კრიმინალური ისტორიები

ვინ იყო ქართველი პოლკოვნიკი, რომელიც ჩაუშესკუს დამხობაში მონაწილეობდა

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 08.08

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

სახალხო მღელვარება

1989 წლის 22 დეკემბერს რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი მეუღლე, ელენა ჩაუშესკუ დახვრიტეს. წინა დღეს, 21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ჩაუშესკუ სასახლის წინ გამართულ მიტინგზე გამოვიდა და სცადა, აღელვებული მოსახლეობა დაემშვიდებინა, ცოლ-ქმარი დედაქალაქ ბუქარესტიდან ვერტმფრენით თავიანთ რეზიდენციაში გაემგზავრა. საქმე კი ის იყო, რომ 16 დეკემბერს ქალაქ ტიმიშოარაში მასობრივი ანტისამთავრობო მიტინგი გაიმართა. მას მოჰყვა დემონსტრაცია. ხელისუფლებამ მიტინგის დაშლა სცადა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და შემდგომ ამ პროტესტმა დედაქალაქ ბუქარესტშიც გადაინაცვლა. ქვეყანაში ვრცელდებოდა ხმები კოლოსალური მსხვერპლის შესახებ, რაც თითქოს, ხელისუფლების მითითებით ხდებოდა. ლაპარაკი იყო არმიისა და საიდუმლო პოლიციის, „სეკურიტატეს“ მიერ ათეულ ათასობით მოკლულ ადამიაზე. სინამდვილეში კი ეს ტყუილი იყო. ხმებს კი დაქირავებული აგენტები ავრცელებდნენ, რათა სახალხო მღელვარებას მაქსიმალური დუღილის ტემპერატურისთვის მიეღწია.

ერთობლივი ოპერაცია

ნიკოლაე ჩაუშესკუს დამხობა ამერიკული „ცეერუსა“ და საბჭოთა „კაგებეს“ მიერ განხორციელებული ერთობლივი სპეცოპრაცია იყო. დამხობამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაუშესკუ მოსკოვში ჩაფრინდა და მაშინდელი საბჭოთა კავშირის მეთურს, მიხეილ გორბაჩოვს შეხვდა. ჩაუშესკუს „სეკურიტატესგან“ (რუმინეთის საიდუმლო- უშიშროების სამსახური) ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ცეერუ“ უახლოეს პერიოდში მის („ჩაუშესკუს) დამხობას გეგმავდა და რომ „კაგებეც“ საქმის კურსში იყო. ამიტომ ჩაუშესკუმ გორბაჩოვს სთხოვა, რომ არ დაეშვა ეს და „კაგებე“ ამ თამაშიდან გამოეყვანა. გორბაჩოვმა მის მოყოლილს დეზინფორმაცია უწოდა და ჩაუშესკუ სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, როგორც კი რუმინეთის ლიდერთან შეხვედრა დასრულდა, გორბაჩოვმა საიდუმლო შეხვედრა გამართა ამერიკის საელჩოს ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელიც „ცეერუს“ კოორდინატორი იყო და ჩაუშესკუსთან საუბრის შინაარსი გააცნო, თან დაუდასტურა, რომ „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფი ოპერაციის ჩასატარებლად მზად იყო. იმავე საღამოს ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ზეგასაიდუმლოებულმა ჯგუფებმა შემუშავებული გეგმის განხორციელება დაიწყეს. ოპერაციის საერთო ხელმძღვანელი კი პოლკოვნიკი ივანე ხომერიკი იყო.

ტიპური სქემა

38 წლის ივანე ხომერიკი საბჭოთა უშიშროების წრეებში საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო. ის უზადოდ ფლობდა რამდენიმე ენას და არაერთი საიდუმლო ოპერაცია ჰქონდა განხორციელებული. ქართველი ოფიცერი კარგად იცნობდა ედუარდ შევარდნაძეს და ერთი პერიოდი მისი ხელქვეითიც კი იყო, როდესაც შევარდნაძეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. შემდგომ ხომერიკი სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა. უშიშროების სისტემაში გაამწესეს და „პერესტროიკა“ რომ დაიწყო, რატომღაც, „ცეერუსთან“ კონტაქტი დაავალეს. ჩაუშესკუს დამხობის გეგმა ტიპური ამერიკული სქემით იყო შემუშავებული. პირველი – პროვოკატორთა მეშვეობით დაიწყო სახალხო მღელვარების პროვოცირება. მეორე – განხორციელდა საშინელი დეზინფორმაციული ხმების გავრცელება კოლოსალური მსხვერპლის შესახებ, რომ პროტესტი გაზრდილიყო და სიტუაცია მთავრობისთვის უმართავი გამხდარიყო. მესამე – ეიძულებინათ ქვეყნის მეთაური, გაქცეულიყო, რათა ის შეეპყროთ, გაესამართლებინათ (ვითომ) და განხორციელებულიყო მისი ლიკვიდაცია. ყველაფერი დიდი „ამერიკული ოსტატობით“ ძალიან მოკლე დროში შესრულდა და ჩაუშესკუ და მისი მეუღლე დახოცეს. ამის პარალელურად კი წარმატებით განახრციელდა სხვა ოპერაციაც.

ორმაგი მიზანი

ამ ერთობლივი ოპერაციის ხილული მიზანი ჩაუშესკუს ხელისუფლებიდან მოშორება იყო და ეს არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა. ჩაუშესკუ არა მარტო დასავლეთს სძულდა, მას საბჭოთა ლიდერებიც არ სწყალობდნენ. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჩაუშესკუ დამოუკიდებელ პოლიტიკას ახორციელებდა. ფორმალურად ის სოციალისტურ ბანაკს ეკუთვნოდა, თუმცა რუმინეთში ერთი საბჭოთა ჯარისკაციც კი არ ჭაჭანებდა, განსხვავებით სხვა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისგან. დასავლეთის მხრიდან ჩაუშესკუს სიძულვილი კი იმაში გამოიხატებოდა, რომ რუმინეთს 1989 წლისთვის ყველა ვალი ჰქონდა დაფარული და ამ მხრივ, მათზე დამოკიდებული არ იყო... ყველაზე მთავარი მიზეზი კი, რამაც „ცეერუ“ და „კაგებე“ გააერთიანა, იყო ის, რომ ჩაუშესკუს საიდუმლო ბრძანებით, რუმინელი ფიზიკოსები 80-იანი წლების შუა პერიოდიდან ატომურ ბომბს ამზადებდნენ და ძალიან ახლოს იყვნენ ფინიშნთან. რომ არა „სეკურიტატედან“ გაქცეული მაღალი რანგის ოფიცერი ვინმე მაზეპა, ეს საიდუმლო მხოლოდ მაშინ გამჟღავნდებოდა, როცა რუმინეთი ბირთვული სახელმწიფო გახდებოდა. ეს კი არც დასავლეთმა დაუშვა და არც აღმოსავლეთმა. სანამ რუმინეთში ერთკვირიანი მღელვარება არ ცხრებოდა, საბჭოთა და ამერიკელმა სპეციალისტებმა ბომბზე მომუშავე მეცნიერები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს და ძირითადი მოწყობილობებიც გაზიდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა