ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში

№43

ავტორი: ნონა დათეშიძე 13:05

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

უნაკლო და იდეალური ადამიანი არ არსებობს. ყველას თავისი ხასიათი და თვისებები აქვს და ამაში, დიდი როლი დაბადების ზოდიაქოს ნიშანსაც მიუძღვის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს, დადებით თვისებებთან ერთად, ხასიათში უარყოფითი თვისებებიც აქვს. თუმცა, თუ რამდენად ახერხებთ მათი დადებითი თვისებებით ჩანაცვლებას, ეს უკვე კონკრეტულად თქვენზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავებზე.

ვერძი – უმთავრესი ნაკლი დიპლომატიის არქონა, უკონტროლო სიფიცხე და უხეშობაა. დადებითი თვისებებიდან კი აღსანიშნავია ოპტიმიზმი, გულწრფელობა გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში და ენერგიული ხასიათი.

კურო – ძირითადი ნაკლი მისი სიჯიუტეა. არ უყვარს, როცა რაიმე ახალს სთავაზობენ, რადგანაც სიახლეების შიში აქვს. ამის გამო ბევრი კურო პროფესიული განვითარების კარგ შანსს უშვებს ხელიდან. კუროს შემთხვევაში დადებითი თვისებები ერთგულების უნარი, შრომისმოყვარეობა და საოცარი მოთმინებაა.

ტყუპები – მისი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება გაუთავებელი ლაპარაკი და საშინლად ცვალებადი ხასიათია. დადებითი თვისება ტყუპებში არის ინტელექტუალური აქტივობა, გამჭრიახობა და იუმორის დიდი დოზა.

კირჩხიბი – უდიდესი ნაკლი დეპრესიულობისკენ მიდრეკილება, პანიკიორობა და მუდმივი წუწუნია. მას ძალიან უჭირს წარსულთან გამოთხოვება. დადებითი თვისებებიდან კირჩხიბის ყველაზე დიდი ღირსება ოჯახის, საკუთარი ფესვებისა და წინაპრებისადმი თავდადებული სიყვარულია.

ლომი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ხასიათში გარშემო მყოფებს ყველაზე მეტად ქედმაღლობა, არაჯანსაღად ამბიციური გამოხდომები და გამუდმებული ტრაბახი აღიზიანებთ. სამაგიეროდ, ლომს უზომოდ კეთილი გული აქვს. ის არის დიდსულოვანი მეგობარი და საიმედო დასაყრდენი.

ქალწული – უდიდესი ნაკლი მეწვრილმანეობა და სიძუნწეა. მას ხშირად საყვედურობენ ანგარებიანი დამოკიდებულების გამო გარშემო მყოფების მიმართ. დადებითი თვისება კი ისაა, რომ თავდადებული ზრუნავს მათთვის, ვინც უყვარს. არის დაკვირვებული, წინდახედული და მოწესრიგებული.

სასწორი – მისი ნაკლი მერყევი ხასიათია. გაუბედაობა და უკონფლიქტო ხასიათი ხშირად ხდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის პრობლემების მიზეზი. დადებითი თვისებებიდან სასწორი დიპლომატიურობით, გარშემო მყოფების მიმართ თავაზიანი მიდგომითა და მუდმივად მოღიმარი სახით გამოირჩევა.

მორიელი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულის ხასიათში ცუდ ჩვევად შეიძლება, მისი შურისმაძიებელი ბუნება ჩაითვალოს. ამ ხალხის დიდი ნაკლია ბოღმისა და წყენის ხანგრძლივად გულში ჩარჩენა. თუმცა, ისინი ერთგული, ამტანი და გამტანი ადამიანები არიან. არასოდეს ჩაგრავენ ვინმეს უმიზეზოდ და დაუმსახურებლად.

მშვილდოსანი – მისი ნაკლი ცვალებადი ხასიათი, ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება და ზედმეტი ოპტიმიზმია. დადებითი თვისებებიდან კი მეგობრების მიმართ საოცარი გულითადობა, მასშტაბური აზროვნების უნარი და მხიარული ხასიათია.

თხის რქა – მისი ყველაზე დიდი ნაკლი პირქუში ხასიათი, ზედმეტი სერიოზულობა და სნობიზმია. არანაკლებ გამაღიზიანებელია თხის რქის სიჯიუტეც. დადებით თვისებებს შორის თხის რქას შეუძლია, თავი მოიწონოს ერთგულების გასაოცარი უნარით, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობით.

მერწყული – ნაკლი არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკული ხასიათი და საზოგადოებრივი ნორმების სრული მიუღებლობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს დადებითი ის აქვთ, რომ ისინი უზომოდ მეგობრულები და ჰუმანურები არიან. არასდროს ყოფენ საზოგადოებას ფენებად.

თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ნაკლია რბილი ხასიათი, დამყოლი ბუნება და წუწუნისკენ მიდრეკილება. მათ ასევე, უჭირთ თავი დააღწიონ ილუზიებს. დადებითი თვისებებიდან თევზების ღირსებაა თანამგრძნობი ბუნება, კარგი ფსიქოლოგიური მონაცემები და მოსმენის ნიჭი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი