ბელადები

რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა სტალინმა სისხლის სამართლის კოდექსში

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 02.02, 2023 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი იყო. მას ზოგჯერ ისეთი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევდა, რასაც შესაძლოა, დიდი უკმაყოფილება გამოეწვია ადამიანებში, მაგრამ ამის გაკეთება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ბოლშევიკები სულ რაღაც ორი თვის მოსულები იყვნენ ხელისუფლებაში, რომ 1917 წლის დეკემბრის მიწურულს ძალიან უცნაური და როგორც სულ მალე გამოჩნდა, მავნე გადაწყვეტილება მიიღეს. უშუალოდ ლენინის ბრძანებით, რუსეთში გაუქმდა ქორწინება. ქალი მამაკაცის სრულუფლებიან პარტნიორად გამოცხადდა და დაკანონდა, ეგრეთ წოდებული, თავისუფალი სიყვარული. ანუ, ნებადართული იქნა სქესობრივი ურთიერთობები რამდენიმე პარტნიორთან, ყოველგვარი ქორწინების გარეშე, როგორც კაცებისთვის, ასევე ქალებისთვისაც. ძალიან მალე ქვეყანაში კატასტროფული სიტუაცია შეიქმნა, სექსუალური ძალადობა უკვე აღარ ითვლებოდა დანაშაულად. ყველაზე დიდი სასჯელი მცირე ჯარიმა იყო და აქედან გამომდინარე, ისედაც არეულ რუსეთში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა...“

მართალია, ვოლკოგონოვი ამ თემას „პერესტროიკის“ დროს შეეხო, მაგრამ იმ წლებში ლენინი და პარტია კრიტიკის მიღმა იდგნენ. საბჭოთა სექსუალურ რევოლუციად მონათლული ეს „თავისუფლება“ სინამდვილეში ამორალურობის, უღმერთობისა და უკიდურესად გახრწნილი ქცევებისთვის მწვანე გზის მიცემა იყო. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ხალხის უკიდურესად დაცემას, რათა მათი მორჩილებაში ყოლა იოლი ყოფილიყო. ყოველივე ეს კი ტოტალური უღმერთობის ფონზე ხორციელდებოდა და კოსმოსური სისწრაფით მიიწევდა უფსკრულისკენ. დღეს ეს ამბები დაუჯერებელი, არნახული ველურობით გაჯერებულ ზღაპარს ჰგავს. თუმცა აბსოლუტური სიმართლეა. კონკრეტულად – ოფიციალური კანონით, ბოლშევიკს უფლება ჰქონდა, ჰყოლოდა 5-6 პარტნიორი ერთდროულად, როგორც კაცს, ასევე ქალსაც. ხოლო თუკი ბოლშევიკი ცნობილი ან თანამდებობის პირი იყო, მაშინ მას სექსპარტნიორის განუსაზღვრელი რაოდენობა ეკუთვნოდა. იმავე კანონით, როგორც კომკავშირელ გოგონას, ასე კომკავშირელ ვაჟს უფლება არ ჰქონდა, უარი ეთქვა მოპირდაპირე სქესის ცნობილი, თანამდებობის პირი ბოლშევიკისთვის. ასეთი უარი მკაცრად ისჯებოდა და უარის მთქმელი შეიძლება, კომკავშირიდანაც კი გაერიცხათ. ერთი სიტყვით, უსაშინლესი, დაუჯერებელი მდგომარეობა შეიქმნა. ყველაზე მეტად ეს სტალინს არ მოსწონდა და ცდილობდა, მდგომარეობა გამოესწორებინა, თუმცა ამ სოდომ-გომორთან ვერაფერს აწყობდა.

მწერალი ედვარდ რაძინსკი: „გასული საუკუნის 30-იან წლებში გავრცელდა ხმები, რომ თავისუფალი სიყვარულის კანონი ლენინს „ჟიდებმა“ (ებრაელებმა) მიაღებინეს, რათა რუსეთი მორალურად გაეხრწნათ და უფრო ადვილად ჩაეგდოთ ხელში. ეს ანტისემიტური ფრაზა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ტროცკისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ იყო მიმართული და საკმაოდ ნათელ მიზანს ემსახურებოდა. ისე კი იმ პერიოდის რუსეთში კატასტროფული და ტრაგი-კომედიური სიტუაცია იდგა. ბალერინების მოყვარული ბოლშევიკი მაღალჩინოსნები – კალინინი, ენუქიძე და სხვები დიდი თეატრის ახალგაზრდა ბალერინა გოგონებს კომკავშირში შესვლას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თეატრიდან გაგდებით ემუქრებოდნენ. შემდგომ კი კომკავშირელ ბალერინებს ყოვლად „კადნიერად“ იწვენდნენ ლოგინში... სტალინისთვის ეს ყველაფერი საშინლად აუტანელი იყო და როგორც მოგვიანებით ბუხარინი ამბობდა (ასპროცენტიან სიმართლეზე თავს ვერ დავდებ) – სტალინმა მითხრა: მოხუცს (ლენინს) ტვინი გამოეცალა, ეს რა საზიზღრობა დაუშვაო. მართლაც რომ, საზიზღრობა იყო ყველაფერი ეს და როგორც კი ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინმა პოზიციები გაიმაგრა, ყველაფერს ერთი ხელის მოსმით წერტილი დაუსვა...“

ედვარდ რაძინსკი მართალია სტალინზე წერს, მაგრამ ბევრ რამეში ტენდენციურია და ყოვლად უსამართლოდ – ანტისტალინისტი. მას ეს ამბავი უფრო დაწვრილებით და დეტალურად შეეძლო გაეშუქებინა, რაც არ გააკეთა. სტალინმა კი მორალდაკარგულ ქვეყანაში აბორტები აკრძალა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც ამას ქალის ჯანმრთელობა მოითხოვდა. აღადგინა სამოქალაქო ქორწინება და ქვეყანაში ტოტალური პასპორტიზაციაც დაიწყო. ჩაატარა მოსახლეობის აღწერა. სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ანტიპროსტიტუციული და ანტიჰომოსექსუალური მუხლები, რის შედეგადაც მრუშობა დასჯადი გახდა. ჩამოყალიბდა ოჯახის კულტი და სულ რაღაც ერთ წელიწადში უზნეო ქვეყანამ ზნეობრიობისკენ სვლა დაიწყო. ამ ყველაფერს კი სტალინი ედგა სათავეში.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი