რა როლს ასრულებს თმა ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:08 08.10
თმა უხილავი სამყაროდან იღებს სიგნალებს და სწორედ მასში იმალება ის საიდუმლო, რაც ადამიანის ფარულ ზრახვებს გასცემს. ის ბევრ ისეთ ინფორმაციას აწვდის ქვეცნობიერს, რაც რეალურ სამყაროში წარმატებების მიღწევასა და საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში გვეხმარება.
გრძელი თმა დიდ როლს ასრულებს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში. კერძოდ, გრძელი თმა ქალებში მეტ მგრძნობელობას ავითარებს, უფრო მიმზიდველსა და სექსუალურს ხდის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. გრძელი თმის წყალობით, შეგიძლიათ, ისე მოხიბლოთ მამაკაცი, რომ მისი სიუხეშე, აგრესია და სიხისტეც კი შეასუსტოთ. გრძელი თმა ხელს უწყობს ადამიანს, საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი და ჰარმონიული ურთიერთობაც კი დაამყაროს კოლეგებსა და გარშემო მყოფებთან.
ძველად ქალს სწორედ თმის სიგრძითა და მოცულობით აფასებდნენ. უკან გადაწეული, ჩაწნულ-დაგრეხილი, გრძელი ნაწნავი, უფრო მეტად გამოკვეთდა მისი პატრონის სიჭკვიანეს, სისადავეს, სისპეტაკეს, ერთგულებასა და მეოჯახეობას. ქალები, სწორედ, ასეთი ვარცხნილობით აწონებდნენ მამაკაცებს თავს.
თმით ადამიანი კავშირს ამყარებს შეუცნობელ, ამოუხსნელ და უხილავ სამყაროსთან – ვიღებთ ინფორმაციას, ვაწვდით ტვინს და ვაღწევთ წარმატებას.
ადამიანის თმა თავისი სტრუქტურით მაღალი სიხშირის რეზონატორია. მას შეუძლია, სამყაროდან დაიჭიროს და ჩვენს ქვეცნობიერს მიაწოდოს ულტრადაბალი ტალღები. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ტვინის ყოველდღიური განვითარებისთვის. სამყაროს ვიბრაციები თმის ძირიდან გადაეცემა სისხლს და იქ ჯერდება. ამ შემთხევვაში, დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანს როგორი ტიპის თმა აქვს თხელი, ხშირი, გრძელი თუ მოკლე.
ჭაღარა თმას უჭირს სამყაროდან ინფორმაციის მიღება და მისი გადაცემა ორგანიზმისთვის. თმის ტიპი – სქელი, თხელი, ხშირი, ხუჭუჭა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიიღება და ნაწილდება ადამიანის ორგანიზმში ენერგია. ეს მის ხარისხსა და სტრუქტურაზე ახდენს გავლენას.
კეფაზე ამოსული თმა იღებს ინფორმაციას, შუბლთან ამოსული კი გადამცემის როლს ასრულებს. თუ კეფაზე თმა გაცვენილი ან მოპარსულია, მაშინ სამყაროდან მოსული ინფორმაცია ადამიანს დამახინჯებულად მიეწოდება. ასე რომ, თუ თმა ბუნებრივად არ არის ამ ადგილას გაცვენილი, არ გადაიპარსოთ, თორემ უხილავი სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას დააბრკოლებთ და ამით საკუთარ წარმატებასაც დაბლოკავთ. თმის შეჭრისას ბიოველი, რომელიც მის გარშემოა, საგრძნობლად იცვლება. ამიტომ, რაც უფრო მოკლედაა თმა შეჭრილი, მით უფრო უჭირს მას ინფორმაციის გადაცემა.
თმის ცვენას კავშირი აქვს უხილავი სამყაროდან მიღებულ ინფორმაციასთან ან ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლის დარღვევასთან. კერძოდ, როცა ორგანიზმში ენერგიის ცვლა დარღვეულია, მაშინ არც სამყაროს უხილავი ენერგია მიიღება. იწყება თმის ცვენა და საბოლოოდ, ამ ყველაფერს დესტრუქციამდე მივყავართ. როდესაც თმის გარკვეული ნაწილი ცვივა, ამ დროს თქვენ ნელ-ნელა კარგავთ სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას, კავშირი დროდადრო ნელდება და ეს თქვენს ფსიქიკაზეც აისახება. თუ დააკვირდებით, ვინც მოკლედ შეჭრილ თმას ატარებს, მათ უფრო მეტად აქვთ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დარღვეული და აწუხებთ კუჭის პრობლემები. გრძელთმიანები კი უფრო მეტად გამოირჩევიან აზროვნებითა და გონებაგამჭრიახობით. ეს თმის ინფორმაციულობის ბრალია და ასეთი ადამიანების გონება სამყაროდან შეუფერხებლად იღებს სრულ ინფორმაციას.
ძველად, ჭინჭრის ნახარშით იბანდნენ თმას. გირჩევთ, დღესაც გამოიყენოთ, რადგან ის არა მარტო თმის ღერს ამაგრებს და თმის ცვენას აჩერებს, არამედ, თმის ღერს ასუფთავებს და წმენდს სამყაროდან მიღებული უსარგებლო ინფორმაციისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




