ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი პარტნიორი მშვიდი ოჯახური თანაცხოვრებისთვის

№40

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 13.10, 2021 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

მეუღლეები ოჯახში ჰარმონიის ხანგრძლივად შენარჩუნებას საერთო ინტერესების სფეროს დახმარებით ახერხებენ. ამიტომ, იდილიური, მშვიდი და რაც მთავარია, მყარი ოჯახის შესაქმნელად შესაფერისი პარტნიორის მონახვა ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით შეგიძლიათ.

ვერძი – გვერდით უშიშარი და ენერგიული ადამიანი გჭირდებათ. ამიტომ, თქვენი სასურველი მეორე ნახევარი და რჩეული სპორტსმენებსა და მოცეკვავეებს შორის, სამხედრო სფეროში, გოლფის მოედანზე ან მოტომოყვარულთა კლუბში ეძებეთ.

კურო – გვერდით, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი გჭირდებათ. ამასთანავე, ფინანსურად შემდგარი და არა მფლანგველი. მეორე ნახევრის მოსაძებნად საუკეთესო ვარიანტი თქვენთვის არის ბანკი, საფინანსო ორგანიზაციები, ასევე, კულინარიის კურსები, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ კუროები გურმანები არიან. თუ წახვალთ პიკნიკზე, მწვანე გარემოში, კარგად დააკვირდით საპირისპირო სქესს, რადგან შესაძლოა, თქვენი რჩეული სწორედ იქ აღმოაჩინოთ.

ტყუპები – ცვალებადი ბუნების, მოუსვენარი და ინტელექტუალურად საინტერესო პარტნიორი გესაჭიროებათ. ეძებეთ იგი ჟურნალისტებს, მწერლებს, ლიტერატურულ კრიტიკოსებს შორის. არანაკლებ მოგებიანია, მეორე ნახევრის ძიება ავტომრბოლელთა შორის.

კირჩხიბი – თქვენ ოჯახის, სიმშვიდისა და სიმყუდროვის მოყვარული პარტნიორი გესაჭიროებათ. იგი რაღაცით უნდა წააგავდეს თქვენს მშობლებს და რაც მთავარია, ამ უკანასკნელთა მოწონება უნდა დაიმსახუროს. მეორე ნახევრის პოვნის ყველაზე ნაცადი გზა სანათესავო წრეში გამართული შეხვედრებია. შესაძლოა, საბედო რომელიმე საგვარეულო დღესასწაულზეც გაიცნოთ.

ლომი – გვერდით გამორჩეული ვიზუალის მქონე, გულუხვი და კეთილი ადამიანი გჭირდებათ. თანაც ისეთი, ვინც საკუთარი მიღწევებით თქვენს წარმატებას და ინდივიდუალიზმს არასოდეს დაჩრდილავს. ამიტომ, კარგი იქნება, ბედი თქვენივე თაყვანისმცემლებს შორის ეძებოთ და აარჩიოთ. ამისთვის კი ხელოვანი ხალხის გარემოცვა, ღამის კლუბი, საკონცერტო დარბაზი და დისკოთეკაც გამოგადგებათ.

ქალწული – მოწესრიგებული, ჭკვიანი და მზრუნველი პარტნიორი გჭირდებათ, რომელიც ჰიგიენის ნორმებს ზედმიწევნით იცავს, ჯანსაღი კვების საკითხში ერკვევა და იშვიათად ანიავებს ფულს უსარგებლო ნივთებში. საუკეთესო ვარიანტია, საბედო მედპერსონალსა და ფიტნეს-ინსტრუქტორებს შორის ეძებოთ.

სასწორი – აუცილებელია გვერდით გამორჩეული გარეგნობისა და მომხიბვლელობის მქონე პარტნიორი გყავდეთ, პოეტური სულით, კარგად აღზრდილი და მოსიყვარულე. საბედოს საძებნელად სასწორს სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო დაწესებულებები დაეხმარება. შესაძლებელია, თქვენთვის მოსაწონი პარტნიორი მოდელი, ფოტოგრაფი ან ფერმწერიც იყოს.

მორიელი – თავს კომფორტულად იგრძნობთ ექსტრემის მოყვარულ, ფათერაკის მაძიებელ ადამიანთან, რადგან ასეთები სულით ძლიერი პარტნიორებიც არიან. მათ ექსტრემალური სპორტის, ავტორბოლის მოყვარულთა შორის ნახავთ. არანაკლებ მომხიბვლელია მორიელისთვის მედიცინის მუშაკები, კერძოდ ქირურგები და ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტები.

მშვილდოსანი – აუცილებელია თქვენი რჩეული, ბუნებით მოხეტიალე იყოს, უყვარდეს ბავშვები და ცხოველები. ამიტომ, თქვენთვის იდეალური პარტნიორის პოვნა მოგზაურობის დროსაა ყველაზე ადვილი. სასურველ მეორე ნახევარს, ვეტერინარიაში ან ბავშვთა დაცვის სფეროში აღმოაჩენთ.

თხის რქა – გვერიდით სოლიდური და პროფესიულად შემდგარი პარტნიორი გესაჭიროებათ. იდეალური კანდიდატურა სახელმწიფო აპარატში მომუშავე პირი, იურისტი ან ეკონომისტია. შესაძლოა, პოლიტიკოსიც.

მერწყული – თქვენ გვერდით აუცილებლად უნდა იდგეს ექსცენტრიკული, არაპროგნოზირებადი ადამიანი. ამიტომ, შესაფერისი პარტნიორი გამომგონებლებს, მეცნიერებს, ინტერნეტკომუნიკაციის სფეროს შორის მომუშავე ადამიანებს შორის ეძებეთ და იპოვით. ხშირად, მერწყული ცხოვრების მეგზურად, არასტანდარტული აზროვნებისა და ცხოვრების წესის მქონე ინდივიდებსაც ირჩევს.

თევზები – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის გვერდით სასურველია ხელოვანი და სათუთი ფსიქიკის მქონე პარტნიორი იდგეს, რადგან თქვენთვის აუცილებელია ემოციური ერთობა მეორე ნახევართან. ამიტომ, საუკეთესო მეწყვილე ხელოვან ადამიანებში, ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის უნდა ეძებოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი