ბელადები

რა შედეგი მოიტანა ბერიასა და რომის პაპის საიდუმლო შეხვედრამ

№40

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 17.10, 2021 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ შეთქმულებმა ვერაგულად გამოასალმეს სიცოცხლეს, დამტკიცებული ფაქტია და წყალი არ გაუვა. ბერიას მკვლელობის საქმეში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რა იყო ამ დანაშაულის ნამდვილი მოტივი... პროფესორი ოლეგ სელეზნიოვი: „ბერიას მკვლელობის ნამდვილი მოტივი დღემდე ბერუსითაა მოცული და ჩვენ მხოლოდ ვერსიებზე შეგვიძლია, ვილაპარაკოთ. თუმცა, არიან მკვლევრები, რომლებიც ყველაფერს შეთქმულების თეორიის პრიზმიდან უჭვრეტენ და ამტკიცებენ, რომ ბერიას მკვლელობა გლობალური, ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურების მიერ იყო პროვოცირებულიო... თუმცა, მოდით დავუბრუნდეთ არსებულ ცნობილ რეალობას, რომლის მიხედვითაც ბერია იმიტომ მოკლა ხრუშჩოვმა და მისმა დამქაშებმა, რომ ეს ადამიანი ათწლეულების განმავლობაში ფორმირებული სისტემის სრულ დემონტაჟს გეგმავდაო“. სტალინური სისტემის სრული დემონტაჟი, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებული ნათქვამია. ხოლო რაც შეეხება რეორგანიზაციას, მოდერნიზებას, ეს უფრო მეტად ჰგავს სიმართლეს და ბერია არც მალავდა თავის ზრახვებს. მეტიც – პოლიტბიუროს სხდომებზე ბერიამ კოლეგებს რამდენიმე ისეთი დოკუმენტი მიაღებინა, რომლისგანაც ბერიას კოლეგებმა „თბილი ადგილებისა“ და თავიანთი წილი ძალაუფლების დაკარგვის საშიშროება იგრძნეს, ამიტომ ამოქმედდნენ და ის ვერაგულად მოკლეს. მწერალი დიმიტრი ჟუკოვი: „შეთქმულებს ყველაზე მეტად აშინებდათ ბერიას, ეგრეთ წოდებული, „საიდუმლო სერობები“. ანუ, სტალინის გარდაცვალების შემდეგ (რამდენიმე ფარული შეხვედრა ბერიამ სტალინის სიცოცხლის ბოლო პერიოდშიაც გამართა) ბერიას მიერ გამართულ ფარული შეხვედრები. ბერია ორი-სამი დღით უჩინარდებოდა ხოლმე, კოლეგებს არაფერს ეუბნებოდა და მათთვის უცნობ პიროვნებებს ხვდებოდა როგორც საბჭოეთში (ბერიამ ყველა ფარული შეხვედრა საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში ჩაატარა), ასევე საზღვარგარეთაც. პოლიტბიუროს წევრები ხვდებოდნენ, რომ ბერიას საიდუმლო შეხვედრები ჰქონდა. თუმცა, სად, ვისთან და რა თემაზე, წარმოდგენა არ ჰქონდათ. აი, სწორედ, ამ გაურკვევლობის შიშმა შეაღწია შეთქმულებში და ბერიას „კისერი მოუგრიხეს“. მოგვიანებით, ნიკიტა ხრუშჩოვი ასე აღწერდა ბერიას ამბავს: „ის ნაძირალა (ბერია) მოულოდნელად გაქრებოდა ხოლმე და მას ვერსად ვპოულობდით. შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდებოდა და მისი გამომეტყველებიდან აშკარა იყო, რომ რაღაც ცუდს გვიმზადებდა. თუმცა მას ეს არ დასცალდა. ჩვენ ის თათბირზე დავიბარეთ. ბრალდებები წავუყენეთ და დავაპატიმრეთ...“ აბა, ხომ არ იტყოდა, ბერია ვერაგულად მოვკალითო... ერთი სიტყვით ჯოგური უსაფრთხოების პრინციპმა ასი პროცენტით იმუშავა და ამ ჯოგმა ბერია ჩლიქებით ჩაქოლა“.

სხვადასხვა შეხვედრასთან ერთად, რომელთა გამართვაც ბერიამ მოასწრო, ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო, ყველაზე საინტერესო იყო რომის პაპ პიუს მეთორმეტესთან. ეს შეხვედრა 1953 წლის 31 მაისს განხორციელდა და საკმაოდ ნაყოფიერიც იყო. სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი) მოგვითხრობს: „სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩემსა და დედაჩემის მიმართ, ფაქტობრივად, აღარ ხორციელდებოდა ზეწოლა, მე მამაჩემის ერთ-ერთ მრჩეველს შევხვდი და სწორედ, მან მომითხრო მამაჩემისა და რომის პაპ პიუს მეთორმეტის ფარული შეხვედრის ამბავი. ამ კაცის ვინაობას დღესაც არ ვამხელ, რადგან ის მამაჩემის, თუ შეიძლება ითქვას, ფარული მრჩეველი იყო და რომ იტყვიან, სასწაულად გადაურჩა ხრუშჩოვისეულ რეპრესიებს. იმ კაცის თქმით, მამა რომის პაპს შეჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა საბჭოეთში ქრისტიანული კათოლიციზმის განვითარებას. სამაგიეროდ კი ძალიან ავტორიტეტულ პაპს თავისი ზეგავლენა უნდა გამოეყენებინა და პოსტსტალინური საბჭოეთისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა გამოევლინა. გარდა ამისა, ვატიკანის ბანკს მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარის სესხი უნდა გამოეყო ჩვენი ქვეყნის აღორძინებისთვის. პაპი და მამაჩემი სიტყვიერად შეთანხმდნენ და პირველი მილიარდი დოლარი საბჭოთა კავშირს ვატიკანმა 1953 წლის 18 აპრილს გამოუყო. ეს თანხა სამედიცინო და სოციალურ საჭიროებებს მოხმარდა. იმავდროულად, კათოლიკურმა მსოფლიომ, ფაქტობრივად, შეწყვიტა საბჭოეთის კრიტიკა და ეტყობოდა, რომ პაპი თავის პირობას პირნათლად ასრულებდა.“

ლავრენტი ბერია, გარდა იმისა, რომ საქმის კაცი იყო და ყველაფერს წარმატებით აგვარებდა, მან კარგად იცოდა, ეგრეთ წოდებული, ფიარის ფასი და ისე იქცეოდა, რომ თავისი კოლეგების ფონზე კაშკაშა ვარსკვლავივით ჩანდა. ამას კი საერთაშორისო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩინებული შედგებიც მოიტანა. თუმცა, ბერია, ალბათ, ბოლომდე ვერ მიჰყვა და ის პრიმიტიული არარაობა, მართლაც ჯოგი, მასზე ცბიერი აღმოჩნდა და ბერიას პოსტ-სტალინური ასდღიანი კარიერა კრახით დასრულდა. სწორედ, აქედან დაიწყო საპბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისის ათვლა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი