კრიმინალური ისტორიები

როგორ გაიხსნა ბრილიანტის თვლების ძარცვის საქმე მოსკოვში

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 21.10

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მთავარი მოქმედი პირების ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

წარმოუდგენელი შედეგი

1973 წლის 29 მარტს მოკოვის ¹3 საიუველირო ფაბრიკაში წარმოუდგენელი რამ მოხდა. ფაბრიკის მიერ წლის პირველ კვარტალში წარმოებული პროდუქცია საფრანგეთსა და გერმანიაში უნდა გაეგზავნათ. საქონელი, ეგრეთ წოდებულ, ელექტრონულ შემოწმებაზე უნდა გაეტარებინათ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემოდა მას საექსპორტო ვიზა. ელექტრონული შემოწმება ძალიან ძვირად ღირებული პროცესი იყო და მას მხოლოდ საექსპორტო საქონელს უტარებდნენ. იაპონიიდან იმპორტირებული აპარატურა მთელ საბჭოთა კავშირში მხოლოდ ორი იყო. ერთი „კაგებეს“ ეკუთვნოდა და სხვას ხელი არ მიუწვდებოდა. მეორე კი ძვირფასეულობის წარმოებისთვის შეიძინეს და მას ერთი ფაბრიკიდან მეორეში დაატარებდნენ, თან, არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკაში. აპარატურა ძვირფასი ლითონებისა და ქვების ნამდვილობას ადგენდა და სწორედ, ის იყო ბოლო „ინსტანცია“ ძვირფასი საექსპორტო პროდუქტისთვის. ¹3 საიუველირო ფაბრიკაში 5 ათასზე მეტი ძვირფასი ნაწარმი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ 62 მათგანი, სადაც 0,5-დან 2 კარატიანი ბრილიანტები ფიგურირებდა, ყალბი იყო – მათში ბრილიანტის თვლების მაგივრად ცირკონები იყო ჩასმული. ასეთი რამ ¹3 ფაბრიკას პირველად შეემთხვა და საქმეში „კაგებე“ ჩაერთო. თან ხელმძღვანელობა გააფრთხილეს, რომ ამ ფაქტის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ, ყველაფერი საიდუმლოდ შეენახათ. და „კაგებემ“ ფარული გამოძიება დაიწყო.

ფარული გამოძიება

მოსკოვის ¹3 საიუველირო ფაბრიკიდან 900 ათასი მანეთის ღირებულების ბრილიანტის თვლები იყო გატაცებული, ანუ სულ 500 კარატამდე უმაღლესი ხარისხის ბრილიანტი. ფაბრიკაში თანამშრომლებს შესვლისა და გამოსვლის წინ ხელითაც ჩხრეკდნენ და რენტგენის მოწყობილობაზეც აშუქებდნენ იმ მოტივით, რომ ძვირფასეულობის გატანის მიზნით თანამშრომელს ქვა ან სხვა ძვირფასეულობა არ გადაეყლაპათ. აშკარა იყო, რომ ბოროტმოქმედს ფაბრიკაში ცირკონის თვლები შეჰქონდა, იქიდან კი ბრილიანტი გამოჰქონდა. მუშაობის დროს კი ის ახერხებდა და ძვირფას ბრილიანტს ცირკონით ცვლიდა. გამოძიების მოვალეობა იყო, რომ დაედგინათ როგორ ხდებოდა თვლების შეტანა-გატანა და ამასთანავე ეპოვათ ამის გამკეთებელი ბოროტმოქმედი. ამიტომ „კაგებემ“ ფაბრიკაში ფარული, მინიატურული კინოკამერები დაამონტაჟა.

ერთი წლის შემდეგ

¹3 საიუველირო ფაბრიკაში ფარული კინოგადაღება ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მაგრამ „ჩეკისტებს“ არანაირი შედეგი არ ჰქონდათ. თვლების გატაცების ფაქტები არ ყოფილა და შესაბამისად, არც კინოკამერას დაუფიქსირებია რაიმე საეჭვო. ერთადერთი ცვლილება ის იყო, რომ ფაბრიკის თანამშრომელი, 38 წლის აშოტ სარქისიანი სამსახურიდან წავიდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, აშოტი ფაბრიკაში 18 წლის ასაკიდან მუშაობდა და როგორც ამბობდნენ, ყველაზე ძველი იუველირი იყო. სარქისიანს ერთ-ერთი ცვლის დასრულების შემდეგ, შენობიდან გამოსვლისას კიბეზე ფეხი დაუცდა და მარჯვენა ხელი ისე მოტყდა, რომ მას საიუველირო სამუშაოების შესრულება უკვე აღარ შეეძლო. სპეციალურმა კომისიამ მას მეორე ჯგუფის ინვალიდობა მიაკუთვნა და ინვალიდობის შესაბამისი პენსიაც დაუნიშნა. ამ ამბიდან 6 თვის შემდეგ „კაგებეს“ კინოკამერამ დააფიქსირა, რომ ფაბრიკის 24 წლის თანამშრომელი მიხეილ გორინი ძვირფას საყურეში თვალს ცვლიდა. კადრებში ნათლად ჩანდა, თუ როგორ გამოიღო გორინმა თვალის უპიდან ცირკონის თვალი და მის მაგივრად ბრილიანტის თვალი დამალა. თვლების შემოტანა-გატანის საიდუმლო ახსნილი იყო და „კაგებეს“ ისღა დარჩენოდა, რომ დანარჩენი თვლებისთვის მიეგნოთ. ამიტომ გორინი არ დაუპატიმრებიათ, ის კი არა, არც კი გააგებინეს, რომ მისი ქმედება დააფიქსირეს. ახალგაზრდა ფაბრიკაში უვკე 2 წელი მუშაობდა და მასზე ეჭვი არც არავის მიუტანია. გორინზე თვალთვალი დააწესეს.

გატაცებული თვლები

„კაგებე“ მიხეილ გორინს 2 კვირის განმავლობაში უთვალთვალებდა. უშიშროების ოპერებმა მისი სახლიც კი გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. მერე გორინმა ერთკვირიანი შვებულება აიღო საკუთარი ხარჯებით და როსტოვში გაემგზავრა. „კაგებე“, რა თქმა უნდა, კუდზე დააჯდა და ის მხოლოდ მას შემდეგ აიყვანეს, როდესაც მან ფაბრიკიდან მოპარული ერთკარატიანი ბრილიანტი როსტოველ იუველირს 200 მანეთად მიჰყიდა. გორინი დაკითხვაზე კარგა ხანს უარყოფდა ბრილიანტის თვლის ქურდობის ფაქტს. შემდეგ კი აღიარა, რომ თვლების შეტანა-გამოტანის ხერხი მას აშოტ სარქისიანმა ასწავლა. „კაგებეშნიკები“ შოკში იყვნენ და მიხვდნენ, რომ ეშმაკმა კოლეგამ ახალგაზრდა გორინი „კაგებეშნიკებს“ „შეტენა“, თავად კი, სავარაუდოდ, უცხოეთში გაქცევას აპირებდა. „კაგებემ“ სარქისიანზე ტოტალური ძებნა გამოაცხადა და ცბიერი ბოროტმოქმედი ერთი თვის მერე ფინეთის საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის მცდელობისას დააკავა. მას ნაქურდალი ბრილიანტებიც ჩამოართვეს, თავად კი 15 წლით ჩასვეს საპყრობილეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...