ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 19.05, 2022 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 17 ივნისს, შუადღის 4 საათზე. რომელ სფეროში ვიქნები წარმატებული და მექნება მეტი შანსი, მივაღწიო სასურველ მიზნებს?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 31 მაისს, 16 საათსა და 40 წუთზე. მაინტერესებს, რომელი ქვეყანაა მისაღები, რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატებული, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმულ მისიაა ის, რომ გამოავლინოთ დადებითი თვისებები, იყოთ აქტიური, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა; სადაც საჭიროა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების იყოთ, დაეყრდენით კეთილშობილებას, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას და კომუნიკაბელურობას. ის ხელს შეგიწყობთ წარმატებების მიღწევაში. პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა კუროს, ლომის, ვერძის, სასწორის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. უფრთხილდით მშვილდოსანს, ქალწულს და თევზებს ამ მხრივ. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. პროფესიებიდან კარგია: მანქანათმშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, საინჟინრო საქმე. სამეცნიერო-კვლევითი სფერო, ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგია, ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ვენესუელა, ავსტრალია, შვეცია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; აქვე გეტყვით, რომ ზოგადად უცხოეთი თქვენთვის არ არის წარმატების მომტანი და თუ არ გამოიჩინეთ ორმაგი ძალისხმევა და გადალახეთ ბარიერები, უცხო მხარეში ძალიან გაგიჭირდებათ.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 10 ნოემბერს, დილის 8 საათსა და 40 წუთზე. მინდა უცხოეთში წასვლა და მუშაობა. რამდენად არის უცხოეთი ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები და, კერძოდ, რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ამიტომ, შეგიძლიათ, ძალები მოსინჯოთ. თუმცა, დიდ წარმატებებს ნუ ელით. ქვეყნებიდან კი მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ვიეტნამი, ჩინეთი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალიის ცენტრალური მხარე, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, პაკისტანი, კუნძული მალტა, იტალია, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ავსტრია და მონაკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი