ბელადები

რა გააკეთა სტალინმა მანამდე, სანამ მკაცრ ანტინარკოტიკულ კანონს მიიღებდა

№3

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.01, 2023 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს მხოლოდ სემინარიული განათლება ჰქონდა, მრავალ სფეროში ბადალი არ ჰყავდა და თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით, ბევრად კომპეტენტური იყო არაერთ სტრატეგიულ დისციპლინაში. ეს კი მას დიდ უპირატესობას ანიჭებდა პრობლემური საკითხების სწრაფად და სწორად გადაწყვეტაში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ავიღოთ თუნდაც იურისპრუდენცია. სტალინი იურისტი არ ყოფილა, მაგრამ ეს დისციპლინა ამ პროფესიის კორიფეებზე ნაკლებად როდი ესმოდა. ეს კი მას (სტალინს) სახელმწიფოს მოწყობასა და მართვაში დიდად ეხმარებოდა... მაგალითად, ცარიზმიდან მოყოლებული რუსეთში (შემდგომ საბჭოეთში) ოპიუმი აფთიაქებში იყიდებოდა 30-იანი წლების დასაწყისამდე. ნარკოტიკები აკრძალული არ ყოფილა, არადა, ეს მოვლენა იმდენად მავნე და დანაშაულებრივი სენტენცია იყო, რომ ახალი ცხოვრების მღაღადებელ ბოლშევიკებს არანაირად არ აწყობდათ მისი ასე გაგრძელება. სტალინმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ ყველაფრისთვის, რის შესახებაც თავის უერთგულეს თანამებრძოლებს აუწყა კიდეც. მათგან ერთ-ერთმა კი, თანამემამულე სერგო ორჯონიკიძემ ურჩია: კობა, მივიღოთ შესაბამისი ამკრძალავი კანონი და ყველაფერი ასე მოვაგვაროთ. რაც უფრო მკაცრ კანონს მივიღებთ, მით უფრო მალე მოგვარდება ეს საქმეო. სტალინმა კი უპასუხა: ასე არ ივარგებს. ხალხს ჯერ უნდა გავაგებინოთ, თუ რატომ ვკრძალავთ ამ ყველაფერს და მერე ვიმოქმედოთ. ასე ჯობიაო.

და, მართლაც, სტალინმა 1930 წელს მეცნიერთა ჯგუფს დაავალა, მეცნიერული ნაშრომის შექმნა ნარკოტიკული ნივთიერებებისა და პრეპარატების თავისუფალი გამოყენების მავნებლობის შესახებ. ასეთი ნაშრომი 4 თვეში შეიქმნა და 290 გვერდისგან შედგებოდა. მასში თანამიმდევრულად, მეცნიერულად იყო დასაბუთებული ნარკომანიის მთელი მავნებლობა. ეს წიგნი 4-მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა... ჟურნალ-გაზეთებში კი გაჩაღდა კამპანია ამ ნაშრომის განხილვის თაობაზე. დაიწერა უარყოფითი შეფასებები ნარკომანიაზე და როდესაც მასობრივად დაიგმო ეს სენი, მხოლოდ ამის მერე აიკრძალა კანონით: როგორც ნარკოტიკების თვითნებური მოხმარება, ასევე მოყვანა და გაყიდვა. ამ ანტინარკომანული ნაშრომის შემქმნელთა ჯგუფის ხელმძღვანელი აკადემიკოსი ბოგომოლოვი იყო. სხვათა შორის, ამ ნაშრომში ერთ-ერთი თავი ოპიუმის გავრცელებას ეხებოდა ჩინეთში. იქ ეწერა, თუ როგორ „შესვეს“ ბრიტანელებმა ჩინელები ოპიუმზე. როგორ შეიქმნეს ამ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში ოპიუმის გავრცელების ყველაზე დიდი ბაზარი და როგორ შოულობდნენ ამით იქ უზარმაზარ თანხებს. მოგვიანებით, სტალინმა ეს ნაშრომი ჩინურად ათარგმნინა და მაოს გადასცა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მაო მხოლოდ და მხოლოდ იბრძოდა ძალაუფლების მოსაპოვებლად. ხოლო, როდესაც მაო ძე დუნი ჩინეთის მეთაური გახდა, ეს ნაშრომი დაედო საფუძვლად იმ სასტიკ ანტინარკოტიკულ კანონს, რომელიც სიკვდილით სჯიდა მის დამრღვევს...

სხვათა შორის, ეს ნაშრომი ჰიტლერმაც საკმაოდ წარმატებით გამოიყენა და მეცნიერული საფუძველი დაუდო უმკაცრეს ანტინარკოტიკულ კანონს... მაოს, ისევე როგორც ჰიტლერს, მიაჩნდა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ერი აღმშენებლობას ვერ შეძლებდა. არადა, ჰიტლერს (ადრე) და მაოს (მოგვიანებით) სწორედ ჯანმრთელი, შემართული მასა სჭირდებოდათ მშენებლობისთვის, საომრად და ასეთი კანონი მათი მისწრაფებების ქვაკუთხედი იყო...“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „ზოგჯერ დრაკონული კანონებია საჭირო იმ ჭირის მოსასპობად, რაც ერსა და სახელმწიფოს წალეკვას უქადის. სწორედ ნარკომანია იყო ეს სენი და სტალინმა მისი მოსპობა შეძლო... მართალია, ეს ჰიტლერმაც წარმატებით გამოიყენა და გარკვეულწილად, ჩვენ საწინააღმდეგოდაც, მაგრამ ასეთია ცხოვრება...

თავისი 31-წლიანი მმართველობის პერიოდში სტალინს არაერთი პრობლემა მოუგვარებია ისე ოსტატურად და თანამიმდევრულად, როგორც ეს ნარკომანიასთან მიმართებაში გააკეთა. სხვათა შორის, არანაკლები პრობლემები იყო პროსტიტუციისა და არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობების კუთხითაც. სტალინმა აქაც ჯერ მეცნიერული დასაბუთება წარუდგინა ხალხს, შემდგომ კი ეს ყველაფერი კანონიერ ჩარჩოებში მოაქცია და პრობლემები გადაჭრა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა