ბელადები

რატომ ეხმარებოდა ლავრენტი ბერია ებრაელთა მოძრაობას პალესტინაში

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.02

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო და ნებისმიერ სფეროს მალევე აუღებდა ხოლმე ალღოს. სხვაგვარად ის ვერ განახორციელებდა ამ გრანდიოზულ პროექტებს, რომლებმაც საბჭოთა კავშირის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ბერია, ასევე, მალევე გაერკვა ახალ პოლიტიკაში და მისი ყველა გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „სტალინმა არა მარტო ამის გამო დაიახლოვა ბერია და მოსკოვში გადაიყვანა სამუშაოდ, რომ მან საქართველო მიყრუებული პროვინციიდან მოწინავე საბჭოთა რესპუბლიკად გადააქცია, არამედ იმიტომაც, რომ მასში ალღოიანი პოლიტიკოსი დაინახა. ბერია, ფაქტობრივად, სტალინის პოლიტიკური მრჩეველიც იყო და საბჭოთა ბელადი მის რჩევებს ნამდვილად ითვალისწინებდა. სწორედ ბერიას რჩევის შედეგი იყო, რომ სტალინმა ებრაული მოძრაობის მხარდაჭერა დაიწყო, რაც პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს შექმნით დაგვირგვინდა. და, სანამ ეს მოხდებოდა, სწორედ ბერიას რჩევით მისცა სტალინმა ვიზა ებრაელების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ჯგუფებისთვის დახმარების გაწევას. ბერია იმთავითვე მიხვდა, რომ თუკი ახლო აღმოსავლეთში ებრაული სახელმწიფო შეიქმნებოდა, ეს ფაქტორი საბჭოთა პოლიტიკის განხორციელების მძლავრი ინსტრუმენტი გახდებოდა ამ რეგიონში და მიმართული იქნებოდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, რომელსაც იქ სასიცოცხლო ინტერესები ჰქონდა. ამ გეგმის განხორციელება ბერიას დაევალა და ისიც მისთვის ჩვეული შემართებითა და ენერგიით შეუდგა განხორციელებას.

ბერიას უშუალო კურატორობით, პალესტინაში ფარული არხებით იგზავნებოდა დიდძალი რაოდენობის საბჭოთა წარმოების იარაღი, რომლითაც ებრაელ პატრიოტთა ჯგუფები მარაგდებოდნენ. თავად ეს ჯგუფები კი სანიმუშოდ იყო მომზადებული და ორგანიზებული, რაც არც იყო გასაკვირი, რადგან ისინი საბჭოთა კავშირში გადიოდნენ მომზადებას.

იაკობ კედმი: „მოსაზრება, რომ თითქმის ლავრენტი ბერია ანტისემიტი იყო, მტკნარი სიცრუეა და უკიდურესი სისულელე. პირიქით, ბერია, როგორც ჭკვიანი და განათლებული კაცი კარგად იცნობდა ებრაელი ხალხის ისტორიას. ღრმად ჰქონდა გაანალიზებული ებრაული ერის ფსიქოლოგიური თავისებურებანი და სწორი არჩევანი გააკეთა, რომ სწორედ ებრაელებზე დადო ფსონი ახლო აღმოსავლური პოლიტიკის დაგეგმვისას. „ხელი ხელს ბანს“ – ამ პრინციპით და ბერიას წყალობით გაძლიერებულმა ებრაულმა მოძრაობამ ისეთი ფართო ფრონტი გაშალა იმ რეგიონში, რომ ბრიტანელებმა ვერ გაუძლეს ამ ზეწოლას და თავისით დატოვეს იქაურობა. ეს კი საბჭოთა პოლიტიკის წისქვილზე ასხამდა წყალს და ამის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ ბერია იყო. მეტიც, ბერია სიონისტურ მოძრაობასაც თანაუგრძნობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მოძრაობა იმ პერიოდში მთელ მსოფლიოში იყო დაგმობილი, ბერია მათ გაძლიერებაში ეხმარებოდა.“

ეგრეთ წოდებული, ებრაული პატრიოტული ძალები, რომლებიც პალესტინის ტერიტორიაზე მოქმედებდნენ, იგივე სიონისტური ძალები იყვნენ, სიონისტური იდეოლოგიით განმსჭვალული და ბერიამ ეს კარგად უწყოდა, ისევე, როგორც სტალინმა. თუმცა, სტალინიცა და ბერიაც სახალხოდ მსოფლიოს გასაგონად გმობდნენ ამ ძალებს. ოფიციალურად საბჭოთა კავშირში, ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში, სიონიზმი აკრძალული იყო. ბერიას მხრიდან კი, არაოფიციალურად, ამ მოძრაობას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჰქონდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ამის ნათელი დასტურია ისრაელის ლეგენდარული სპეცსამსახურის, „მოსადის“ შექმნა, რაშიც დიდი წვლილი ბერიას მიუძღვის. „მოსადი“ კი თავიდან ბოლომდე სიონიზმზე იდგა და დღემდეც ასეა. შემთხვევითი არ იყო, რომ ბერიას ფალსიფიცირებულ პროცესზე მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში სიონიზმის მხარდაჭერა ფიგურირებდა.

ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „უკვე მოწიფული ადამიანი ვიყავი და რაღაც-რაღაცების გაანალიზებაც შემეძლო. და სწორედ მაშინ დავფიქრდი ამაზე, კონკრეტულად, ეგრეთ წოდებულ, ებრაულ საკითხზე. ოფიციალურად საბჭოეთში სიონიზმი აკრძალული და დაგმობილი იყო. თუმცა ბევრი ასეთი ადამიანი, რომლებიც აშკარად იზიარებდნენ სიონიზმს, საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდნენ, მათ შორის, პარტიულ თანამდებობებსაც. ისინი ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ხმამაღლა არ საუბრობდნენ, მაგრამ ამაზე მიუთითებდა მათი ქმედებები. ამასთანავე, მამაჩემისგან არასდროს გამიგონია ებრაელების ლანძღვა, მათ მიმართ სიძულვილი. ანუ, მამა არასდროს ყოფილა ანტისემიტი და ეს ისტორიული ფაქტებითაც დასტურდება. თუმცა, გადაწერილ, დამახინჯებულ საბჭოთა ისტორიაში ლავრენტი ბერია ერთ-ერთ მთავარ ანტისემიტისდაცაა მოხსენიებული.“

მართლაც რომ, უკიდურესად წინააღმდეგობრივია საბჭოთა ისტორიოგრაფია. თუკი სასამართლო პროცესზე ბერიას სიონისტობაში დასდეს ბრალი, გარკვეული დროის მერე ბერია ანტისემიტისტად და ებრაელთა მთავარ დამრბევად გამოაცხადეს. ანუ, ისე წერდნენ და ლაპარაკობდნენ, როგორც იმ მომენტში სჭირდებოდათ. ბერია კი რეალური პოლიტიკის მიმდევარი იყო და კარგად ჰქონდა გაანალიზებული, თუ ვისზე უნდა დაედო ფსონი სამომავლო პოლიტიკაში. მან გააზრებული არჩევანი გააკეთა და ყველაფერი სწორად მიედინებოდა. ასევე გაგრძელდებოდა მომავალშიც, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბერია გაუძღვებოდა საბჭოთა პოლიტიკას, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და კარტები სულ სხვაგვარად დალაგდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბერიას წინააღმდეგ მოწყობილ მზაკვრულ შეთქმულებაში მსოფლიო სიონისტური ძალები დაადანაშაულეს. ეს კი ტყუილია, რადგან სწორედ ის ძალები დებდნენ ფსონს ბერიაზე, მაგრამ არც მათ გაუმართლათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული