ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№44

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.11, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 12 ივლისს, დილის 7 საათსა და 55 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და პირად ცხოვრებაში ვისთან ვიქნები ჰარმონიულ დამოკიდებულებაში?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია კუროს, ტყუპების, თევზების, მორიელის, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. მოერიდეთ ურთიერთობას მშვილდოსნის, ვერძისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. თქვენი კოსმიური მისია კი არის გამოავლინოთ ხასიათში დადებითი თვისებები. მეტად დაეყრდენით ინტუიციას, დაიცავით საიდუმლო, ანუ ჯერ ნაბიჯი გადადგით და მერე ილაპარაკეთ მასზე და არა – პირიქით. ასევე, გამოიჩინეთ დიპლომატიურობა. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, ერთგული, ფრთხილი, წინდახედული, სტაბილური. სხვათა შორის, რაც უფრო დაასტაბილურებთ ურთიერთობებს, მით მეტია კოსმიური მისიის შესრულებისა და წარმატების მიღწევის შანსი.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2002 წლის 29 დეკემბერს, დილის 11-დან 13 საათამდე. რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი და უცხოეთის რომელ ქვეყანაში ურჩევთ წასვლას?

პასუხი: უცხოეთი მისი კარმული მისიაა და წარმატებას მიაღწევს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია. რაც შეეხება პროფესიას, მისთვის კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, სამოდელო სფერო, ქორეოგრაფია, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო საქმე, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 26 ივლისს, ღამის 3 საათზე, ბათუმში. რომელ პროფესიებში მელის წარმატება? და, ჩემი ტყუპისცალი ძმისთვის მეზღვაურობა თუ არის წარმატებული პროფესია?

პასუხი: მეზღვაურობა დიდი წარმატების მომტანი არ არის, თუმცა არც ცუდია. ერთი სიტყვით, ის საშუალოა მისთვის. თქვენთვის კი მისაღები პროფესიებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, ავიაცია, ქორეოგრაფია, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ლინგვისტიკის ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემები, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, სპორტი, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა. ამ სფეროებში წარმატების შანსი საკმაოდ მაღალი გაქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი