კრიმინალური ისტორიები

როგორ ჩაიდინა სამი ფანტასტიკური ძარცვა თბილისურმა ბანდამ მოსკოვში

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 31.12

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

გრანდიოზული ხანძარი.

1975 წლის 5 მაისს მოსკოვის ცენტრში, კალინინის გამზირზე მდებარე შემნახველ სალაროში ხანძარმა იფეთქა. ცეცხლის ალი მყისიერად მოედო შენობას და შიგნით მყოფმა ადამიანებმა ძლივს მოასწრეს გამოსვლა. შემთხვევის ადგილზე კი მეხანძრეებზე სწრაფად მილიციის სწრაფი რეაგირების რაზმი მივიდა და მთელი პერიმეტრი ალყაში მოაქცია. მოვიდნენ მეხანძრეებიც, რომლებიც თავიანთ სამუშაოს მილიციის სწრაფი რეაგირების ძალების მეთვალყურეობის ქვეშ ახორციელებდნენ.

ხანძრის ლიკვიდაცია 15 წუთში მოხდა, მაგრამ მეხანძრეები მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, როცა ისინი სპეცმილიციელებმა საგულდაგულოდ შეამოწმეს და იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ნახანძრალ შენობაში არსებული ცეცხლგამძლე სეიფები ადგილზე იყო და იქ შენახული ფული და ძვირფასი ობლიგაციები ხელშეუხებელი იყო. ასეთი ზომები იმიტომ მიიღო მილიციამ, რომ შემნახველი სალაროს უსაფრთხოება დაეცვა. საქმე კი ის იყო, რომ ხანძრამდე თვე-ნახევრით ადრე, სულ რაღაც 4 დღის ინტერვალში, მოსკოვში ორი შემნახველი სალარო გაიძარცვა. ძარცვებს წინ უძღოდა ხანძრები, მძარცველები კი მეხანძრეებად გადაცმული ბოროტმოქმედები იყვნენ, რომლებმაც ორი სეიფი გატეხეს და საერთო ჯამში, სახელმწიფოს 281 ათასი მანეთის ზარალი მიაყენეს. მძარცველები კი, მათი ინტენსიური ძებნის მიუხედავად, ვერსად აღმოაჩნიეს და მსგავსი დანაშაულის პრევენცია რომ მოეხდინათ, მოსკოვის მილიციაში სწრაფი რეაგირების რაზმი ჩამოაყალიბეს.

„გოხრანის“ ძარცვა

სანამ მოსკოვის ცენტრში ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობდა, შემდგომ კი მილიციის სწრაფი რეაგირების ძალები შემნახველ სალაროსა და მეხანძრეებს ამოწმებდნენ, ქალაქის გარეუბანში, 50 კილომეტრის მოშორებით მდებარე მიკრორაიონში ძარცვა მოხდა. ბოროტმოქმედებმა „გოხრანის“ ერთ-ერთი ფილიალიდან ცეცხლგამძლე სეიფი გაიტაცეს, სადაც მილიონ 350 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა იყო მოთავსებული. „გოხრანი“ სახელმწიფო საცავს ნიშნავს. იქ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ან სხვა ქყვეყნებისთვის საჩუქრად გამზადებულ ძვირფას ნივთებს ინახავდნენ. ბოროტმოქმედებმა „კამაზით“ წაიღეს ცეცხლგამძლე სეიფი. მანამდე კი ტრაქტორით შეანგრიეს შენობა, სეიფი „კამაზზე“ დატვირთეს და გაიქცნენ. აშკარა იყო, რომ იგივე ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებდა, რომელმაც შემნახველი სალაროები გაძარცვა. მოსკოვის ცენტრში განხორციელებული ხანძარი კი ყურადღების გადასატანად და მილიციის სწრაფი რეაგირების ძალების შეცდომაში შესაყვანად იყო მოწყობილი. შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლაი შჩოლოკოვი გაცოფებული იყო და თავის ხელქვეითებს სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა, თუკი დანაშაულებს მოკლე დროში არ გახსნიდნენ.

„მაგელანი“

მიუხედავად იმისა, რომ მთელი საბჭოთა მილიცია ფეხზე დადგა და მოუხელთებელ მძარცველებს ინტენსიურად ეძებდნენ, მათ კვალს ვერ მიაგნეს. დრო კი გადიოდა და შჩოლოკოვმა რამდენიმე ხელქვეითი თანამდებობიდან მოხსნა და რიგით თანამშრომლად ჩამოაქვეითა, ორი ადამიანი კი სამსახურიდან გააგდო კიდეც.

დანაშაულიდან ორი კვირის შემდეგ, ანუ 19 მაისს, მოსკოვის მილიციაში მამაკაცმა დარეკა და მორიგეს უთხრა: „თუ გსურთ შემნახველი სალაროსა და „გოხრანის“ მძარცველების დაპატიმრება, მაშინ ტვერსკოიზე, ოც ნომერ სახლში მიდით და ყველას იქ აიყვანთ. სულ ხუთი კაცია და მათ შეკრება აქვთო.

ამ ზარიდან ორმოცი წუთის შემდეგ ანონიმის მიერ მითითებულ ბინიდან მილიციამ ხუთი ადამიანი აიყვანა: 31 წლის მერაბ დოლიძე, 37 წლის ვადიმ სემიონოვი, 27 წლის აკაკი მეტრეველი, 30 წლის კობა კაშია და 41 წლის ვალტერ შონია. ხუთივე დაპატიმრებული წარმოშობით თბილისელი იყო და მოსკოვში სხვადასხვა სამსახურში მუშაობდნენ. ბინა კი ვალტერ შონიას ეკუთვნოდა. მილიციამ ბინაში ვერც ფული აღმოაჩინა და ვერც „გოხრანიდან“ წაღებული ნივთები და ეს ყველაფერი ვიღაცის ბოროტი ხუმრობაც კი ეგონათ. მით უმეტეს, რომ დაკავებულები ერთხმად უარყოფდნენ დანაშაულს.

თუმცა, მას მერე, რაც დაკავებულები „მურში“ (მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებრო) მიიყვანეს და წამებით დაჰკითხეს, მათ დანაშაული აღიარეს. მეტიც, თქვეს, რომ მთელი ფული და ძვირფასი ნივთები ტიმოფეი შპაკთან, იგივე „მაგელანთან“ ინახებოდა და რომ „სხოდკაზე“ შპაკი უნდა მოსულიყო და მათ ახალ საქმეზე ემსჯელათ. შპაკს მილიცია სახლში მიადგა, მაგრამ „მაგელანი“იქ არ დახვდათ.

39 წლის შპაკი მეზღვაური იყო, გემის კაპიტნის თანაშემწე და „მაგელანიც“ ამიტომ შეარქვეს. როგორც მალევე გაირკვა, სწორედ შპაკმა „ჩაუშვა“ „პაძელნიკები“. ნაძარცვი ნივთები და ფული კი მიითვისა და გაუჩინარდა. აღმოჩნდა, ისიც, რომ „მაგელანთან“ ერთად გაუჩინარდა ერთ-ერთი მძარცველის, ვადიმ სემიონოვის 28 წლის მეუღლე ანჟელა ბაბაიანი. მილიციამ მათზე ძებნა გამოაცხადა და სამი დღის შემდეგ შპაკი ქალაქ ლენინგრადში, ერთ-ერთ ბინაში აღმოაჩინეს, სადაც ის ცივი იარაღით მძიმედ დაჭრილი იპოვეს. მას ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ექიმებმა გადაარჩინეს. მეორე დღეს კი ანჟელა ბაბაიანი, გატაცებული ფულითა და ძვირფასი ნივთებით ერთ-ერთ გემზე დააკავეს, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით თურქეთში უნდა წასულიყო.

ანჟელა გაქცევასა და საზღვარგარეთ ცხოვრებას აპირებდა. შპაკს მან ჩაადენინა ასეთი საქციელი, შემდგომ კი მძინარეს რამდენჯერმე ჩაარტყა დანა, თუმცა „მაგელანი“ გადარჩა.
ყველა მძარცველსა და ანჟელა ბაბაიანს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ „მაგელანი“ ერთ-ერთი სასამართლო სხდომის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...