ბელადები

რა განსაკუთრებული განყოფილება შექმნა ბერიამ „ენკავედეში“

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.11

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ძალიან განათლებული, ერუდირებული და იდეებით სავსე ადამიანი იყო. მისი ინოვაციური იდეები უმალვე პოულობდა პრაქტიკულ ასახვას და ეს ყოველივე, ძირითადად, „ენკავედეში“ ხორციელდებოდა.

ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია ის ადამიანი იყო, ვინც სტალინთან ერთად საბჭოთა ქვეყნის მყარ ფუნდამენტს ქმნიდა და ეს ფუნდამენტი ყოველწამიერად მაგრდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბერიას გარეშე საბჭოთა კავშირს ჰიტლერთან ომის მოგება ძალიან გაუჭირდებოდა. ბერიას გარეშე ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლური ბლოკი ატომურ ომს გამოუცხადებდა ჩვენს ქვეყანას. ბერიას გარეშე ვერ განხორციელდებოდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. განა ეს სამი „ბერიას გარეშე“ არაა საკმარისი იმისთვის, რომ ამ ადამიანის მოღვაწეობის სწორი შეფასება მოხდეს და მოეხსნას მას „სისხლიანი ჯალათის“ უსამართლო იარლიყი, რაც მას ხრუშჩოვმა და შეთქმულთა ბანდამ მიაკერა?“

იური დოლგოპოლოვი (პროფესორი): „ბერიას პირველი დიდი პროექტები თუ არ ჩავთვლით ბერიას უნაყოფიერეს საქმიანობას საქართველოში, რომლის დროსაც მან (ბერიამ) თავისი სამშობლო ააყვავა, „ენკავედესთანაა“ დაკავშირებული. შეცვალა თუ არა ბერიამ ეჟოვი სახალხო კომისრის პოსტზე, მან (ბერიამ) სწრაფად დაიწყო. რეფორმების გატარება. ნაყოფიერმა სტრუქტურიზაციამ შესაბამისი ეფექტი მოიტანა და 1938 წლის მიწურულს დანიშნულმა ბერიამ 1939-1940 წლების მიჯნაზე „ენკავედე“, ფაქტობრივად, სუპერძალად გადააქცია, რომელსაც წარმატებით შეეძლო გლობალური პრობლემების გადაჭრა და ახორციელებდა კიდეც ამას. მარტო ის რად ღირს, რომ ლავრენტი პავლეს ძემ უმოკლეს დროში შექმნა ისეთი სტრატეგიული დაზვერვა, რომელიც პირადად მას ყველა ზესაიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. ბერია 1940 წლის დასაწყისისთვის ყველაზე ინფორმირებული ადამიანი იყო მსოფლიოში და, ამის მერე იღებდა სტალინი ამ ინფორმაციებს, ამიტომ შეიძლება, ითქვას, რომ ბერია სტალინზე ინფორმირებული ადამიანი იყო. ბერიას, ასევე, ჰქონდა უძლიერესი, სტრატეგიული ანალიზის განყოფილება. მართალია, მაშინ არამცთუ მძლავრი გამომთვლელი მანქანები, უბრალოდ, მსგავსი მოწყობილობებიც კი არ არსებობდა, სამაგიეროდ, ბერიას მიერ შერჩეული თანამშრომლები იყვნენ გენიალური ადამიანები და მათ ნებისმიერი ამოცანის ამოხსნა შეეძლოთ. ბერიას დაზვერვა და სტრატეგიული ანალიზის განყოფილება ადვილად ახერხებდნენ სუპერფორმირებული ადამიანების გადაბირებას, მარტო „კემბრიჯის ოთხეული“ რად ღირს. ამასთან, სტრატეგიული ანალიზის განყოფილებამ არა ერთი მტრული გეგმა გაშიფრა, გავიხსენოთ, თუნდაც, „დრობ შოტი“, ანუ, საბჭოთა კავშირზე ატომური თავდასხმის გეგმა.“

ბორის სოკოლოვი: „საინტერესო ფაქტია ის, რომ ლავრენტი ბერიამ „ენკავედეში“ შექმნა, ეგრეთ წოდებული, პარანორმალური მოვლენების განყოფილება. იქ ამ მოვლენებს სხვადასხვა დარგის შესანიშნავი მეცნიერები სწავლობდნენ, როგორც ბუნებაში, ასევე ადამიანში და ამას შემდგომ საქმეშიც იყენებდნენ. ნიშანდობლივია, რომ ამ საქმიანობაში თვით ვოლფგანგ მესინგი იყო ჩართული. ეს საოცარი ნიჭისა და განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანი „ჩეკისტებს“ ლექციებს უკითხავდა. მესინგი, ასევე, მონაწილეობდა მზვერავების ტესტირებაში, ბერიასთან ერთად. სწორედ ისინი წყვეტდნენ, თუ ვინ და რომელ უბანზე უნდა გაეგზავნათ სამუშაოდ. ამ განყოფილებაში მომზადებული თანამშრომლები, ფაქტობრივად, არასდროს ადგებოდნენ ღალატის გზას და მათი გადაბირება შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ განყოფილებაში მომზადებული არცერთი მზვერავი არ ჩავარდნილა და საგულისხმოა ისიც, რომ ჩამოყალიბდა ერთგვარი მზვერავთა დინასტიები. სავარაუდოდ, ეს დინასტიები დღემდე ახორციელებენ მსგავს საქმიანობას და ისინი უკვე რუსეთის ფედერაციის სამსახურში დგანან. როდესაც ლავრენტი ბერია ამ განყოფილებას ქმნიდა, მან იქ სხვადასხვა მსგავსი გამოცდილების მქონე მასალები შეკრიბა. აქ იყო ტიბეტის ექსპედიციების გამოცდილება, არა მარტო იმ ექსპედიციის, რომელიც „ჩეკამ“ მოაწყო 20-იან წლებში, არამედ ფაშისტური გერმანიისაც. სხვათა შორის, ფაშისტურ გერამანიას ამ სფეროში ძალიან დიდი წინსვლა ჰქონდა და ბერიას ბრძანებით, 1945 წლის მაის-ივნისში საბჭოთა სამხედრო დაზვერვის სპეციალურმა ჯგუფებმა მოიპოვეს ორგანიზაცია „ანანერბეს“ მიერ მოპოვებული ცოდნის შემცველი საბუთები და ასევე, მნიშვნელოვანი არტეფაქტები.“

იაკობ კედმი: „ლავრენტი ბერიამ სპეცსამსახურების საქმიანობა უმაღლეს დონეზე აიყვანა. მხოლოდ წლების შემდეგ, როცა ბერია ცოცხალი აღარ იყო და საბჭოთა უშიშროებიდან ინფორმაციები მდინარესავით მიედინებოდა გარეთ, „ცეერუმ“ და მი-6-მა მსგავსი სამსახურების შექმნა შეძლეს. ნიშანდობლივია ისიც, რომ მათ ეს ყველაფერი ბერიას მიერ მოპოვებულ მასალებზე დააფუძნეს. არადა, სანამ ბერია იყო ცოცხალი და ამ საქმეს განაგებდა, არცერთი ინფორმაცია არ გაჟონილა და მტერთან არ მისულა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა