რატომ იყო რელიგიური კონფესიების სიმრავლე სტალინის დროს
ავტორი: ნიკა ლაშაური 23 წუთის წინ
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უზარმაზარი და უძლიერესი ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას უამრავ ცოდვას მიაწერენ, მათი 99 პროცენტი აბსოლუტური ტყუილია.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „ტროცკი სტალინს ყოფილ სემინარისტს უწოდებდა. ამით ლევ დავითის ძე ბრონშტეინი ცდილობდა, დაეკნინებინა საბჭოთა ბელადი. თუმცა, სულ ტყუილად. სტალინს სემინარიაში სწავლამ უდიდესი სიკეთე მოუტანა. ერთი მხრივ, ის უფრო განათლებული და ერუდირებული გახდა, მეორე მხრივ კი, სწორედ სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს გახდა ახალგაზრდა სტალინი იატაკქვეშა რევოლუციონერი და ეს კი მისი დიადი საკაცობრიო მოღვაწეობის წარმატებული სტარტი იყო. სტალინს ყოველთვის ახსოვდა, რომ სემინარისტი იყო და არასდროს დაუმალავს და უარუყვია ეს. პირიქით, საბჭოთა ბელადი ამ წლებს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. სტალინი, აგრეთვე, არც იმ უარყოფით მხარეებს მალავდა, რაც სემინარიაში ჰქონდა ნანახი და პირადად განცდილი. ეს მხარე კი ის იყო, თუ როგორ ცდილობდა პრორუსი, პროცარისტი სასულიერო მოღვაწე და პედაგოგი ქართული ეკლესიის ისტორიის გადაწერასა და რუსულ ყაიდაზე მის გადაყვანას. ამგვარი კრიტიკის დროს სტალინი ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მტერი და კრიტიკოსი კი არ იყო, არამედ ქართული ეკლესიის თავგამოდებული დამცველი. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ უშუალოდ სტალინის ბრძანებით, 1931 წელს სიმონ ჯანაშიას უფლება მისცეს მოსკოვის ბიბლიოთეკის დახურულ ფონდში ძველი ქართული საეკლესიო უნიკალური ხელნაწერები შეესწავლა. მეტიც, მალევე ეს უნიკალური ხელნაწერები ქართველ ისტორიკოსს თბილისში გაატანეს და მათ სამუდამოდ დაიდეს ბინა სამშობლოში. მალევე ამ ხელნაწერებზე დაყრდნობითა და მათი შესწავლით თბილისში გამოიცა სქელტანიანი ნაშრომი ქართული საეკლესიო ისტორიის შესახებ.
გარდა იმისა, რომ სტალინმა რუსეთში საპატრიარქო აღადგინა და მისი ძალისხმევით, პატრიარქიც აირჩიეს, სწორედ სტალინმა გააუქმა ლენინის ¹666 დადგენილება მართლმადიდებლური ეკლესიის ლიკვიდაციის თაობაზე. დიახ, სტალინის ¹999 ბრძანებით გაუქმდა ეს სატანური ¹666, ლენინური ბრძანება. შემთხვევითი დამთხვევაა ეს ციფრები? ვფიქრობ, რომ არა. და სწორედ ამ დადგენილების საფუძველზე ჩაიწერა საბჭოთა კონსტიტუციაში, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნულები იყვნენ. ამით სტალინმა ხალხს რწმენის თავისუფლება დაუბრუნა, რომელიც მათ ლენინმა წაართვა... სტალინის საგანგებო ბრძანებით საბჭოთა კავშირში გაიხსნა (აღდგა) ჯერ სასულიერო სემინარიები მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და თბილისში, შემდგომ კი მათი რანგი აამაღლა და სასულიერო აკადემიებიც გახსნა. ხაზგასასმელი ფაქტია ის, რომ პირადად სტალინის უშუალო ბრძანებით დახვრიტეს პოლკის კომისარი მოისეი ნათანსონი. ეს კაცი იყო „ენკავედეს“ მაღალი რანგის ოფიცერი და თავისი უწყებიდან მოსკოვის აღმშენებლობა-განაშენიანების გეგმაზე იყო მიმაგრებული. და როდესაც მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანს აპროექტებდნენ, ნათანსონის უშუალო მითითებით ააფეთქეს ქრისტე მხსნელის უზარმაზარი ტაძარი. ამ ვერაგობის ამსახველი კადრები დღემდეა შემორჩენილი, რომელიც უშუალოდ მოისეი ნათანსონმა გადააღებინა ოპერატორს კინოფირზე. ამ დროს სტალინი გაგრაში იმყოფებოდა და ფირი იქ გაუგზავნეს. შემდგომ სტალინის დაცვის უფროსი, ვლასიკი ყვებოდა: „სტალინს რომ ეს ფირი უჩვენეს, ის ადგილიდან წამოხტა. სახე წამოეჭარხლა და იყვირა: სასწრაფოდ აქ ჩამომითრიეთ ამ ვერაგობის ჩამდენიო. მოისეი ნათანსონი რამდენიმე საათში ჩამოიყვანეს გაგრაში და სტალინმა მას ისეთი სილა გააწნა, რომ პოლკის კომისარი მიწაზე გაგორდა. ზუსტად ასე მოექცა სტალინი „ენკავედეს“ უფროსს ლენინგრადში ზაპოროჟეცს, როცა კიროვი მოკლეს და სტალინი იქ ჩავიდა. ნათანსონი მოსკოვშივე დააბრუნეს და მავნებლობის ბრალდებით, ლუბიანკის სარდაფში სრულიად სამართლიანად დახვრიტეს.“
ვლასიკის მონათხრობიდან აშკარაა, თუ როგორ განიცადა სტალინმა ეს ვანდალიზმი. მით უმეტეს, რომ ასეთი რამ მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. სტალინის ზეობის პერიოდში არ დანგრეულა არცერთი ეკლესია ქვეყანაში და საბჭოთა ბელადი ლენინის მიერ გამოცხადებულ უღმერთო ქვეყანაში ერთ-ერთი მართლმადიდებელი მორწმუნეთაგანი იყო. და მართალია, სტალინი პრიორიტეტს მართლმადიდებლობას ანიჭებდა, მაგრამ სხვა რელიგიებსაც მისცა გზა და ქვეყანა რელიგიური კონფესიების სიმრავლით იყო გამორჩეული.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


