კრიმინალური ისტორიები

რას წარმოადგენდა „კაგებეს“ საგანგებო ჯგუფი „კოლხიდა“

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 12.09

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ზოგიერთი მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ანდროპოვის შეკვეთა

მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, იური ანდროპოვმა უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ საბჭოთა კავშირში უახლოეს 10 წელიწადში სისტემური კრიზისი დაიწყებოდა და ქვეყანა დაიშლებოდა. ეს დასკვნა „კაგებეს“ შეფს ოთხმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დაუდო. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ატარებდნენ ამ კვლევას. შემკვეთი კი პირადად იური ანდროპოვი იყო. როდესაც „კაგებეს“ შეფი დარწმუნდა, რომ ქვეყნის გადარჩენა ძველი ფორმით შეუძლებელი იყო, მან შენარჩუნების ახალი სქემა შეიმუშავა და მაშინვე დაიწყო განხორციელება. იცოდა რა, რომ კრიზისმორეულ სახელმწიფოებში სახალხო მღელვარებები დაიწყებოდა და წინა პლანზე ნაციონალისტური განწყობილებები წამოიწევდა, „კაგებემ“ ისეთი ჯგუფების ფორმირება დაიწყო, რომლებიც წლების შემდეგ მოიტანდნენ სარგებელს. ანდროპოვის გეგმით, „კაგებეს“ მიერ შექმნილი ჯგუფები საჭირო დროს უნდა შეერთებოდნენ ჭეშმარიტ ეროვნულ მოძრაობებს.

ოპერაცია „დსთ“

ანდროპოვის გეგმის სახელწოდება იყო ოპერაცია „დსთ“, ანუ „დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობა“. ნიშანდობლივია, რომ აბრევიატურა „დსთ“ ანდროპოვის მიერ იყო მოფიქრებული და რაც 1991-1994 წლებში მოხდა, „კაგებეს“ შეფის გეგმით განხორციელდა. ანდროპოვი, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარეობდა და ჯერ კიდევ გაგანია კომუნისტების დროს დაიჭირა თადარიგი იმპერიის მნიშვნელოვანი ნაწილის შესანარჩუნებლად. ანდროპოვმა იმთავითვე იცოდა, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვერ შეინარჩუნებდა და გეგმაში ეს ზუსტად იყო გაწერილი. თუმცა მკაცრად იყო გაწერილი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა კავკასიის დათმობა. განსაკუთრებით კი – საქართველოსი. სწორედ საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული ამ ოპერაციის მთავარი ძალები და „კაგებემ“ საქართველოს მიმართულებით იმუშავა ყველაზე მობილიზებულად, ძლიერად, დახვეწილად და რუსეთმა იქ დიდ წარმატებებს მიაღწია.

ჯგუფი „კოლხიდა“

საქართველოს მიმართულებაზე მომუშავე ჯგუფს „კაგებეს“ არქივებში „კოლხიდა“ ეწოდა. ამ ჯგუფში თავდაპირველად გაერთიანებული იყო 35 პროფესიონალი „ჩეკისტი“. თითოეულ მათგანს კოლოსალური გამოცდილება ჰქონდა ამ სფეროში. შემდგომ ეს ჯგუფი გაიზარდა, მისი წევრების რაოდენობა გაათმაგდა და მასში 1988 წლისთვის უკვე 358 ადამიანი იყო გაერთიანებული, ხოლო 1991 წლის წლის მიწურულისთვის 800 ადამიანი ირიცხებოდა. „კოლხიდა“ იმთავითვე ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ანდროპოვმა ჯერ კიდევ 1980 წელს იცოდა, რომ ქართველ ერს თავისუფლებისკენ სწორედ გამსახურდია წაუძღვებოდა და „კოლხიდას“ სპეციალურად მის წინააღმდეგ ამზადებდნენ. 1980 წელს „კაგებეს“ ერთ-ერთ თათბირზე ფილიპ ბიჩკოვმა (მე-5 სამმართველოს უფროსი, რომელიც იდეოლოგიას ხელმძღვანელობდა) ანდროპოვს ზვიადის ლიკვიდაცია შესთავაზა. თუმცა ანდროპოვი ამის წინააღმდეგი იყო. „კაგებეს“ შეფს 1956 წლის განმეორების შეეშინდა. რადგან მან კარგად უწყოდა, რომ გამსახურდია 1980 წელს უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართველ ერში და მოვლენები შესაძლოა, უმართავი გამხდარიყო. მით უმეტეს, რომ სულ რაღაც 2 წელი იყო გასული ქართულ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. იმავდროულად, ანდროპოვი იმედს არ კარგავდა, რომ მომავალში შესაძლოა, გამსახურდიასთან შეთანხმებისთვისაც კი მიეღწიათ უკვე სახელმწიფო-ოფიციალურ დონეზე, რაც ანდროპოვის სქემაში ჯდებოდა.

უკიდურესი ზომა

იური ანდროპოვი 7 წლის გარდაცვლილი იყო, როდესაც მისი გეგმა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რასაც ანდროპოვის გეგმა არ ითვალისწინებდა და იმის ნაცვლად, რომ უკვე პრეზიდენტ გამსახურდიასთან პოლიტიკური დიალოგი ეწარმოებინათ და პარიტეტული ურთიერთობები დაემყარებინათ, რუსეთის ხელმძღვანელობა კონფრონტაციაზე წავიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყო. შემდეგ კი ზვიად გამსახურდია განდევნა, რასაც მისი ლიკვიდაცია მოჰყვა. ასეთი რამ კი „კაგებეს“ შეფის გეგმაში არ იყო გათვალისწინებული. ამით ანდროპოვის გეგმის შესრულება გართულდა და ბინძური გახდა, თუმცა მაინც შესრულდა. ამის მიღწევაში კი რუსეთს ხელი შეუწყვეს „კოლხიდის“ ქართველმა წევრებმა. მათ, ვინც გამსახურდიას ხელისუფლებას დემოკრატიის სახელით დაუპირისპირდნენ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათ ამაში დასავლეთი დაეხმარა. „კოლხიდას“ ჯგუფი დღესაც წარმატებით მოქმედებს ქართულ ოპოზიციაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა