ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.08, 2022 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 16 იანვარს, დილის საათებში. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფულობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, დამოუკიდებელი მოქმედება. საქმეს მეტი პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით მიუდექით. დაიცავით ადათ-წესები და ტრადიციები, იყავით ერთგული ახლობლების მიმართ და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ, პატივი ეცით უფროსებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოაწესრიგეთ როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ურთიერთობები. ეს თქვენი კარმული მისიაა და ცხოვრებაში წარმატების მომტანი ფაქტორებია.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 9 მაისს, დილის 6 საათსა და 50 წუთზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ საიდუმლოს დაცვა და შენახვა, ასევე, ურთიერთობებში დიპლომატიურობის გამოვლენა. იყავით დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე. ხარჯეთ ფული ეკონომიურად. იყავით ფრთხილი და წინდახედული. იმოქმედეთ პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ასევე, იყავით ერთგული და პრაქტიკული. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: საქველმოქმედო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, ასტრონომია, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო, საარქივო, სამუზეუმო საქმიანობა, სამშენებლო სფერო, პედაგოგიკა, საბანკო საქმე.

კითხვა: ჩემი მეუღლე დაიბადა 1997 წლის 28 დეკემბერს, დღის 2 საათზე. რომელ სფეროში იქნება უფრო წარმატებული?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის წარმატების მომტანი და მისაღებია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო საქმე, სოციოლოგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი