ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კვირის კონკრეტულ დღეს

№41

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

თუ ყოველ ჩვენგანს ეცოდინება, რას უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადრება კვირის კონკრეტულ დღეს, რას მოერიდოს და რა გააკეთოს თამამად, ადვილად დასძლევს პრობლემებს, ნებისმერ სირთულეს გაართმევს თავს და წარმატებასაც ადვილად მიაღწევს.

ორშაბათი

კარგი დროა ყველა იმ საქმის გასაკეთებლად, რაც წყალს უკავშირდება. ასევე, შეგიძლიათ, მოინახულოთ ახლო ნათესავები და დაიტვირთოთ მათგან დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით. შესაძლოა, ორშაბათს განმარტოებამ ცუდი შედეგი გამოიღოს, სევდა შემოგაწვეთ და ტირილამდე მიხვიდეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ, ნუ იქნებით მათ მიმართ რადიკალურად მკაცრი. ამ დღეს, ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.

სამშაბათი

იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ხელს ვერ ჰკიდებდით. სამშაბათს გეკრძალებათ სიზარმაცე. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ადვილად აიყოლიებთ ტკბილი სიტყვით და თქვენ სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დროა, ოღონდ, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ამ დღეს იმატებს გაღიზიანება და ამიტომ უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას მოახმართ.

ოთხშაბათი

საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ამ დღეს, ახლობლებთან და მეგობრებთან „წაჭორავება“ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ყურადღებით იყავით. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან დიდი შანსია, მოტყუვდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაარიგოთ ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს, გაღიზიანდება და პროტესტს აგრესიით გამოხატავს. ეს დღე საუკეთესოა ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად.

ხუთშაბათი

კარგი დროა მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ მაღაზიებში სიარულს. სასურველია, ბავშვებთან სერიოზულ თემებზე ისაუბროთ. კარგი იქნება თუ სამომავლო გეგმებს მათთან ერთად დასახავთ. საყვარელი ადამიანი კი მეტად გულახდილი იქნება. საერთოდ, ეცადეთ, ამ დღეს ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათიც, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს და მომავალში დიდ ჩხუბსა და უთანხმოებაში გადაიზრდება. მაღალია წონაში მომატების ალბათობა, ამიტომ, აკონტროლეთ კვება.

პარასკევი

სიყვარულის დღეა. ეცადეთ, სახლში შექმნათ სასიამოვნო გარემო. თუ საქმის კეთება გეზარებათ, სიზარმაცე გეპატიებათ. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. შეგიძლიათ, დაივიწყოთ ზედმეტი კალორიები და ჭამოთ ის, რაც გსიამოვნებთ. ნუ დაიტვირთებით საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.

შაბათი

ეს დღე ზღუდავს ჩვენს სურვილებს და აბრკოლებს მათ ახდენას. მოერიდეთ გრძნობების აფიშირებასა და ზედმეტ საუბარს. ადვილად დაამარცხებთ მავნე ჩვევებს. კარგია სახლის დალაგება და რაიმეს ყიდვა. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება. სასურველია მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.

კვირა

არ დაიტვირთოთ სახლის საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატარებთ. შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ, გაერთოთ და დახარჯოთ ფული თქვენთვის სასურველი ნივთების შესაძენად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი