კვირის დღეების ასტროპროგნოზი
ავტორი: „თბილისელები“ 45 წუთის წინ
ორშაბათი
მოერიდეთ კონფლიქტებს, მცენარეების დარგვა-გადარგვას, ფინანსურ ოპერაციებს, ახალ კავშირებს. კარგია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ ბეჟი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, საფირონი ან ოპალი. სიზმარი ახდება. სუსტდება ძვლები ,სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კანი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის
სამშაბათი
მოლაპარაკებები სასიკეთოდ წარიმართება. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, ზედმეტ ლაპარაკს. კარგია ადგილსამყოფელის შეცვლა, სარემონტო სამუშაოები, ტექნიკის შეძენა. ატარეთ ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრონი ან ძოწი. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული სისტემა, ვენები, ფეხის კუნთები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
ოთხშაბათი
გეომაგნიტური დღე
საკრალური დღეა, შემოდგომის დღე-ღამ ტოლობა. ჩაუთქვით სურვილები და იფიქრეთ პოზიტიურზე. მოერიდეთ გადაღლას, მცენარეების დარგვა-გადარგვას, საიდუმლოდ გათქმას. კარგია ტექნიკის შეძენა, ბინის შეცვლა, სარემონტო-სამღებრო სამუშაოები. ატარეთ ცისფერი, ვერცხლისფერი, წითელი, ყვითელი ან ვარდისფერი სამოსი, ქვებიდან კი საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი ან ციტრონი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება თვალები ,ვენები, ნერვული სისტემა.
პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია ქორწინება, მგზავრობა. ატარეთ იისფერი, ვერცხლისფერი, მწვანე, ლურჯი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: მორიელებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
მაღალია ინტრიგების და პროვოკაციების ალბათობა, ამიტომ იყავით ფრთხილად. მოერიდეთ სესხის აღებას, ახალი საქმის დაწყებას, ფიქრებს წარსულზე. კარგია მგზავრობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, კაპიტალდაბანდება, შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი ან ამეთვისტო. სიზმარი ახდება. სუსტდება ტერფები, თვალები, ნერვული და ლიმფური სისტემა.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
დღეს სავსემთავრეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება. იყავით ფრთხილად და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ახალი საქმის დაწყებას, ყიდვა-გაყიდვას, სესხება-გასესხებას. კარგია შემოქმედებითი მუშაობა, ქველმოქმედება. ატარეთ იისფერი, ლურჯი, მწვანე, ვერცხლისფერი, ყვითელი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარჯანი, გიშერი, ამეთვისტო, იაგუნდი ან მარგალიტი. სიზმარი ახდება. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თავი, გრძნობათა ორგანოები, სისხლძარღვები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: მორიელებისთვის, თხის რქებისთვის
კვირა
კარგია ქორწინება, შემოქმედებითი მუშაობა, საყიდლების გაკეთება. მოერიდეთ კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას, წესების დარღვევას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ბრილიანტი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, ქალწულებისთვის
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




