ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის დგება წლის განმავლობაში ყველაზე იღბლიანი და უიღბლო პერიოდები

№44

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

სარისკო საქმის დაგეგმვა, მცირე ბიზნესი, პირადი ურთიერთობა თუ გადაწყვეტილებების მიღება იმ დროისთვის უნდა დაგეგმოთ და წამოიწყოთ, როცა თქვენთვის, ასტროლოგიური კუთხით, მომგებიანი დროა. ამის გარკვევა კი არც ისე ძნელია. რომ გაიგოთ, როდის დგას თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, უნდა შეგეძლოთ ამის სწორი გამოთვლა. ათვლა უნდა დაიწყოთ დაბადების თვიდან. თუ თქვენ დაიბადეთ აგვისტოში, თქვენთვის პირველი თვე სექტემბერია, თუ სექტემბერში, მაშინ ოქტომბერია, თუ მარტში – აპრილი და ასე შემდეგ.

პირველ თვეს მაქსიმალურად უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე, მეტი დაკვირვება გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ. ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ, გამოამჟღავნოთ დიდი ძალისხმევა და კარგად დაფიქრდეთ, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ, რადგან მომავალში დიდია დანაკარგების რისკი.

მეორე თვეს საქმე გააზრებულად და აუჩქარებლად წამოიწყეთ, თუ გინდათ, რომ მან ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ. არ გირჩევთ ამ პერიოდში საქმის ვალით დაწყებას. დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა და პარტნიორების მხრიდან ღალატი.

მესამე თვეს შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ნაბიჯი საფინანსო სფეროში და წამოიწყოთ ნებისმიერი ახალი საქმიანობა. ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მომავალში აუცილებლად მოგიტანთ მოგებას.

მეოთხე თვე ის პერიოდია, როცა უფრო მეტად გმართებთ, გონივრულად განსაზღვროთ ნებისმიერი საქმე. ნუ დაიწყებთ ამ დროს ახალ საქმეს, რათა სამომავლოდ სანანებელი არ გაგიხდეთ და წარუმატებლობა არ იგემოთ.

მეხუთე თვეს თქვენთვის სარისკო პერიოდი დგას ახალი საქმისა და ბიზნესის წამოსაწყებად. მაღალია ფარული მტრების გააქტიურების ალბათობა, მოტყუების მცდელობა პარტნიორების მხრიდან და, ასევე, შეცდომების დაშვების ალბათობაც.

მეექვსე თვე ყველაზე ნაყოფიერი და სარფიანი პერიოდია საქმის წამოსაწყებად და ბიზნესში ფულის დასაბანდებლად. გამოავლინეთ მაქსიმალური ყურადღება მოვლენებისადმი, იყავით შრომისუნარიანი, იმოქმედეთ მიზანდასახულად.

მეშვიდე თვე საკმაოდ რთულია საქმესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. არ წამოიწყოთ რაიმე საქმე დამოუკიდებლად და ნურც რაიმე ნაბიჯს გადადგამთ სხვების რჩევების გარეშე. ის პრობლემები, რაც ეხება ბიზნესსა და საქმეს, ჯობს, სხვების დახმარებით გადაჭრათ.

მერვე თვეს ნუ გარისკავთ, რადგან მაღალია მოტყუებისა და ცდუნებების ალბათობა. კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე საქმეს დაგეგმავთ. ამ პერიოდში კოსმოსიდან დედამიწაზე ნეგატიური ენერგიები მოდის და ის მეტად უწყობს ხელს, შეცდომა დაუშვათ ბიზნესში ან საქმეში.

მეცხრე თვეს შეგიძლიათ, თამამად მოაგვაროთ საქმესთან და ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, დაგეგმოთ ახალი საქმე. იმოქმედეთ მიზანდასახულად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობა გარანტირებული იქნება ახლო მომავალში.

მეათე თვეს ბევრი არ ილაპარაკოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმებით სხვებმა არ ისარგებლონ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად და კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.

მეთერთმეტე თვე სასიამოვნო სიურპრიზებითა და ცვლილებებით იქნება სავსე. იყავით მეტად აქტიური და ეს ფინანსებსა და შემოსავლებს გაგიორმაგებთ. ეს ის პერიოდია, როცა სიზარმაცის გამო შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

მეთორმეტე თვე ყველაზე რთულია საქმისა და ბიზნესის კუთხით. ნუ აჰყვებით ცდუნებებს, ბრმად ნუ ენდობით სხვებს ბიზნესში და ნურც რაიმეს შეცვლას შეეცდებით საქმიან სფეროში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა