ბელადები

რა გეგმა შეადგინა ბერიამ ფაშისტების მოსკოვში შეჭრის შემთხვევაში

№10

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 19.03, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია გენიალური ორგანიზატორი იყო. რასაც ის ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე სრულდებოდა. ამიტომაა, რომ მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული „შავი პიარისა“, ბერია მაინც რჩება საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ბურჯად და ყველა დიდი გამარჯვების შემოქმედად... გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი ჰყვებოდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი და ეს თემა ამოუწურავია. რადგან ამოუწურავია ის დიდი საქმეები, რომლებიც მან გააკეთა და ჩვენ კი მის გვერდით ვიდექით. მრავალი მათგანის თქმა არ შეიძლება, რადგან გასაიდუმლოებულია. თუმცა დაუფარავი, საჯარო საქმეებიც საკმარისია, რომ ამ უდიდეს ადამიანზე სწორი წარმოდგენა შეგვექმნას. არა ხრუშჩოვისეული „სწორი“, არამედ ნამდვილი, ჭეშმარიტი, ობიექტური... ლავრენტი პავლეს ძის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება უსაფრთხოება იყო და ამ სფეროში მან (ისევე, როგორც სხვა სფეროებში) მწვერვალებს მიაღწია. თუნდაც, ის რად ღირს, რომ ბერიას უშუალო მონაწილეობით შემუშავდა მოსკოვში შეჭრილ ფაშისტებთან ბრძოლისა და ჰიტლერის ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უმცირეს დეტალებამდე იყო გათვლილი და ორგანიზებული...“

ფაშისტების მძლავრმა შემოჭრამ და ელვისებურმა წინსვლამ მოსკოვის ჩაბარების საშიშროება შექმნა, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა, ერთი მხრივ, ფაშისტების მიერ ოკუპირებულ მოსკოვში ფარული, მძლავრი დივერსიული ბრძოლის გაჩაღების საკითხი. მეორე მხრივ კი ჰიტლერის უპირობო ლიკვიდაცია საბჭოთა კავშირის დედაქალაქში. მოსკოვის დაცემის შემთხვევაში, რომ ჰიტლერი იქ ჩავიდოდა, ნათელზე ნათელი იყო, და, სწორედ, ეს წარმოადგენდა ამ გეგმის გვირგვინს, რაც გულმოდგინედ და დეტალურად იყო დამუშავებული...

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი: „1941 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში, ანუ ომის გაჩაღებიდან ორთვე-ნახევრის მერე, 5 ათასი ჩვენი თანამშრომელი არალეგალურ მდგომარეობაზე გადაიყვანეს. დედაქალაქში 200 კონსპირაციული ბინა მოქმედებდა. მოეწყო 100 მსხვილი იარაღის სამალავი და ამდენივე საიდუმლო საწყობი მშრალი საკვები პროდუქტებისთვის. მეტიც, წინასწარ გვქონდა დამუშავებული მთავარი ტერაქტების სცენარები და რა თქმა უნდა, მათ შორის უმთავრესი იყო ჰიტლერის ლიკვიდაცია. ამ საქმისთვის 10 ვარიანტი გვქონდა მოფიქრებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი მაინც აუცილებლად იმუშავებდა. თუმცა, ყველა კარგად იყო მომზადებული და ფაშისტი ფიურერი მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მათ მოსკოვის აღება ვერ მოახერხეს...“

ჰიტლერის ლიკვიდაციის ათი ვარიანტიდან ორი პავლე სუდოპლატოვზე იყო გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ სუდოპლატოვი გენერალი იყო და საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილე, მან თავად მოითხოვა ამ გეგმაში ჩაესვათ. სუდოპლატოვს მსგავსი აქციების მდიდარი გამოცდილება ჰქონდა. მის მიერ იყო ლიკვიდირებული უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერი კონოვალეცი, პარიზში, გენერალ კუცეპოვის გატაცება-გაქრობა და თავად ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ორგანიზება. ორივე ვარიანტი, რა თქმა უნდა, თვითმკვლელური იყო. თუმცა სუდოპლატოვმა დაჟინებით მოსთხოვა ბერიას ოპერაციაში ჩამრთეთო.

პროფესორი ანატოლი სუდოპლატოვი (პავლე სუდოპლატოვის ვაჟი): „მამაჩემი მიყვებოდა: როდესაც ის (მამა) დაჟინებით სთხოვდა ბერიას ამ ვარიანტის ჩართვას ოპერაციაში და დაითანხმა, ბერიას მამაჩემისთვის უთქვამს: „პაველ ანატოლიევიჩ, მე, უბრალოდ, ცნობადი ვარ და ჰიტლერს არავინ გამაკარებს, თორემ, დარწმუნებული იყავი, რომ პირველი მე ვიზამდი ამას...“ მამას რომ ვკითხე – ბერიას სიტყვები დაიჯერე-მეთქი? მიპასუხა: კი. ის გულწრფელი იყო და ვიცი, რომ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევდა უკანო... თუმცა ყველას ინდივიდუალური საქმეა, დაიჯერებს თუ არა ბერიას ამ სიტყვებს საკუთარი თავის გაწირვის შესახებ.

სხვათა შორის, ბერიას პირად სიმამაცეზე ბაქოს ბოლშევიკურ იატაკქვეშეთშიც ლაპარაკობდნენ. ამის თაობაზე სტალინიც იყო ინფორმირებული, თუმცა, რაც დანამდვილებით არა ცნობილი, იმაზე ვერაფერს გეტყვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი