ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№7

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.02

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 21 ივლისს, დილის 4 საათსა და 35 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან სანკტ-პეტერბურგი.

კითხვა: როგორ წარიმართება 1977 წლის 4 ივნისს დაბადებული მამაკაცისა და 1975 წლის 8 მაისს დაბადებული ქალის ურთიერთობა და რა უნდა დათმოს თითოეულმა მათგანმა ერთმანეთისთვის, რომ ბედნიერი ოჯახი შექმნან?

პასუხი: წლის მიხედვით, მათ შორის შეთავსება ნამდვილად კარგია. თვის მიხედვით კი ცოტა რთულადაა საქმე. ივნისში დაბადებულისთვის უკეთესია ურთიერთობა ვერძის, ტყუპების, მერწყულისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებთან. კუროსთან კი ცოტა გაუჭირდება. მათ შორის ხასიათში დიდი ანტაგონიზმი ვლინდება. მაგალითად, კურო მძიმედ იტანს ტყუპების სულსწრაფობას. კუროს ტყუპებში მისი გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა იზიდავს, მაგრამ, იმავდროულად, ორივემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოჯახი ცოტა სხვა კრიტერიუმებთან და ფაქტორებთან არის კავშირში, ამიტომ, თუ ერთმანეთს არ დაუთმობენ, კონფლიქტი გარდაუვალი იქნება. ეს ორივე ნიშანი გარკვეულწილად ჯიუტია. ამიტომ, თუ ერთმანეთთან ურთიერთობაში სერიოზულ კომპრომისზე არ წავიდნენ და ზოგიერთ ნეგატიურ თვისებაზე თვალი არ დახუჭეს, სერიოზული კონფლიქტები ექნებათ. ასე რომ, თვის მიხედვით, ურთიერთობა არასასურველია, წლის მიხედვით კი – კარგი. ხუთბალიანი სისტემით მათი ურთიერთობა შეიძლება, სამიანზე შევაფასოთ. კიდევ ვამბობ, თუ კომპრომისებზე არ წავლენ, ურთიერთობა არ იქნება სტაბილური, ეს აუცილებლად ორივემ უნდა გაითვალისწინოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული