რატომ უნდა შეასრულოთ აუცილებლად ის კოსმიური მისია, რაც დაბადებისას დაგყვათ
ავტორი: ნონა დათეშიძე 16:12 24.12
თითოეული ადამიანი გარკვეული მისიით მოდის დედამიწაზე და შესაბამისად, კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალსიწინოს ის, რასაც კოსმოსი განუსაზღვრავს.
ვერძი – დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვა ადამიანებს, დაეხმაროთ უმწეოებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას.
კურო – მეტი კონტაქტი გქონდეთ ახლობლებთან. ოღონდ მათაც მიეცით საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ნუ იქნებით დიქტატორი და მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი რჩევები.
ტყუპები – უნდა შეძლოთ ორ ადამიანს შორის მშვიდობის მისიის შესრულება. იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და შემოიკრიბეთ ერთგული ადამიანები. ამით გარშემო ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.
კირჩხიბი – იაზროვნეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და არა ისე, როგორც გირჩევენ. ორიენტირებული იყავით მომავალზე. დედამიწაზე თქვენი კარმული მისია აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაა.
ლომი – გარემოცვა და სამყარო ისეთი მიიღეთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობებს, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კოლეგებთან. ასე ცხოვრებაც გაგიადვილდებათ.
ქალწული – თქვენთვის მთავარია გონების მომართვა და შრომისუნარიანობის გამოვლენა, რათა საწადელს ადვილად მიაღწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. არ მოადუნოთ ყურადღება, ყური უგდეთ ინტუიციას და საჭირო ადგილამდე აუცილებლად მიგიყვანთ. ისწავლეთ მოთმენა.
სასწორი – აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დაფიქრდით, ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, იყოთ რეალისტი.
მორიელი – იყავით დაკვირვებული და დაიცავით ზომიერების გრძნობა. გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.
მშვილდოსანი – უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ იტყვით სხვების დახმარებაზე უარს. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, საქმისთვის არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ.
თხის რქა – ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან და ეს თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე. უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის, ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი.
მერწყული – მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რაც ითავეთ. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გაულამაზოთ ცხოვრება გარშემო მყოფებს. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური.
თევზები – თქვენი კარმული მისიაა სხვებზე იზრუნოთ, დაეხმაროთ და საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ. ისწავლეთ თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. დაისახეთ მიზანი და ძალ-ღონე არ დაზოგოთ მის მისაღწევად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




