რატომ გადასწია უკან თავის პროექტში სტალინმა კომუნისტური პარტიის როლი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური მმართველი იყო. მას მოქნილი გონება და მოვლენების სწორად განჭვრეტის უნარი ჰქონდა. ის არასდროს ყოფილა ცალსახა ადამიანი და თუკი ამას ვითარება მოითხოვდა, შეეძლო კიდეც აზრის შეცვლა და სხვა მიმართულებით გეზის აღება. თუმცა, სტალინის ორიენტირი ყოველთვის ქვეყნის აღმშენებლობა, ხალხის ნათელი მომავალი იყო და ამ გზიდან სტალინს არასდროს გადაუხვევია.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „სტალინმა ყოველთვის იცოდა, რა გზით უნდა წასულიყო. ის მხარს უსწორებდა ისტორიის სწორ გეზს. ხშირ შემთხვევაში კი ამ გეზს თავადვე ქმნიდა. სწორედ სტალინი იყო მთავარი შემოქმედი ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობისა. საბჭოთა ბელადმა თვალნათლივ დაინახა, რომ ქვეყანაში ნაწილობრივი სისტემური ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. მსოფლიო ეკონომიკურად ვითარდებოდა. იდეოლოგიური დოგმები კი თანდათან უკანა პლანზე იწევდა. ამიტომ, საჭირო იყო ამ დოგმების ნაწილობრივ გაუქმება და ქვეყნის მმართველობაში დემოკრატიული ელემენტების შეტანა. სტალინი მიხვდა, რომ ლოზუნგი – „პარტია ჩვენი მესაჭეა“, უკვე მოძველებული და დამღუპველიც კი იყო. პარტბილეთებს ამოფარებული ჩინოვნიკები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებდნენ. ამიტომ, 1952 წლის ზაფხულში საქართველოს შავიზღვისპირეთში მყოფმა სტალინმა სისტემატური ცვლილებების პროექტზე ინტენსიური მუშაობა დაიწყო. საბჭოთა ბელადს არ შეეძლო ერთი ხელის აღებით, ერთბაშად პარტიის გაუქმება და მრავალპარტიული სისტემის შემოღება. ამას ხალხი ვერ გაიგებდა. გაუგებრობა კი ბუნტსა და სისხლს გამოიწვევდა, რაც დაუშვებელი იყო. ამიტომ სტალინმა თავის პროექტში ჩაწერა, რომ შემოღებული იქნებოდა ახალი საარჩევნო სისტემა. არჩევნებზე ბიულეტენში უნდა ყოფილიყო, მინიმუმ, ორი კანდიდატი, და რაც მთავარია, აუცილებელი არ იყო, რომ ეს კანდიდატები კომუნისტური პარტიის წევრები ყოფილიყვნენ. ამ პროექტში სტალინი კომუნისტურ პარტიას ახალი კადრების მთავარ სამჭედლოს უწოდებდა და კადრების აღზრდის ფუნქციას ანიჭებდა, ხოლო გადაწყვეტილებები კი დემოკრატიული გზით არჩეულ საბჭოთა პარლამენტსა და მთავრობას უნდა მიეღო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ასევე უნდა შემოღებულიყო პრეზიდენტის პოსტიც და განხორციელებულიყო ძალაუფლების თანაბარი გადანაწილება. ისევე, როგორცაა მოწინავე განვითარებულ ქვეყნებში. სტალინი მთავარ ფსონს ეკონომიკურ განვითარებაზე დებდა და აბსოლუტურად სწორ ნაბიჯს დგამდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა რადიკალურად ჩამორჩებოდა გლობალური განვითარების ტემპს და ეს დამღუპველი იქნებოდა... ეს პროექტი ძალაში შედიოდა 1953 წლის მარტში. 30 მარტს არჩევნები უნდა გამართულიყო. მზად იყო ბიულეტენებიც, მაგრამ სტალინი 5 მარტს გარდაიცვალა და ამ პროექტის დაწყება გადაიდო... ხაზს ვუსვამ, გადაიდო. ამ პროექტის უფრო სრულყოფილად განხორციელებას შემოდგომაზე ბერია აპირებდა, მაგრამ ბერია ვერაგულად მოკლეს და ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა, რამაც 90-იანი წლების კატასტროფა გამოიწვია. სტალინს ზემოხსენებული გარდაქმნების დაწყება ჯერ კიდევ 30-40-იანი წლების მიჯნაზე შეეძლო, მაშინვე, როგორც კი ინდუსტრიალიზაცია დასრულდა, მაგრამ, მას ომმა შეუშალა ხელი და ჯერ 50-იან წლებამდე გადაიდო, შემდგომ კი საერთოდაც გაუქმდა. სტალინი ბავშვობიდანვე კითხულობდა ძალიან ბევრ სხვადასხვა ლიტერატურას. მას, რა თქმა უნდა, მოწინავე ეკონომისტთა და ფილოსოფოსთა ნაშრომებიც ჰქონდა შესწავლილი და მყარად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქვეყნის ცალსახა განვითარება (იგულისხმება ერთპარტიული სისტემა) საბოლოოდ ჩიხში შეიყვანდა ქვეყანას. სტალინს ყველა საჭირო ბერკეტი ჰქონდა, რომ საბჭოთა კავშირი მეოცე საუკუნის 70-იანი წლებისთვის ისეთ ზესუპერსახელმწიფოდ გადაქცეულიყო, სადაც ადამიანები, ფაქტობრივად, კომუნიზმში იცხოვრებდნენ. საამისოდ კი ამ უზარმაზარ ქვეყანას ყველა ბუნებრივი რესურსი ჰქონდა. საჭირო იყო ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოქცევა. ამიტომ მიანიჭა სტალინმა პრიორიტეტი ეკონომიკას და ეს პროექტი რომ განხორციელებულიყო, პარტიის ერთპიროვნული, ყველაფერში წამყვანი როლი უკანა პლანზე გადასწია. ყოველივე ზემოთქმულიდან წამოვიდა სტალინის სიკვდილის საკითხი და ავტორხანოვის ვერსია ბერიას მიერ სტალინის მკვლელობის შესახებ, აბსურდია. ავტორხანოვს მიაჩნია, რომ სტალინი ბერიამ იმის გამო მოწამლა, რომ თითქმის სტალინი მას განადგურებას უპირებდა და ამის გამო „მეგრელთა საქმე“ წამოიწყო. მაგრამ, ახლად გამომზეურებული უცილობელი საბუთების მიხედვით, ბერიას სტალინი თავის მემკვიდრედ ტოვებდა და ასეთ შემთხვევაში რატომ მოკლავდა? ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ სტალინის გარდაცვალებისთანავე ბერიამ უმალვე დაიწყო ლენინური გეგმის განხორციელება. ანუ, სტალინის მიერ შემუშავებულ პროექტში არსებული რეფორმების განხორციელებას შეუდგა, იმ განსხვავებით, რომ არჩევნები შემოდგომისთვის გადაიტანა. ასეთ სიტუაციაში წინა პლანზე გამოდის შეთქმულთა ჯგუფი ხრუშჩოვის მეთაურობით და სწორედ ეს ჯგუფია სტალინის სავარაუდო მკვლელი. ანუ, მათ ჯერ ბელადი მოიშორეს, შემდგომ მისი მემკვიდრე და რადიკალურად განსხვავებული გზით წავიდნენ, ვიდრე ეს სტალინურ პროექტში იყო მოცემული. ბელადის მკვლელების ერთადერთი მიზეზი კი სტალინის პროექტში იდო, ანუ, პარტიის როლის უკანა პლანზე გადაწევა. შეთქმულები კი მხოლოდ პარტიის მეშვეობით იყვნენ ხელისუფლების მწვერვალზე. ძალაუფლების დათმობა არ სურდათ და ეს ორმაგი მკვლელობაც ამიტომ განახორციელეს, რამაც 80-იან წლებში სტალინური ქვეყნის დაშლა გამოიწვია.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



