შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 14:24
კითხვა: დავიბადე 2005 წლის 23 ივლისს, მაინტერესებს, რომელი უცხო ქვეყანა იქნება ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელორუსია, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 25 მაისს. იქნებ გვირჩიოთ, რომელი პროფესია აირჩიოს.
პასუხი: თქვენი შვილისთვის პროფესიებიდან კარგი და წარმატების მომტანი იქნება საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



