ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 8 მარტს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე. გთხოვთ, მითხრათ, უცხოეთი თუ არის ჩემთვის მისაღები და კერძოდ, რომელი ქვეყანა?

პასუხი: სხვათა შორის, უცხოეთი თქვენთვის კარმული მისიაა. ამიტომ, იქ გამგზავრება კარგია. იქ დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და ფინანსებით დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ქვეყნებიდან კი მისაღებია: რუსეთი, პოლონეთი, შვეცია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, გერმანია, აღმოსავლეთი ინგლისი.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 24 აპრილს, დილის 12 საათსა და 03 წუთზე. რა მელის 2025 წელს და რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: 2025 წელი უფრო სასიკეთო და პერსპექტიულია, ვიდრე 2024 წელი იყო. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი – ეს იქნება თქვენი წარმატების ფაქტორი. იყავით უხალტურო მუშაკი. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ყოველგვარი ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ამასთან ერთად, იყავით მაქსიმალისტი, ანუ არ უნდა დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. მოაწესრიგეთ პროფესიული სფერო, ასევე, ოჯახური ურთიერთობები. იყავით მარტოხელა მებრძოლი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. უნდა გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ასე მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა