ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორი ფინანსური წელი გელოდებათ წინ

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.01

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

მწვანე ხის გველის წელი, სხვა გველის წლებთან შედარებით, მსუბუქად განვითარდება. გველის წელი, ზოგადად, ქაოსური და რევოლუციურია, თუმცა წლევანდელი მწვანე გველის წელი უწყინარი და მშვიდი იქნება. მართალია, მისი შემობრძანება 31 დეკემბრის ღამეს ვიზეიმეთ, თუმცა, აღმოსავლური ასტროლოგიური კალენდრით, ის, ოფიციალურად, 2025 წლის 29 იანვარს, დღის ხუთის ნახევარზე შემოვა და სასურველია, ამ დღეს ხალისით შევხვდეთ. ხოლო, როგორი წელი გელით წინ თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს, ფინანსური და კარიერული თვალსაზრისით, ამას ქვემოთ ამოიკითხავთ:

ვერძი: მნიშვნელოვანია, დაახლოვდეთ სასტუმროების ინდუსტრიასთან ან ნებისმიერი სახის ბიზნესთან. ასევე, შანსები გაქვთ ისტორიასა და ფილოსოფიაში. კარგია გეოლოგიის ფართო სპექტრი და პოეზიაც. თუ თქვენ ხართ საბანკო სექტორში, შეგიძლიათ, ფინანსურად და კარიერულად წარმატებული იყოთ. ეს წელი, ძირითადად, სამშობლოში გაატარეთ.

კურო: კუროსთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო კუთხით პროფესია – ჟურნალისტიკა, პრესა და ასევე, სარეკლამო სფერო. საგამომცემლო ინდუსტრია და საზოგადოებასთან ურთიერთობა. მოგიხდებათ მეტი კომუნიკაბელურობის გამოვლენა. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა ახლობლებთან.

ტყუპები: თქვენ დიდი შანსი გაქვთ, ფინანსურად გაძლიერდეთ. მრავალფეროვან სპექტრში გექნებათ საშუალება, გამოავლინოთ საკუთარი თავი, მაგალითად, მედიასაშუალებებში, ასევე, საბანკო, ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში.

კირჩხიბი: წლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით იგრძნობთ ცვლილებებს. თქვენთვის კარგია საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო და კომერციული სფეროები; ხელოვნების ფართო სპექტრი; სამხედრო სტრუქტურები, საგამოძიებო და უშიშროების სფეროები.

ლომი: 2025 წლის მეორე ნახევრიდან თქვენს ზონაში მფარველი ანგელოზი გადმოდის. შესაბამისად, კარგ ცვლილებებს იგრძნობთ. კარგი წელი გაქვთ ხელოვნების კუთხით. ბუნებით არტისტი ხართ, შესაბამისად, თეატრი და კინო თქვენ გითხოვთ. ასევე, კარგია, თუ იქნებით ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. გამოავლინეთ თქვენი თავი საქველმოქმედო სფეროში.

ქალწული: გაქვთ კარგი პერსპექტივები და შანსები ინფორმატიკაში, ინტერნეტის, აუდიო, მობილურ, ლოჯისტიკურ საქმიანობაში. შესაძლოა, ძალიან კარგი სამსახური იშოვოთ ზუსტად ამ სფეროებში, რაც დიდ შემოსავალს მოგიტანთ. კარგია სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებში ჩართვა.

სასწორი: ძალიან კარგი დიპლომატი ხართ. სასწორს აქვს ყველაზე კარგი შანსები პოლიტიკის სფეროში. შესაბამისად, ბევრ მნიშვნელოვან საქმეს მოაგვარებთ. წარმატების მომტანი იქნება ყველა სფერო, რომელიც აგრობიზნესს უკავშირდება, ასევე, საბანკო-ეკონომიკურ და სამშენებლო ბიზნესს. ასევე, კარგია ხელოვნების ფართო სპექტრი, შესანიშნავი სცენარისტი და პოეტი ხართ.

მორიელი: ძალიან საინტერესო პერიოდია ტურიზმისთვის. მეტი იმოგზაურეთ. უცხოელებთან კონტაქტი შემოსავლის წყაროს გაზრდის ერთ-ერთი შანსია. ასევე კარგია სპორტის სფერო, სადაც ბევრ წარმატებას მიაღწევთ. წარმატების მომტანი იქნება პოლიტიკის ფართო სპექტრიც. ყველა სფერო, რომლებიც სამხედრო საქმიანობას ეხება. მშვენიერი დროა შემოქმედების კუთხით.

მშვილდოსანი: ძალიან კარგი წელია საბანკო-ეკონომიკური სავაჭრო კუთხით. თქვენვის, ასევე, კარგია სფეროები, რომლებიც ფილოლოგიასა და ფილოსოფიას უკავშირდება. პერსპექტივა გაქვთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ბონუსებისა და პრემიების მიღების, ასევე, დაწინაურების.

თხის რქა: ყველაზე კარგი შანსები გაქვთ ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ესენია – პოეზია, ლიტერატურა, დიზაინი, არქიტექტურა, კოსმეტიკური საქმიანობა. ასევე, სერიოზული პერსპექტივა გაქვთ, თუ იურისპრუდენციაში ხართ ჩართული. წარმატება გელით სოციოლოგიაში.

მერწყული: საინტერესო პერიოდია მედიცინის კუთხით. შესაძლოა, კვლევით სფეროში ახალი აღმოჩენები გააკეთოთ. ასევე, კარგია პედაგოგიკა და კომპიუტერული პროგრამირება.

თევზები: თქვენთვის ძალიან კარგი იქნება გასართობი სფერო: რესტორანი, ატრაქციონები, პარკები, ლატარია, ბავშვთა გასართობი ცენტრები. ასევე, დიზაინი, კოსმეტიკა, იურისპრუდენცია და პოლიტიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

20-26 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა