შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.10
კითხვა: დავიბადე 2001 წლის 4 ნოემბერს, საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე. მაინტერესებს, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიებში მივაღწევ წარმატებებს?
პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო და სოციოლოგია. უცხოეთიდან კი მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთი, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ვენეცია, ნეპალი, უზბეკეთი, არგენტინა, ბირმა, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთი, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები და ავსტრალია.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 28 აგვისტოს, დილის 7 საათსა და 35 წუთზე. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები და რომელ უცხო მხარეში გაუმართლებს მეტად?
პასუხი: უცხოეთიდან მისთვის მისაღები ქვეყნებია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, ჩრდილოეთ აფრიკა, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ჟურნალისტიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, მთარგმნელობითი საქმე, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო სფერო, მშენებლობა და არქიტექტურა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან