ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№39

ავტორი: „თბილისელები“ 57 წუთის წინ

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი ბიჭი დაიბადა 2015 წლის 2 მარტს, ღამის 3 საათსა და 55 წუთზე. მაინტერესებს, რომელი სფერო იქნება მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. პროფესიებიდან კი კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმე, პედაგოგიკა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო საქმე, პოლიტიკის სფერო, მათ შორის პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის ფართო სპექტრი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია; მედიცინიდან: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ასევე, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში თქვენს შვილს წარმატების დიდი შანსი აქვს.

კითხვა: დავიბადე 1990 წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: აუცილებლად უნდა იყოთ მაქსიმალისტი, არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. დაეყრდენით ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა. იყავით მიზანსწრაფული, სერიოზულად მიუდექით ნებისმიერ საქმეს და გაიორმაგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი წარმატების შანსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი