევა სოციალისტურ ბანაკში, ჩინეთთან ერთად, ინდოეთშიც დაიწყო და ეს კი მსოფლიო ეკონომიკის 75 პროცენტი, ანუ სამი მეოთხედი იყო. ეს პროცესი სქემატურად ასე მიმდინარეობდა: თითოეულ ქვეყანასთან ეროვნულ ვალუტაზე ვაჭრობდნენ ან, უშუალოდ ოქროთი. ეს კი დოლარს აიგნორებდა და ფაქტობრივად, იგივე იყო, რომ ოქროს მონეტით ევაჭრათ. ასეთი საერთაშორისო ურთიერთობები კი ოლიგარქიულ მმართველობას ძირს უთხრიდა. ანუ, სტალინი ყოველგვარი მსოფლიო რევოლუციისა და სხვა გლობალური სისხლისმღვრელი კონფლიქტის გარეშე ახერხებდა მსოფლიო თანასწორობის დამყარებას. 1952-1953 წლების მიჯნაზე მსოფლიო ოლიგარქიული მმართველობის საძირკველი ძალიან შეირყა. კიდევ 10 წელი და ის ჩამოიშლებოდა. ამიტომ, ეს ფარული, ჩრდილოვანი მმართველობა შეიკრიბა. მოილაპარაკეს და შიდა წრის გამოყენებით, იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მოწამლეს, ფიზიკურად გაანადგურეს. სხვათა შორის, იმავეს გაკეთებას აპირებდა, ოღონდ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებში, ჯონ კენედი და როგორც კი მან განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო ბანკის ნაციონალიზაციას, ანუ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დაყენებას აპირებდა და სათანადო იურიდიული ბაზაც მოამზადა, პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმოკლეს დროში მოკლეს. ამ ეპიზოდებში სტალინსა და კენედის ერთი ბედი აღმოაჩნდათ და საერთაშორისო ოლიგარქიულმა მმართველობამ ამ ორივე შემთხვევაში ერთნაირად იმოქმედა.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ როგორც კი სტალინი მოკლეს და მას ბერია მიაყოლეს, ხრუშჩოვმა კვლავ დოლარზე აიღო ორიენტაცია. 1961 წელს კი ისეთი დამღუპველი ფინანსური რეფორმა ჩაატარა, რამაც საბოლოოდ გაამყარა დოლარი და სტალინის გეგმისგან აღარაფერი დარჩა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



