ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.01, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 3 ივლისს, 5 საათსა და 25 წუთზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის სასურველი და რომელ ქვეყანაში გამიმართლებს უფრო მეტად?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა. ამიტომ, უცხოეთთან ურთიერთობა სასურველი კი არა, აუცილებელია, თუმცა, კონტაქტი სამშობლოსთანაც უნდა გქონდეთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილო ნაწილი, ეგვიპტე, ესპანეთის კატალონიის მხარე, ტიბეტი, მონაკო, ლატვია და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია და ფსიქოლოგია. ეს სფეროები მეტად წარმატებულია თქვენთვის.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 14 ოქტომბერს, დილის 11 საათზე. როგორია მისი კარმული მისია?

პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება სამშობლოს, თავისი ქვეყნისადმი პატრიოტიზმს, სამშობლოს ისტორიის, ეთნოგრაფიის ცოდნას, პატივისცემას ტრადიციული ადათ-წესებისა და მორალურ-ეთიკური ნორმებისადმი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკრძალება უცხოეთში წასვლა, მაგრამ მისი ყოველი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს. ამას გარდა, უნდა მოაგვაროს ოჯახური ურთიერთობები. მეტად დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საკუთარი საიდუმლო და დაეყრდნოს ცოდნის ბაზას. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება ადამიანებს ან ორგანიზაციებს შორის. ეს მისი კოსმიური მისიის შესრულებაც არის და წარმატებების მომტანიც.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2001 წლის 13 აგვისტოს, დილის 7 საათსა და 40 წუთზე. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებაა მისთვის სასურველი და რომელ პროფესიებში ელის მას მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენი შვილისთვის მისაღები ქვებია: ტოპაზი, ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი, მთის ბროლი, ბრილიანტი, ქარვა, სარდონიქსი და სარდიონი. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებს განეკუთვნება: რეჟისურა, დრამატურგია, სცენარისტობა, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ასტრონომია, ასტროლოგია, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, კომპიუტერული პროგრამები, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ეთნოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია, პედაგოგიკა, სავაჭრო, საფინანსო, ეკონომიკური საქმიანობა. ყველა ამ სფეროში მას წარმატებები ელის.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 19 მარტს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და ამერიკაში წასვლა და იქ მუშაობა თუ არის მისაღები ჩემთვის?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისია სამშობლოს უკავშირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთი თქვენთვის ცუდია. კარგია და წარმატების მომტანი შემდეგი ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, ესტონეთი, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი