ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.03, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 20 აგვისტოს. საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, მეტად გამოავლინოთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მოეკიდოთ მეტი სერიოზულობით, პასუხისმგებლობით. ასევე, თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ, სტაბილურობის მიღწევა საოჯახო ურთიერთობებსა და პროფესიულ სფეროში. ის ასევე, უკავშირდება უცხოეთს, გირჩევთ, ცოტა ხნით იცხოვროთ იქ, დააგროვოთ მეტი კაპიტალი და ცოდნა, შემდეგ კი სამშობლოში გამოიყენოთ.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 27 აგვისტოს, დილის 9-იდან 10 საათამდე. რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: პროფესიებიდან, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: ისტორია, ეთნოგრაფია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, კერძოდ კი – პედიატრია, ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, დრამატურგია, სცენარისტობა, კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო სფერო, დიზაინი და არქიტექტურა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი