რომელ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან არ ღირს დაპირისპირება
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.11, 2023 წელი

თუ ვინმემ გაწყენინათ და მისთვის სამაგიეროს გადახდა გსურთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა იმალება მის შინაგან სამყაროში, საშიშია თუ არა მისი განაწყენება და რას მოგიტანთ მასთან დაპირისპირება.
ვერძი – არ არის ბოროტი, მაგრამ მისი გაბრაზება საშიშია. თქვენს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მისი რეაქცია სწრაფი და დაუნდობელი იქნება. ის გულს გატკენთ, პირში მოგახლით ყველაფერს და მერე გაგეცლებათ. თუმცა, წყენას დიდხანს არ ატარებს გულში და არც შურისძიებას დაიწყებს.
კურო – არ არის მლიქვნელი. მისი წყობიდან გამოყვანა არც ისე ადვილია, მაგრამ, თუ ერთხელ აიცრუა თქვენზე გული, იცოდეთ, რომ მისთვის აღარ არსებობთ და არც მეორე შანსის უფლება მოგეცემათ.
ტყუპები – კამათის დროს საკუთარ თავს ამხელენ. არამყარი ბუნებით გამოირჩევიან. შურისძიებაში ნამდვილად ვერ შეედრებით. შეუძლიათ, არა მარტო ჩხუბით, არამედ, ინტრიგებითა და ჭორებით გაგითხარონ სამარე. ასე რომ, თუ თქვენს რეპუტაციას უფრთხილდებით, მათთან კონფლიქტს ნამდვილად არ გირჩევთ.
კირჩხიბი – გულისტკენა ძალიან ადვილია და შურის საძიებლად მხოლოდ საკუთარი გეგმით მოქმედებს. პირველ დარტყმას ის თქვენს ღირსებაზე გააკეთებს და ამით გაგრძნობინებთ, რომ ის თქვენზე ძლიერია. ყველაფერს მოიმოქმედებს, რომ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნოთ.
ლომი – ახასიათებს განწყობის მოულოდნელი ცვალებადობა. პირად ურთიერთობებში საოცრად ერთგულია და მგრძნობიარე, ამიტომ მისი განაწყენება არ ღირს. თუ ზღვარს გადახვალთ, მათზე საშიში მტერი არ გეყოლებათ. ამიტომ, ნუ იქნებით მასთან მკაცრი, მომთხოვნი და ეცადეთ, სწორად შეაფასოთ მისი მოქმედებები. მოერიდეთ მისი თავმოყვარეობის შელახვას, რადგან ამას ის ცხოვრების ბოლომდე არ გაპატიებთ.
ქალწული – მისი გაბრაზება ძალიან ადვილია და არც შურისძიებაზე იხევს უკან. ყველა ძალას იხმარს, რომ სამაგიერო გადაგიხადოთ. მასთან არც მობოდიშება ჭრის და არც საჩუქრები. მისი გაბრაზება ძვირად დაგიჯდებათ და ამის შემდეგ მას გულს ვეღარ მოულბობთ.
სასწორი – მერყევი ხასიათით გამოირჩევა. ხშირად იბუტება და ადვილად ვერ ივიწყებს წყენას, მაგრამ, მისი გულის მონადირება და შემორიგებაც ძალიან ადვილია. არ უყვარს სამაგიეროს გადახდა და არც შურს იძიებს ვინმეზე. ურჩევნია, დიპლომატიური მეთოდებით გაარკვიოს ურთიერთობები და ამით ადვილად აიცილოს თავიდან სკანდალები და გაუგებრობები.
მორიელი – სხვების მიმართ ყურადღებიანები, იმავეს მოითხოვენ ყველასგან. შესაძლოაა, ისეთ რამეზე დასწყდეთ გული, რასაც თქვენ ყურადღებასაც კი არ მიაქცევდით. თუ გაბრაზდა, უნდა მოერიდოთ, რადგან მორიელის ნაკბენს დიდხანს ვერ მოიშუშებთ.
მშვილდოსანი – თუ არ გსურთ, რომ გაანაწყენოთ, ნუ შეუზღუდავთ თავისუფლებას. შურისძიების მოყვარული ნატურაა. მისთვის მთავარია, თქვენ მიერ მიყენებულ წყენაზე სასწრაფო და ადეკვატური პასუხი გაგცეთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად და როდის გამოხატავს ამას. ამიტომ, მასთან დელიკატური მიდგომა გმართებთ.
თხის რქა – ვერ იტანს ჭკუის დარიგებას. ადვილად ვერ გამოიყვანთ წყობიდან, მაგრამ, თუ ეს მოახერხეთ, დანდობას ნუღარ ელით – ისე გაგანადგურებთ, ვერც წარმოიდგენთ. შესაძლოა, თქვენ აღარც კი გახსოვდეთ, რა აწყენინეთ, ის კი ამ წყენას ცხოვრების ბოლომდე არ დაგივიწყებთ.
მერწყული –ზუსტად იციან, საიდან უნდა ელოდონ საფრთხეს. მათი ჭორის სამიზნე თუ გახდით, იცოდეთ, რომ თქვენი რეპუტაცია ისე შეილახა, დიდხანს ვეღარ აღადგენთ. მათთვის შურისძიება გართობაა და არა ბოროტების ჩადენის ტოლფასი. შეუძლიათ, ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ თქვენთან ურთიერთობაში გატარებული ბედნიერი წუთები, დაგცინონ, დაგამცირონ და ამით თავად მიიღონ სიამოვნება. ამიტომ, მათთან დელიკატური მიდგომაა საჭირო. ეცადეთ, არ გამოიყვანოთ წყობიდან და არ გახდეთ მათი სამიზნე.
თევზები – ერთი შეხედვით, მგრძნობიარე, მეგობრული და ნაზი ბუნების მქონე თევზები, სინამდვილეში ძალიან საშიშები ხდებიან, თუ მათ დაუპირისპირდებით. თუ მის გაბრაზებას გადაწყვეტთ, მისგან უკან დახევას ნუ ელით. ცდილობენ, ყველა კავშირი და ძალა გამოიყენონ თქვენს გასანადგურებლად. წყენას გულში იტოვებენ და, როდის აფეთქდებიან, თავადაც არ იციან. არ არის გამორიცხული, ისეთ დროს დაგესხან თავს, როცა არ ელით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან