ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.05

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 27 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 40 წუთზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სასურველი, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი. კარგია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, იტალია, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ეს პროფესიები თქვენთვის მისაღებია და წარმატებასაც მოგიტანთ.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 9 ოქტომბერს, ღამის 3 საათზე. რომელ პროფესიაში მელის წარმატებები და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან არის სასურველი ჩემი ქორწინება?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა ისეთ ნიშნებთან, როგორებიცაა: ქალწული, ტყუპები, ლომი, ვერძი და მერწყული. ფრთხილად იყავით მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, შემოქმედება, დიზაინი, არქიტექტურა, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, ავტომატიკა-ტელემექანიკა, სატრანსპორტო, სატელეფონო, საკომუნიკაციო სფეროები ან ბიზნესი, გაზის ინდუსტრიის ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 9 ოქტომბერს, დღის საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი ქვის ტარება მომიტანს წარმატებებს მიზნის მისაღწევად?

პასუხი: ქვებიდან კარგია: ჟადეიტი, ლაზურიტი, ნეფრიტი; გრანდიოზული საქმიანობის დროს დაგეხმარებათ ოპალი; ასევე, კარგია, ტოპაზი, მარგალიტი, გიშერი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკის და სარდონიქსის ქვები. საფირონისა და ფირუზის ტარება დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, ხოლო, თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა, სადაც საჭიროა, იყავით უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების. უნდა გააძლიეროთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისადმი. პატივი ეცით ტრადიციებს. დაეყრდენით ინტუიციას, ურთიერთობაში – დიპლომატიას. შეინახეთ თქვენი პირადი საიდუმლო და ის მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაამხილეთ. ეს ყოველივე თქვენი წარმატების სერიოზული ფაქტორებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული