ბელადები

მიიჩნევდა თუ არა სტალინი ბერიას თავის მემკვიდრედ

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 26.02, 2023 წელი

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

მსოფლიო ისტორიაში ლავრენტი ბერიას სისხლიან ჯალათად მოიხსენიებენ. ეს სახელი მას მყარად აქვს მიწებებული და ალბათ, არა ერთი ათწლეული იქნება საჭირო ამ იმიჯის შესაცვლელად. ხოლო ეს რომ მოხდეს, მაშინ ყველა იმ საიდუმლო საბუთის გამოქვეყნებაა საჭირო, სადაც ბერიას მოღვაწეობა და ქმედებებია აღწერილი და დღემდე ტაბუირებულია.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „საიდუმლო არქივებში ბერიას პიროვნებასა და მის საქმიანობაზე არაერთ საბუთს გავეცანი და მასზე ჩემი შეხედულებაც მაქვს. ეს შეხედულება კი რადიკალურად განსხვავდება იმ მიღებული ინფორმაციისგან, რასაც უკვე 50 წელია გვაწვდიან და გვაჯერებენ. უფრო სწორად კი, უნდათ, რომ დაგვაჯერონ. ბერია საბჭოთა მმართველობაში შევიდა, როგორც ჩეკისტი. თუმცა ბოლოს ის მსხვილ პოლიტიკურ ფიგურად გადაიქცა და სტალინის მერე ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა. მეტიც, ის სწორი გადაწყვეტილების მიმღები იყო და სტალინი მას რჩევებსაც კი ეკითხებოდა. ასეთი ფიგურები კი საბჭოეთში სტალინის დროს, ფაქტობრივად, არც კი იყვნენ. მხოლოდ მარშალ ჟუკოვს თუ ჩავწერთ მათ რიგებში და ისიც მხოლოდ ომის დროს.“

სტალინის დროს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და ვოლკოგონოვი ამას სწორად აღნიშნავს. თუმცა, ომის შემდეგ, როცა ბერიას პირადად სტალინმა მიანიჭა ასეთი უფლება, საბჭოთა უშიშროების მარშალი სარგებლობდა ამ პრიორიტეტით და ამით ქვეყანა მხოლოდ მოგებული იყო.

იაკობ კედმი: „სტალინი უჭკვიანესი ადამიანი იყო და იცოდა, რომ მის მემკვიდრეობას დაცვა-განვითარება სჭირდებოდა. ამის განმახორციელებლად კი ცალსახად ბერია მიაჩნდა. ამიტომ, საბჭოთა ბელადმა ბერია პოლიტიკურ ფიგურად გადააქცია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბელადი თავის მემკვიდრედ სწორედ ბერიას მოიაზრებდა. ბერია, თავისი შესაძლებლობებით, მინიმუმ, ორჯერ აღემატებოდა დანარჩენებს და სტალინმა კარგად უწყოდა ეს. სხვათა შორის, როდესაც სტალინმა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის პირადად დააჯილდოვა მთავრობის წევრები, პირველად მან ბერიას უხმო. თუმცა, ოფიციალური რიგითობით ბერიაზე წინ მოლოტოვთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იყო. რიგითობას კი საბჭოთა კავშირში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და სტალინმა ამ საქციელით სხვებს დაანახვა, თუ ვის ანიჭებდა მეტ პრიორიტეტს.“

სხვათა შორის, როდესაც საბჭოთა კავშირმა ატომური ბომბი გააკეთა და ამის შესახებ სტალინს შეატყობინეს, საბჭოთა ბელადს უთქვამს: ჩემმა მემკვიდრემ ისეთი მძლავრი იარაღი მოიპოვა, რომელსაც ჩემი მემკვიდრეობის არა თუ დაცვა, არამედ განმტკიცება-გაძლიერება ძალუძსო... ეს სიტყვები ლაზარ კაგანოვიჩმა გაახმოვანა 1957 წელს შეთქმულთა ვიწრო შეკრებაზე, როდესაც ის, მოლოტოვი და სხვები ხრუშჩოვის დამხობაზე თათბირობდნენ და ნანობდნენ, რომ ბერია თავიდან მოიშორეს.

თავის ბოლო ინტერვიუში ვიაჩესლავ მოლოტოვი ამბობდა: „დიდი ალბათობით, სტალინი ბერიას თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა და რომ იტყვიან, მას შეფარულადაც კი უბიძგებდა ჩვენ წინააღმდეგ. სტალინმა ერთხელ მითხრა: ბერია ყველა თქვენგანზე მაგარია. მას სერიოზული გადაწყვატილებების მიღება და შესრულება შეუძლიაო. სტალინი ამბობდა: ბერიამ საბჭოთა კავშირი განადგურებისგან იხსნა და საამისოდ მშვენიერი სვლა მოიფიქრა და განახორციელაო. მაშინ არ ვიცოდი, თუ რას გულისხმობდა სტალინი. შემდგომ კი შევიტყვე ეს ამბავი და სიმართლეს ვიტყვი, ბერიას უპირატესობა ბოლომდე ვაღიარე.“

ის, რაზედაც მოლოტოვი საუბრობს, დღემდე ბევრისთვის უცნობი ფაქტია. ბერიამ თავისი ქმედებით ამერიკელებს, მართლაც რომ, ხელი ააღებინა საბჭოეთის დაბომბვაზე. 1948 წელს ტრუმენმა საბოლოოდ მიიღო საბჭოეთის ატომური ბომბარდირების გადაწყვეტილება და შესაბამისი ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა. დაზვერვამ ეს ინფორმაცია ბერიასა და სტალინს მიუტანა. ბელადი საგონებელში იყო ჩავარდნილი. ბერიამ კი მას ისეთი წინადადება შესთავაზა, რაც ბელადს ძალიან მოეწონა. ბერიას გეგმით, „შეერთებულ შტატებში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში ფარულად შეიტანეს ქიმიო-ბაქტერიოლოგიური იარაღის კაფსულები. ნაწილი საიმედოდ გადამალეს. ნაწილი კი ხელმისაწვდომ ადგილებში დადეს და ამ ქვეყნის მმართველ ორგანოებს უთხრეს, რომ თუკი საბჭოეთი დაიბომბებოდა, მაშინ ამ ქვეყანაში ქიმიო-ბაქტერიოლოგიური იარაღები ამოქმედდებოდა და ამ ქვეყნების მოსახლეობის 40 პროცენტს გაწყვეტდა. როდესაც ხელმისაწვდომი კაფსულები შეამოწმეს, ამ ინფორმაციის სისწორეში დარწმუნდნენ და დაბომბვაზე ხელი აიღეს. ეს იყო გაბედული და სწორი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან მკაფიო მუქარის საპასუხოდ, გაენადგურებინათ საბჭოეთი და ეს მთლიანად ბერიას დამსახურება იყო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი