რატომ უნდა დააკვირდეთ ყურადღებით ოქტომბერში პარტნიორთა ქცევებს და ვისთვის იქნება რთულად გასავლელი ეს თვე
ავტორი: ნონა დათეშიძე 43 წუთის წინ
შემოდგომის შუა დეკადა დადგა. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ოქტომბრის თვე საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდია მსხვილი შენაძენებისა და ინვესტიციების გასაკეთებლად და იმავდოულად, ფინანსების გასაძლიერებლად.
– ბატონო მიხეილ, თქვენი, როგორც ასტროლოგის, პლანეტებზე და ვარსკვლავების განლაგებაზე დაკვირვებით, რას გვეტყვით, როგორი ენერგეტიკის მატარებელია შემოდგომის შუა დეკადა და რა მოვლენები განვითარდება ოქტომბრის თვეში?
– ოქტომბერი ხელსაყრელი თვეა ფინანსების გასაძლიერებლად, მსხვილი შენაძენებისთვის და ინვერსტიციისთვის. 3 ოქტომბრიდან პლანეტა ვენერა დაიწყებს რეტროგრადულ მოძრაობას, ამიტომ ყურადღებით იყავით პარტნიორთა განზრახვის მიმართ. ახალი მთვარე, რომელიც მეორედ მოხდება 10 რიცხვში, 19:51 საათზე, ნეგატიურია მზისა და სატურნის პოზიციის გამო, რომელიც ვერძის ნიშანშია.
– რას გვირჩევთ, რაზე გავამახვილოთ მთავარი ყურადღება ამ პერიოდში?
– 12-დან 23 ოქტომბრის პერიოდში საჭიროა ნაყოფიერი მოქმედება. გააკეთეთ ყველაზე მთავარი საქმეები. აქტიური მერკური, ვენერასთან ერთად, მორიელის ნიშანში დაგვეხმარება ზუსტი, ინტუიციური ხედვების პოვნაში. 24 ოქტომბრამდე პერიოდი, სანამ პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას არ დაიწყებს, კარგია.
– როგორ ფაზაში გადავა სიტუაცია, როდესაც 24 ოქტომბრის შემდგომ მოვლენები შეიცვლება?
– 23 ოქტომბერს მზე მორიელის ზოდიაქოში გადავა. 26 ოქტომბერს, 8:13 საათზე, სავსე მთვარე ძალიან შემაშფოთებელი იქნება, რადგან მთვარე ოპოზიციაშია არა მხოლოდ მზესთან, არამედ ვენერასთანაც. ხოლო, მზე და მთვარე კვლავ კვადრატს შექმნიან პლუტონთან. ეს დინამიკური ძალების ძლიერ ასპექტს დააფიქსირებს და ოქტომბრის ერთ-ერთ ყველაზე რთულ დღედ იქცევა. პერიოდი, 24-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, დაამახსოვრდებათ მაღალი დანაშაულით, კონფლიქტებით, უჩვეულოდ ძლიერი ენერგიებით, რაც პრობლემებს შექმნის ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. თვის ბოლო პერიოდი კი შედარებით პოზიტიური და მეტად სასიხარულო ენერგიების მატარებელი აღმოჩნდება.
– რა რეკომენდაციები გაქვთ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რომ გავითვალისწინოთ და ოქტომბრის თვე დანაკარგების გარეშე, მშვიდად განვვლოთ?
– ოქტომბერი, კერძოდ, ვერძებისთვის დინამიკური და მოვლენებით დატვირთული თვეა. 3-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდში შესაძლოა, შეგხვდეთ წინააღმდეგობები, ფინანსური პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად განახორციელებთ გეგმებს, მოსალოდნელია პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვა. 12-დან 23 ოქტომბრამდე პერიოდი კი, წარმატებული იქნება. ხოლო 23 რიცხვიდან აუცილებელია მეტი ყურადღების გამოჩენა და სიფრთხილე მოქმედებებში, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი და ფინანსური დანაკარგი.
კუროებისთვის ოქტომბერი ზედმეტად გადატვირთული იქნება. ურთიერთობები და კონკურენცია გართულდება. 12-დან 23 რიცხვამდე პერიოდი შედარებით მშვიდია. შესაძლებელი გახდება პრობლემების მოგვარება. თვის ბოლოს კი სიტუაცია კვლავ დაიძაბება და კონფლიქტი გამწვავდება როგორც ოჯახში, ისე საქმიან პარტნიორებთან. ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე.
ტყუპებისთვის ოქტომბერი არასტაბილური თვეა. კოლეგებთან მოსალოდნელია კონფლიქტი. არ გირჩევთ შორ მანძილზე მოგზაურობას. 12-დან 23 რიცხვამდე პერიოდი უფრო ხელსაყრელია, რადგან წარმატების შანსი იზრდება. აუცილებელია ემოციის კონტროლი.
კირჩხიბებისთვის ოქტომბრის თვე არასტაბილურია ჯანმრთერლობის კუთხით. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები და დაპირისპირებები თვის პირველ დეკადაში. თუმცა, შუა დეკადა კი, როცა შეძლებთ სიტუაციის დასტაბილურებას, შედარებით მშვიდია. თვის ბოლოს კი პრობლემები კვლავ იჩენს თავს. არ გირჩევთ რისკიან ინვესტიციას, მნიშვნელოვან შენაძენს ან მოგზაურობას.
ოქტომბერი ლომისთვის დინამიკური და საინტერესო თვეა. თუ თვის დასაწყისში პრობლემა წარმოიქმნა, აუცილებლად მოგვარდება. თვის შუა დეკადაში სიტუაცია დამშვიდდება. შეძლებთ, ძალების აღდგენას, შეხვედრების ეფექტურ მართვას, ახალი კონტაქტების დამყარებას. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით. მესამე დეკადაში კი გაუკონტროლებელმა ემოციამ შესაძლოა, რთულ სიტუაციაში ჩაგაყენოთ. ამიტომ, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, დაკვირვება და არ გარისკოთ.
ქალწულისთვის ოქტომბრის თვე არასტაბილური და სირთულეებით დატვირთული პერიოდია. შესაძლოა, მცირე დანაკარგები. არ გირჩევთ ახალი პროექტების დაწყებას. თვის შუა დეკადაში შეძლებთ, საქმიანი საკითხების გადაჭრას. თვის ბოლოს კი სიტუაცია შესაძლოა, დამძიმდეს. დიდი რისკია, ფულის დანაკარგი განიცადოთ.
ოქტომბერი სასწორებისთვის ენერგიული პერიოდია. აუცილებლად გაითვალისწინეთ სხვების აზრი და რჩევები. თვის პირველ ათ დღეში მაქსიმალურად გამოიჩინეთ დიპლომატია ნებისმიერ საკითხში. თვის შუა დეკადაში კი შეგეძლებათ ახალი პროექტების წამოწყება. თვის ბოლოს ენერგია იკლებს, იზრდება შეცდომების რისკი, ამიტომ გადაწყვეტილებებში იყავით ფრთხილი და ურთიერთობებში – გაწონასწორებული.
მორიელებისთვის ოქტომბერი დისჰარმონიული თვეა, განსაკუთრებით პირველი და ბოლო დეკადა. მოსალოდნელია საქმეში სირთულეები და ჯანმრთელობის პრობლემების გამწვავება. თვის შუა დეკადა მშვიდია, შეძლებთ პრობლემების მოგვარებასა და ფინანსურ სტაბილურობას. შეინარჩუნეთ ემოციური მდგრადობა, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და სირთულეები. თვის ბოლოს ნელ-ნელა აღდგება ენერგიები.
ოქტომბერში მშვილდოსანი ენერგეტიკულ აღმავლობას იგრძნობს. თუმცა, გართულდება ემოციების კონტროლი. მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას იყავით კორექტული. ნუ გარისკავთ და ეცადეთ, თვის შუა დეკადაში გუნდურად იმუშავოთ. 23 რიცხვიდან ზედმიწევნით დაკვირვება გმართებთ ფინანსურ საკითხებში.
ოქტომბერში ჰაერის სტიქიის ენერგიებმა შესძლოა, თხის რქის ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. თვის დასაწყისში მოსალოდნელია პროფესიული სირთულეები, უთანხმოებები და ფინანსური ბარიერები, ოჯახში კი – გაუგებრობები. თუმცა, შუა დეკადაში გაჩნდება შემოსავლის წყარო, მოიმატებს ახლობლებისგან ფინანსური მხარდაჭერა და პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა. თვის ბლოს აუცილებელია ინტრიგებისგან შორს ყოფნა.
ოქტომბერი მერწყულებისთვის საინტრესო, თუმცა რთული თვეა. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წინაღობები. თუმცა, შუა დეკადა ნაყოფიერი და მშვიდი იქნება. საყვარელი ადამიანებისგან მოსალოდნელია სიურპრიზები. თვის ბოლოს კი, 23 ოქტომბრიდან, გახშირდება კონფლიქტები, წინააღმდეგობები. ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან გართულდება კომუნიკაცია. გამოიჩნეთ მაქსიმალური სიფრთხილე და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
თევზებისთვის ოქტომბერი დატვირთული და რთული თვეა. დაძაბულმა სიტუაციამ და ენერგიის ნაკლებობამ შესაძლოა, განწყობის გაუარესება გამოიწვიოს. 12-დან 23 ოქტომბრამდე პერიოდი შედარებით მშვიდი იქნება. შეძლებთ საქმეების წარმოებას და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებას. თვის ბოლოს კი ენერგია იწყებს მატებას, რაც თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




