შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 16:18
კითხვა: 1998 წლის 18 იანვარს, დილის თერთმეტის ნახევარზე დაბადებული ადამიანისთვის, უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატების მომტანი?
პასუხი: უცხოეთის ქვეყნებიდან მისაღებია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალასკის მხარე, ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა. სასურველია, ეს ქვეყნები წამოიწიოს წინა პლანზე.
კითხვა:: დავიბადე 2002 წლის 23 ოქტომბერს, დილის ექვს საათსა და 47 წუთზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. სამომავლოდ ამ სფეროებში უფრო გაგიმართლებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




