კვირის პროგნოზი 21-27 სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 51 წუთის წინ
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
მოგიწევთ არა ერთი პრობლემური საკითხის მოგვარება. ერიდეთ შემთხვევით ურთიერთობებს რომანტიულ სფეროში. ნუ მოადუნებთ ყურადღებას, რადგან იზრდება კონფლიქტების ალბათობა.
კურო ♉
შესაძლოა მცირედი პრობლემები თანამშრომლებთან. განწყობის გაუმჯობესება ხელს შეგიწყობთ ახალი გეგმების განხორციელებაში. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა ხანმოკლე აღმოჩნდება.
ტყუპები ♊
ნებისმიერი სასიკეთო შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენეთ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებში. საეჭვო ფინანსურ შემოსავალზე სჯობს უარი თქვათ. შინაგანი განცდა კი, გაიძულებთ დაასრულოთ ზოგი ურთიერთობა.
კირჩხიბი ♋
ზედმეტ მოვალეობებს ნუ დაიკისრებთ. გადაადგილებების გაზრდილი რაოდენობა, შინაგან დაძაბულობას გაზრდის. ეცადეთ, დასვენებისთვის გამოიყენოთ თავისუფალი დრო. საყვარელ ადამიანთან, შეიძლება გაგიჭირდეთ მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმება.
ლომი ♌
გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია მიზნების მისაღწევად. მოერიდეთ პარტნიორებთან დაპირისპირებას. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია დაძაბული ურთიერთობა.
ქალწული ♍
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაასრულეთ ძველი ვალდებულებები და ჯერჯერობით მოერიდეთ ახლის დაწყებას. გზებზე მოძრაობისას გამოიჩინეთ სიფრთხილე.
სასწორი ♎
ნუ იჩქარებთ და მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. საყვარელი ადამიანის მიმართ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება. ხშირი საქმიანი გადაადგილებები კი, დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.
მორიელი ♏
შესაძლებელი იქნება პრობლემური საკითხების გადაწყვეტა. ნუ გარისკავთ. მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ეჭვიანობა საყვარელ ადამიანთან კამათის მიზეზი გახდება.
მშვილდოსანი ♐
ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. პარტნიორებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები და არ მოგიწიოთ მათი დაკარგვა. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
თხის რქა ♑
მეტად დაუკვირდით წვრილმანებს. ამ პერიოდში დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა სასურველ შედგეს ვერ გამოიღებს. პირად ცხოვრებაში შეიძლება გაგიჩნდეს პრობლემები და გაუგებრობები.
მერწყული ♒
ხშირი გადაადგილებები და შეხვედრები გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა საქმიანი ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში. დაიცავით სიმშვიდე და არ აჰყვეთ ვნებებს.
თევზები ♓
პირად ურთიერთობებში, მეტად გახსნილი იყავით. ცვლილებები მხოლოდ დადებით შედეგს გამოიღებს. გადაადგილებისას ბევრ ადამიანს გაიცნობთ, ახალი ინფორმაცია დადებითად წაადგება თქვენს საქმიან სფეროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





