ბელადები

რა ოპერატიული საერთაშორისო ორგანო შექმნეს სტალინის ძალისხმევით

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.03

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინს მსოფლიოს ომისშემდგომ მოწყობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და რომ არა საბჭოთა ბელადი, მსოფლიოს სამართლებრივი სისტემა ბევრად უფრო დაუხვეწავი და არასამართლიანი იქნებოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ნიურნბერგის სამხედრო დამნაშავეთა საერთაშორისო ტრიბუნალმა მსოფლიოს სამართლებრივ სისტემაში უმნიშვნელოვანესი პრეცენდენტი შექმნა და სწორედ მან დაუდო სათავე რადიკალურ სამართლებრივ ცვლილებებს მთელი რიგი მოწინავე ქვეყნების კანონმდებლობებში. პოტსდამის კონფერენციაზე სწორედ სტალინის დაჟინებული თხოვნით მიიღეს ფაშისტი დამნაშავეების გასამართლებისა და მათთვის საკადრისი სასჯელის გამოტანის გადაწყვეტილება.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „აშკარა იყო, რომ პოტსდამში ბრიტანული და ამერიკული მხარეები მაინცდამაინც არ ისწრაფვოდნენ ასეთი საკანონმდებლო აქტი მიეღოთ, ისინი, რა თქმა უნდა, მომხრეები იყვნენ, რომ „ბობოლები“ დაესაჯათ. მაგრამ უნდოდათ, რომ ეს ერთჯერადი აქცია ყოფილიყო და არა საყოველთაო, საერთაშორისო ვალდებულება და მით უმეტეს, გაფორმებულიყო მტკიცე ხელშეკრულებით. სტალინი კი ერთ წინადადებასაც არ უთმობდა თავის ოპონენტებს. საბოლოოდ კი ეტლიმ და ტრუმენმა თავიანთი ხელმოწერებით დაამოწმეს, რომ მსოფლიოში აიკრძალებოდა ყველა ექსტრემისტული ორგანიზაცია, ყოველი ასეთი გამოვლინება მკაცრად დაიგმობოდა, მონაწილეები კი სამაგალითოდ დაისჯებოდნენ. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებმა თავიანთ სამართლებრივ კოდექსებში ცვლილებები შეიტანეს, სამართლებრივ სტრუქტურებს კი მკაცრი კონტროლის მითითებები და უფლებები მიეცათ.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ანგლო-ამერიკელებს დიდი გეგმები ჰქონდათ და ამიტომაც არ უნდოდათ ასეთი ვალდებულების აღება. საქმე ის იყო, რომ ყველა გერმანელი მეცნიერი, კონსტრუქტორი თუ სხვა ინტელექტუალი ანგლო-ამერიკული ოკუპაციის ზონაში გადავიდნენ. ამ ადამიანების 99 პროცენტი „ესესის“ ჩინს ატარებდა. პოტსდამის ხელშეკრულებით კი „ესესი“ ტერორისტულ ორგანიზაციად უნდა გამოცხადებულიყო (ეს ნიურნბერგის პროცესზე განხორციელდა). ამერიკელები და ბრიტანელები ამ მეცნიერთა გამოყენებას აპირებდნენ, პოტსდამის ხელშეკრულების მიხედვით კი ამ ადამიანებს ვერ გამოიყენებდნენ, უნდა გაესამართლებინათ. ერთი სიტყვით, სტალინმა ნაწილობრივ მაინც ჩაშალა ანგლო-ამერიკელების შორსმიმავალი გეგმები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინისვე ძალისხმევით შეიქმნა საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანო და მასში საბჭოთა, ამერიკელი, ბრიტანელი და ფრანგი სპეციალისტები იყვნენ გაერთიანებული. ისინი ქმედით კონტროლს ახორციელებდნენ ამ ოთხი ქვეყნის ტერიტორიებზე და ვალდებული იყვნენ, ნებისმიერი მცირე დარღვევაც კი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გამოეტანათ. საგულისხმოა, რომ საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთში არცერთი ასეთი დარღვევა არ გამოვლენილა. სამაგიეროდ, უხვი დარღვევები დაფიქსირდა, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თანაც, ყოველთვის არ ხერხდებოდა მათი აღკვეთა, თუმცა, მრავალი ისეთი საქმე გამოაშკარავდა, რამაც დამრღვევ სახელმწიფოებში მასობრივი სახალხო პროტესტი გამოიწვია და ამავე ქვეყნების მთავრობებს მოუწიათ მათი ლოკალიზება და აღმოფხვრა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინისვე ძალისხმევით, 1946 წლის დასაწყისში შეიქმნა საერთაშორისო-სამძებრო ორგანო. მასში ოთხი სახელმწიფოს სპეცსამსახურების ოპერატიული ჯგუფები იყვნენ გაერთიანებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ, პოულობდნენ და ანეიტრალებდნენ როგორც მიმალულ გერმანელ და იტალიელ ნაცისტებს, ასევე ძებნილ საერთაშორისო ტერორისტებს. ამ ორგანომ ძალიან ეფექტურად იმუშავა და არაერთი საშიში დამნაშავე გაანეიტრალა. უფრო მეტი საქმეც უნდა გაკეთებულიყო. მაგრამ, „ცივი ომის“ გამოცხადებისთანავე ამერიკელებისა და ბრიტანელების ძალისხმევით ამ ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა და სათავე დაედო საერთაშორისო ტერორიზმის გლობალური მასშტაბებით ფეხის მოკიდებას.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ამ ოთხეულის დაშლის შემდეგ საბჭოთა და ფრანგი სამართალდამცველების ტანდემი ერთი წელიწადი ფუნქციონირებდა და საკმაოდ მაღალეფექტურადაც. თუმცა, ანგლო-ამერიკელების ზეწოლის შედეგად ისიც დაიშალა. მიუხედავად ამისა, სტალინის ძალისხმევამ მაინც დიდი სარგებელი მოიტანა და ძალაში დარჩა ის საერთაშორისო ვალდებულობები, რომლებიც პოტსდამში მიიღეს. ანგლო-ამერიკელებისა და მათი სატელიტების დიდი სურვილის მიუხედავად, ექსტრემისტული ორგანიზაციების სრულად დაფინანსება და პროპაგანდა უკვე შეუძლებელი იყო და ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატი.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „პარადოქსია ის ფაქტი, რომ თანამედროვე ბურჟუაზიული პრესა და ტელე-რადიომაუწყებლობები სტალინს ტერორიზმის ხელისშემწყობად მოიხსენიებენ და არნახულ ზღაპრებს ყვებიან ამის თაობაზე. არადა, რომ არა სტალინის პოტსდამური ძალისხმევა, მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და გავლენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და მათ სატელიტებს, ჯერ კიდევ 40-50-იან წლებში წალეკავდნენ ტერორისტ-ექსტრემისტები და ამის შედეგებთან ბართლომეს ღამე, მოგონილი იქნებოდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი