ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.11, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 3 მაისს, საღამოს ცხრა საათსა და 15 წუთზე. რომელ პროფესიაში ვცადო ბედი, რომ გამიმართლოს?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, დიპლომატია, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, სამეცნიერო კვლევა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი. ყველა ამ სფეროში წარმატებები გელით.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 12 ივნისს, შუადღის პირველ საათსა და 40 წუთზე. რომელ სფეროში მექნება წარმატების მეტი შანსი?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 26 აგვისტოს, დღის 12 საათზე, რომელი პროფესიებია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმოსურ-კარმული მისია სამშობლოს უკავშირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უცხოეთი თქვენთვის ცუდია. კარგია და წარმატების მომტანი შემდეგი ქვეყნები: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, კვიპროსი, ირლანდია, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, ესტონეთი, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ისრაელი, შრი-ლანკა. პროფესიებიდან კი მისაღებია ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ავიაცია, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე, საკონდიტრო სფერო, არქიტექტურა და მშენებლობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული