კრიმინალური ისტორიები

როგორ გამოიხსნა ძმამ ძმა საბჭოთა სამხედროების ტყვეობიდან

№11

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.03

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ძმები

თამაზ და თორნიკე აბულაძეები ღვიძლი ძმები იყვნენ. თამაზი 26-ის იყო, თორნიკე – 25-ის და ორივე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბა აიზენახში, ოფიცერთა პოლკში მსახურობდა, სადაც მოიერიშე ვერტმფრენები იყო დისლოცირებული ეკიპაჟებითურთ. თორნიკე უფროსი ლეიტენანტი იყო, თამაზი კი – კაპიტანი. პოლკში მხოლოდ აბულაძეები იყვნენ ქართველები, დანარჩენები კი – რუსები. ძმები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ და მშვიდი ხასიათიც ჰქონდათ, მაგრამ თანაპოლკელი რუსები მათ მაინცდამაინც ვერ ეგუებოდნენ. თუმცა, ზედმეტის თქმასაც ვერ უბედავდნენ. ძმებს განსაკუთრებული ზიზღით პოლკოვნიკი პეტრე ხრიუკინი ექცეოდა. ის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი იყო და ერთი სული ჰქონდა, მცირედი დარღვევა მაინც ეპოვა აბულაძეებისთვის, რომ ისინი დაესაჯა. ერთი სიტყვით, ხრიუკინი „შპიკი“ იყო და უშიშროებაში „დანოსებს“ წერდა. მას ყველა გაურბოდა და ცდილობდნენ, თვალში არ შეჩხეროდნენ.

ბრალდება

თამაზ აბულაძე 9 მაისს იყო დაბადებული და სწორედ იმ დღეს, როდესაც ის 27 წლის გახდა, ძმებმა თავიანთ ოთახში პატარა სუფრა გაშალეს, სადაც 2 თანაბატალიონელიც დაპატიჟეს. ძმები სუფრასთან თბილისიდან გამოგზავნილ ქართულ პურმარილს შეექცეოდნენ და წითელ ღვინოს აყოლებდნენ. რუსები კი ჭაჭას სვამდნენ. უცებ ოთახში პოლკოვნიკი ხრიუკინი შევარდა. სუფრასთან მსხდომთ ლანძღვა დაუწყო. თამაზმა მისი დამშვიდება სცადა. სუფრასთან მიიპატიჟა და ჭაჭით სავსე ჭიქა გაუწოდა – მიირთვითო. პოლკოვნიკმა ჭიქას ხელი გაჰკრა და ძირს გადმოაგდო. შემდეგ კი მაგიდას წიხლი ამოჰკრა და სუფრა იატაკზე გადმოამხო. რუსები გასუსული უყურებდნენ ამ ყველაფერს. თამაზი გაფითრებული უმზერდა პოლკოვნიკს. თორნიკემ კი არც აცია, არც აცხელა და ხრიკუინს ყბაში ისეთი მუშტი სთხლიშა, რომ პოლკოვნიკი გაითიშა. ხრიუკინი რომ გამოფხიზლდა, წამოდგა და ოთახიდან უხმოდ გავიდა. ათიოდე წუთის შემდეგ კი ბადრაგთან ერთად დაბრუნდა. თორნიკე დააპატიმრეს და ჰაუპტვახტში გაამწესეს. მეორე დღეს კი სამხედრო პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

გატაცება

თორნიკე აბულაძე მეორე დღესვე აღმოსავლეთ ბერლინში, ცენტრალურ ჰაუპტვახტში გადაიყვანეს, საიდანაც მოსკოვში უნდა გადაეფრინათ. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე თავად ხრიუკინი იყო, რომელმაც ხულიგნობა ჩაიდინა, იმ ორ რუსს სიტყვაც კი არ დაუძრავთ თორნიკეს დასაცავად. თამაზი აბსოლუტურად მარტო, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩა. თანაც, მას საბჭოთა კავშირში დაბრუნებისა და სხვა ნაწილში გადაყვანას ან, სულაც, არმიიდან გაგდებას უპირებდნენ. აქედან გამომდინარე, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. უფროს ძმას სასწრაფოდ რაიმე უნდა მოეფიქრებინა და მან ერთადერთი გამოსავალი მონახა – იარაღის მუქარით პოლკოვნიკი პეტრე ხრიუკინი შუაღამეს თავისი ოთახიდან გამოიყვანა და ვერტმფრენების სანგარში წაათრია, უახლესი მოიერიშე „მი 26-ის“ ვერტმფრენში შეაგდო. შემდეგ ვერტმფრენი ადგილს მოსწყვიტა და სანამ ბატალიონის წევრები დაფაცურდებოდნენ, განსაკუთრებული განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ხრიუკინი უახლესი ვერტმფრენით გაიტაცა და სულ რაღაც 13 წუთის შემდეგ ამერიკულ ბაზაზე დასვა.

გაცვლა

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც გაგანია „ცივი ომი“ მძვინვარებდა და მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის პირას იყო მისული. იქით გადასულებს ან, პირიქით, აქეთ გადმოსულებს უკან არ აბრუნებდნენ. ეს უფროსმა აბულაძემ კარგად უწყოდა და ამერიკელებს რომ ჩაბარდა, ყველაფერი უამბო და სთხოვა, რომ ყველა საშუალება ეხმარათ, ხრიუკინის მის ძმაში გასაცვლელად. ამერიკელებმა ეს მომენტი პოლიტიკური პროპაგანდისთვის დიდი წარმატებით გამოიყენეს და მთელ მსოფლიოს მოსდეს, თუ როგორ ეპყრობიან „წითელ არმიაში“ ეროვნულ უმცირესობებს. საბჭოთა მხარემ ამერიკელებს ჯერ ყველასა და ყველაფრის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. მოთხოვნაზე კი თავიანთი მოთხოვნა წაუყენეს – ვერტმფრენსა და ხრიუკინს თორნიკე აბულაძეში გაგიცვლითო. მცირე ყოყმანის შემდეგ საბჭოთა მხარე ამ მოთხოვნას დათანხმდა და თორნიკე ხრიუკინსა და „მი 26-ში“ გაიცვალა. თუმცა, სანამ ეს გაცვლა მოხდებოდა, ამერიკელებმა დეტალურად შეისწავლეს უახლესი საბჭოთა ვერტმფრენი. ხრიუკინს კი არაერთი საიდუმლო გამოსტყუეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი