რა გახრწნილ ცხოვრებას ეწეოდა ნიკიტა ხრუშჩოვი
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 20.08
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
სტალინის მასხარა
ნიკიტა ხრუშჩოვს კოლეგები „სტალინის მასხარას“ უწოდებდნენ და ყველას მიაჩნდა, რომ ეს გაუნათლებელი „მუჟიკი“ ისეთი არარაობა იყო, რომ ყოველთვის მასხრად დარჩებოდა და სხვისი ნების შემსრულებელი იქნებოდა. ხრუშჩოვი, მართალია, თავისი არსით მართლაც მასხარად დარჩა, მაგრამ მას მერე, რაც ბერია მოიშორა, უზარმაზარი ქვეყნის მმართველი გახდა და ათი წლის განმავლობაში იკავებდა ამ პოსტს. სწორედ ამ თანამდებობაზე გამოაჩინა ხრუშჩოვმა სრულიად მთელი თავისი გახრწნილი ბუნება და ვნებები. ეს ტიკივით გაბერილი „მუჟიკი“, ახალგაზრდა გოგონების მოყვარული აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ სექსუალურად არ ბრწყინავდა, ხშირად ატარებდა დროს შიშველი გოგონების გვერდით, რომლებიც ასაკით მას, თითქმის, შვილიშვილებად ერგებოდა. ხრუშჩოვმა სპეციალურად საამისოდ ყველგან ფინური აბანოები ააშენებინა და ამაზრზენ ორგიებს მართავდა. ფინურ აბანოებში შიშველ ხრუშჩოვს ტიტლიკანა გოგონები ბანდნენ, მასაჟს უკეთებდნენ მის წინ ცეკვავდნენ და ასეთი შოუები იმით მითავრდებოდა, რომ ალკოჰოლით გამომტყვრალი ქვეყნის ლიდერი აბანოშივე იძინებდა და დაცვა მას ხალათით შემოსავდა და საწოლში გადააწვენდა ხოლმე. გოგონები კი მიდიოდნენ და მეორე დღეს იგივე მეორდებოდა. ეს გოგონები ექთნებად და მოსამსახურე პერსონალად იყვნენ გაფორმებული და მათ საკმაოდ სოლიდურ ხელფასს უხდიდნენ.
ტრაგიკული ორგია
1961 წლის 11 სექტემბერს ბიჭვინთაში, სამთავრობო აგარაკზე მყოფმა ხრუშჩოვმა მორიგი ორგია მოაწყო ფინურ აბანოში. შუა ორგიის დროს 19 წლის ექთნად გაფორმებულ მოსკოველ სტუდენტს, ტატიანა დროზდოვას ორთქლის აბაზანების მიღებისას გული გაუხდა ცუდად და გარდაიცვალა. კვალის დაფარვის მიზნით, ხრუშჩოვმა ბრძანა, რომ გოგონა ზღვაში ჩაეგდოთ და ცურვისას წყალში დახრჩობის იმიტაცია შეექმნათ. თქმა და შესრულება ერთი იყო. „დამხრჩვალი“ ექთანი წყლიდან მეორე დღეს ამოიყვანეს და მას შემდეგ, რაც საბუთების ფალსიფიცირება მოახდინეს, სადაც პათანატომი წერდა, რომ გოგონა ცურვისას დაიხრჩო, ეს ამბავი მის ოჯახს შეატყობინეს. ცხედარი დროზდოვების ბინაში მიასვენეს და პატივით დაკრძალეს. თუმცა, მისი ასეთი გარდაცვალების ამბავი არ სჯეროდა გოგონას ძმას, 32 წლის ეგორს, რომელიც სამხედრო ოფიცერი იყო და რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელში მუშაობდა ინსტრუქტორად. ეგორმა, თუნდაც, იმიტომ ვერ დაიჯერა მოწოდებული ვერსია, რომ იცოდა, მისმა დამ ცურვა არ იცოდა, წყლის სასტიკად ეშინოდა და ზღვაში არაფრით არ შევიდოდა. ამიტომ, თავად დაიწყო ფარული გამოძიება. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა ამ საქმეს და სიმართლე 20 წლის ვერონიკა ზუევასგან გაიგო. ზუევა დროზდოვას ჯგუფელი იყო. ისიც ხრუშჩოვის ორგიაში მონაწილეობდა და სწორედ მის თვალწინ გაუსკდა გოგონას გული. ეგორი ზუევას შეჰპირდა, რომ მას არავისთან გათქვამდა და გოგონას დაემშვიდობა.
გაქცევა
კაპიტანი ეგორ დროზდოვი მაღალი კლასის სპეციალისტი და ღირსეული ადამიანი იყო. მან შურისძიება განიზრახა და ხრუშჩოვზე ტერორისტული აქტის მზადება დაიწყო. მედესანტე კაპიტანს 1961 წლის 7 ნოემბერს, წითელ მოედანზე გამართულ სამხენდრო პარადის დროს სნაიპერული შაშხანიდან გასროლით უნდა მოეკლა ნიკიტა ხრუშჩოვი. დროზდოვს პოზიცია ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჰქონდა დაკავებული და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა. მაგრამ, სამთავრობო დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც ფარულად აკონტროლებდნენ პერიმეტრს, შურისმაძიებელი დააკავეს და ლუბიანკაზე წაიყვანეს. დროზდოვმა „კაგებეს“ გამომძიებელს შურისძიების მოტივი დაუსახელა. ეს კი ბევრად საშიში იყო. რადგან ამ ჩვენებაში სახელმწიფოს მეთაურის ბილწი დანაშაული იკვეთებოდა. ამიტომ, ეგორ დროზდოვი გიჟად შერაცხეს და ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გამოამწყვდიეს. თუმცა, მედესანტე კაპიტანმა ორ თვეში მოახერხა იმ ჯოჯოხეთიდან გაქცევა და მას მთელი „კაგებე“ ეძებდა. გაცემული იყო დროზდოვის ლიკვიდაციის ბრძანება. თუმცა, ეგორმა ჯერ იაპონიაში გაქცევა მოახერხა, იქიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მოგვიანებით კი გამოსცა წიგნი, სადაც თავისი დის ისტორია იყო მოთხრობილი და ყაზანის ფსიქიატრიული ციხის ატმოსფერო... ეს წიგნი ბესტსელერი გახდა და მილიონიანი ტირაჟებით დაიბეჭდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან