როგორ ერთობოდა გარყვნილი ელიტის ნაწილი საიდუმლო ბორდელში
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 24.10
ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
იდუმალი სიკვდილი
გურანდა ჩომახიძე თბილისის ულამაზესი გოგონა იყო და მას არაერთი მდიდარი, სიმპათიური ახალგაზრდა შენატროდა. ეს 21 წლის ტანწერწეტა გოგონა ცნობილი ოჯახის შვილი იყო. ბაბუა აკადემიკოსი ჰყავდა, მამა – პროფესორი, დედა კი – ცნობილი მეან-კინეკოლოგი. დედისერთა გურანდა საკმაოდ თამამი გოგონა იყო. დააქროლებდა მამისეულ „ვოლგას“ და მოურიდებლად აბოლებდა სიგარეტს. არც რესტორნებში ქეიფსა და ალკოჰოლის დალევას ერიდებოდა და ხმები დადიოდა, რომ ის არც „მორფინისტობას“ (ნარკომანობას) თაკილობდა. გურანდა დედისერთა იყო. სამედიცინო ინსტიტუტის მეხუთე კურსზე სწავლობდა და საკმარისი იყო, სადმე გამოჩენილიყო, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცეოდა. მაისის ერთ დილას თბილისში ხმა გავარდა – გურანდა მოკვდაო. ვრცელდებოდა სხვადასხვა ვერსია მისი გარდაცვალების შესახებ. სინამდვილეში კი გოგონა ლიფტის კაბინაში აღმოაჩინა მეეზოვე ქალმა, როდესაც ის სადარბაზოში შევიდა, რომ იქაურობა დაელაგებინა. ლიფტში გურანდა უსულოდ ეგდო. იქვე კი შპრიცი და მორფის ამპულები ეყარა. ისეთი სურათი იყო შექმნილი, რომ თითქოს ის „კაიფში“ (ზედოზირებით) გაიპარა და ეს უფრო მეტ იდუმალებას ჰმატებდა გურანდა ჩომახიძის სიკვდილს.
გარყვნილი ელიტა
გურანდა ჩომახიძე ახლადაშენებული ელიტური საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ სწორედ ამ კორპუსის მეოთხე სართულზე, ორ გაერთიანებულ, ფეშენებელურ ბინაში მდებარეობდა საიდუმლო ბორდელი, სადაც დედაქალაქის ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იკრიბებოდა და ორგიებს მართავდა. ეს ბორდელი უფრო არალეგალური იყო, ვიდრე საიდუმლო. რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ისევე როგორც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისთვის („კაგებე“) კარგად იყო ცნობილი, თუმცა მის დახურვასა და იქ არსებული გარყვნილების აღკვეთაზე არცერთი უწყება არ ფიქრობდა. მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების გარიჟრაჟი იყო და კორუფციასა და გარყვნილებაში ჩაფლული ქართული ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილის გაკონტროლება კომპრომატით ხორციელდებოდა. კომპრომატი კი ამ ბორდელში ვიზიტორთა შესახებ საჭიროზე მეტი იყო, როგორც ფოტო, ასევე კინოფირებისა თუ სხვადასხვა ოპერატიული მუშაკების პატაკების მიხედვით. ასევე, იმ მოწმეთა ფარული ჩვენებების სახით, ვინც ამ ბორდელის კლიენტი იყო. თბილისში ხმები დადიოდა, რომ გურანდა ჩომახიძე ამ ბორდელს ხშირად სტუმრობდა და ორგიებშიც აქტიურად მონაწილეობდა.
დახურული საქმე
გურანდა ჩომახიძეს მთელი თბილისი ასაფლავებდა და სამგლოვიარო პროცესია კილომეტრზე იყო გადაჭიმული. გადაიკეტა დედაქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა და ცნობილ, ულამაზეს გოგონას გრანდიოზული ქელეხი გადაუხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რომელიც მალევე დაიხურა და ექსპერტიზის დასკვნაში ჩაწერეს, რომ გოგონა ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზის მიღებისგან გარდაიცვალაო. თუმცა, დახურული საქმე ხელახლა აღძრეს. ჩომახიძის ოჯახმა მოსკოვში წერილი გაგზავნა და ცენტრალური აპარატიდან გამოაგზავნეს საკავშირო საგანგებო სამძებრო ჯგუფი. გარდაცვლილი გოგონას აკადემიკოს ბაბუას ფართო კავშირები ჰქონდა მოსკოვში და ამ საქმეს ასეთი გაქანება ამიტომ მიეცა. პირველ რიგში განხორციელდა ცხედრის ეგსგუმაცია და თავდაპირველ დასკვნას ზედოზირების შესახებ დაემატა მნიშვნელოვანი დეტალი, კონკრეტულად კი ის, რომ დიდი ალბათობით, გურანდა ჩომახიძეს ძალით გაუკეთეს დიდი დოზით მორფი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია. ამაზე კი მეტყველებდა გოგონას სხეულზე არსებული ძალადობის კვალი. გურანდას ნაჭდევები ემჩნეოდა მკლავებზე, ყელსა და შუბლზე. მოსკოვიდან მოვლინებულმა ჯგუფმა დაჰკითხა ბინის მფლობელი, სადაც ბორდელი იყო განთავსებული. ეს ადამიანი ცნობილი მსახიობი იყო. მან გამომძიებლებს დაუსახელა ბორდელის კლიენტთა სახელები. ასევე, თქვა, რომ გურანდა გარდაცვალების დღეს ბორდელში იმყოფებოდა. შემდგომ კი ერთ-ერთ კლიენტს ეჩხუბა და წავიდა, რის მერეც ის გარდაცვლილი აღმოაჩინესო. ის ადამიანი კი, ვისაც გურანდასთან ჰქონდა კონფლიქტი, საქართველოს მაშინდელი ცეკას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო... მოსკოვის გამომძიებელთა მიერ მოპოვებული მასალები საკავშირო პროკურატურაში გაგზავნეს და საქმის გამოძიება იქ გაგრძელდა. თუმცა, ჩვენების მიმცემი ცნობილი მსახიობი, რომელიც დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამასობაში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და ედუარდ შევარდნაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან „ცეკას“ პირველი მდივნის სავარძელში გადაინაცვლა. ახალმა პირველმა იმდენი მოახერა, რომ მოსკოვს ეს საქმე შეაწყვეტინა და ის დანაშეულის არარსებობის გამო დაიხურა.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ გურანდა ჩომახიძის ბიძაშვილი, ანა ჩომახიძე გასული საუკნის 80-იანი წლების დასაწყისში კანადაში გაიქცა და იქ გამოსცა წიგნი, რომელშიც მოთხრობილი იყო საბჭოთა საქართველოში განვითარებული მოვლენები 60-70-იან წლებში. ანა ჩომახიძის მტკიცებით, მისი ბიძაშვილი გურანდა ჩომახიძე ძალოვანმა სტრუქტურებმა დააყენეს დანაშაულისა და ნარკომანიის გზაზე. იყენებდნენ მას და შემდგომ კი, როგორც არასასურველი მოწმე, თავიდან მოიშორეს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან