ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სახლის რომელი კუთხე რაზე აგებს პასუხს, საიდან შემოედინება დადებითი და გაედინება უარყოფითი ენერგიები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.12, 2020 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

კარგი იქნება, თუ ბინას ისე მოაწყობთ, რომ ოჯახის თითოეულ წევრს, გარდა სიმყუდროვისა და ჰარმონიის შეგრძნებისა, ჰქონდეს იღბლიანი კარიერა, გამდიდრების მეტი შანსი და სიყვარულშიც ხელი მოემართოს. ამისთვის საჭიროა, იცოდეთ, თქვენს სახლში სად არის აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი მხარეები. 

უნდა გაიგოთ, რომელი კუთხე რისი ზონაა, საიდან შემოედინება დადებითი ენერგია, გაედინება უარყოფითი და ასე შემდეგ. ამიტომ, აუცილებელია ზონების შესაბამისი ზუსტი ადგილების გამოკვლევა. ამაში კი კომპასი დაგეხმარებათ.

სახლში სამხრეთ-დასავლეთი სიყვარულის ზონაა, სამხრეთ-აღმოსავლეთი – სიმდიდრის, ჩრდილოეთი კი – კარიერის. ამ ზონების გარკვევის შემდეგ, თავად შეგიძლიათ ყველა ზონის გააქტიურება.

👉 თუ სიყვარულის ზონის გააქტიურება გინდათ, იმ კუთხეში უნდა დააწყოთ შესაბამისი ატრიბუტიკა, კერძოდ, ლოტოსის ყვავილი ან პიონები, ასევე, მინის იხვის სტატუეტი. ლოტოსის ყვავილის გამოსახულებას შესწევს უნარი, ცოლ-ქმრის ჰარმონიულ და სიყვარულში ცხოვრებას შეუწყოს ხელი. ის, ასევე, კარგია საქმიანი ადამიანისა და ბიზნესმენებისთვის

👉 სიმდიდრის მოსაზიდად საფულეში ჩადეთ ჩინური მონეტები, რომელზეც იეროგლიფებია გამოსახული

👉 აუცილებელია, შესასვლელში დაკიდოთ ზარები, რადგან მათი ჟღარუნი ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს და ადამიანის აურას წმენდს. ის სახლში სწორედ ამ ადგილას გროვდება. ასევე, კარგია შემოსასვლელ კარზე ოქროსფერი ნალის დაკიდება

👉 კრისტალი ყველაზე ძლიერი თილისმაა. ის ნებისმიერ ზონას ააქტიურებს, ანეიტრალებს უარყოფით ენერგიას, ხოლო, როდესაც მზის სხივი ხვდება, თავად გამოსცემს დადებით ენერგიას. კრისტალი ებრძვის კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ძალებს. კარგია, თუ სამუშაო მაგიდაზე კრისტალის ბურთს დადებთ. ის გონების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ. თუ სახლში მზე არ შემოდის, მაშინ კრისტალი ცოტა ხნით მზეზე გაიტანეთ, რომ ის კოსმოსიდან წამოსული პოზიტიური ენერგიით „დაიტენოს“, შემდეგ ისევ თავის ადგილზე დააბრუნეთ – ამით ოჯახში მზისა და კოსმოსის პოზიტიურ ენერგიებს შეიტანთ.

👉 კარგია, ასევე, სტატუეტი, რომელსაც ბაყაყის, სპილოსა და თევზის გამოსახულება აქვს. მაგალითად, ბაყაყი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს, სიმდიდრისა და წარმატების მომტანია. ის სახლის შესასვლელში კარისკენ ზურგით, იატაკზე დადეთ. სპილო ბიზნესის დამცველად მოიაზრება, ამიტომ, მაგიდაზე ისე დადეთ, რომ ხორთუმი კარისკენ ჰქონდეს. თევზიც ფულს მიიზიდავს. რაც შეეხება ფულის ხეს, ისიც სიმდიდრეს მოიზიდავს და სამხრეთ-აღმოსავლეთ, ანუ სიმდიდრის ზონაში უნდა დადგათ.

👉 აღმოსავლეთი ოჯახის სიძლიერის მხარედ ითვლება, დასავლეთი – ბავშვების მხარეა, ასევე, კარგი ზონაა შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ამ ატრიბუტიკის განთავსება ზედმიწევნით სიზუსტეს მოითხოვს, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი კომპასი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი