ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.06

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 20 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი სფეროა წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისია არის ის, რომ იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. საჭიროა ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. დაეყრდენით კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. გარშემო უნდა შექმნათ ჰარმონიული გარემო. სათანადო ყურადღება მიაქციეთ შვილების აღზრდას. იყავით ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და მომთმენი. ასევე, იყავით ერთგული და გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“, ანუ, იყავით ფრთხილი და წინდახედული. დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება – იქნება ეს ოჯახი, სამსახური, სანათესაო თუ სამეგობრო წრე. ასე თქვენ შეასრულებთ კოსმიურ მისიას. წარმატებულ პროფესიებს კი განეკუთვნება: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი; მედიცინიდან – კარდიოლოგია, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ენდოკრინოლოგია, ასევე, უძრავი ქონების ბიზნესი, სამეურნეო საქმიანობა, ბიოლოგიის სფერო, საკონდიტრო ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საარქივო-სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, იურისპრუდენცია, სამასაჟო, ასევე, გასართობი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ანტიკვარიატის სალომბარდო საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 19 იანვარს, საღამოს საათებში. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება და შრომისუნარიანობა. გირჩევთ, იყოთ პრაქტიკული, გამოავლინოთ ინიციატივა და ლიდერული თვისებები. დაეყრდენით ინტუიციას. აუცილებელია, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა. უნდა შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული