ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№33

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.08

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1988 წლის 31 ივლისს, საღამოს 10 საათსა და 30 წუთზე. უნდა უცხოეთში გამგზავრება და იქ ძალების მოსინჯვა. რამდენად მისაღებია ეს მისთვის და ზოგადად, რომელ ქვეყნებს ურჩევთ?

პასუხი: თქვენს შვილს, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით აქვს გარკვეული წინაღობები და ბარიერები. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ადვილად ვერ ააწყოს ცხოვრება. თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა, კვიპროსი.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, არის ის, რომ გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, რათა სწორად განვლოთ ევოლუციური განვითარების გზა დედამიწაზე. იყავით დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვეთ არჩევანის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი. ეს მეტ წარმატებას მოგიტანთ ცხოვრებაში.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 18 ივნისს, შუადღის 3 საათზე. რომელ სფეროში ვიქნები წარმატებული და მექნება მეტი შანსი, მივაღწიო მიზნებს?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო-საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა