რატომ იქნება ნოემბერი რთულად გასავლელი და რა ცვლილებებით დაგვამახსოვრებს ის თავს
ავტორი: ნონა დათეშიძე 14:30
შემოდგომის ბოლო თვე დადგა და როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ეს თვე დესტრუქციული და ქაოსური მოვლენებით იქნება გამორჩეული. ასევე, მისივე თქმით, სწორედ შემოდგომის ბოლო თვის პირველ დეკადაში დედამიწა მოხვდება არახელსაყრელ ზონაში, რომელიც ბევრი ადამიანის იმუნიტეტსა და სიცოცხლისუნარიანობაზე აისახება. თვის დასაწყისში მოსალოდნელია პოლიტიკურ ასპარეზზე დაძაბულობა, დიპლომატიურ სფეროში კონფლიქტები, ტერორისტული თავდახმები, თუმცა შუა დეკადაში სიტუაცია შედარებით ჩაცხრება და წინა პლანზე წამოიწევს სოციალური პრობლემების გადაწყვეტისა და პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.
– ბატონო მიხეილ, რით დაგვამახსოვრებს თავს შემოდგომის ბოლო პერიოდი, ნოემბრის თვე და რა შესაძლო მოვლენებს უნდა ველოდოთ?
– 3 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, პერიოდი ბევრს დაამახსოვრდება მთელი რიგი დესტრუქციული და ქაოსური მოვლენებით, რადგან დედამიწა მოხვდება არახელსაყრელ ზონაში, რომელიც წარმოიქმნება მზის ენერგიებით მორიელის ნიშანში და გამოსცდის ბევრი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობასა და იმუნიტეტს. ამ მოვლენას განსაკუთრებული ნეგატიური გავლენა ექნება სავსე მთვარის დროს, რომელიც დადგება 5 ნოემბერს 17:20 საათზე. ასევე, გარდაქმნის რთული მომენტი იქნება პლანეტა მარსის ტრანზიტის დასაწყისში, მშვილდოსნის ნიშანში, 4 რიცხვში და პლანეტა ვენერას შესვლისას მორიელის ნიშანში, 7 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, თითქმის მთელი პირველი დეკადა გაივლის დევიზით – „გადარჩებიან ყველაზე ძლიერები“ და ეს დისჰარმონიული და დესტრუქციული ვიბრაციების სერია გამოვლინდება პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორც დიპლომატიური კონფლიქტების, ტერორისტული თავდასხმების, სამხედრო დაპირისპირებების, ასევე ადამიანების მიერ შექმნილი პრობლემებით.
– ეს დისჰარმონიული და დესტრუქციული პერიოდი, როდიდან დაიწყებს დამშვიდებას?
– 10 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით უფრო ხელსაყრელი და სასიამოვნო პერიოდი დაიწყება. დედამიწა იქნება კოსმიური ჰარმონიული გავლენის ზონაში, განახლდება აქციების, ბიზნესაქტივობების ზრდა ბირჟებზე და გამოცოცხლდება ეკონომიკა. პოზიტიური სოციალურ-პოლიტიკური პროგნოზებისა და ეკონომიკაში არსებული ტენდენციების წყალობით, გაძლერდება უცხოური და ეროვნული ვალუტები, წინ წაიწევს სოციალური მშენებლობისა და პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. 20 ნოემბერს, ახალი მთვარის შემდეგ, ადამიანების ენერგია დაიწყებს მატებას და მათი შეხედულებები მომავალზე უფრო ოპტიმისტური გახდება. ეს მისცემთ შესაძლებლობას, განახორციელონ გეგმა, მიაღწიონ მომგებიან შეთანხმებებს და წინ წაიწიონ კარიერაში.
– ესე იგი, ნოემბრის ბოლო დეკადა შესაძლოა, საკმაოდ მომგებიანი იყოს?
– ასე ვერ ვიტყვით, რადგან 25 ნოემბრიდან, დედამიწა ისევ დისჰარმონიულ ზონაში გადავა. ამიტომ, ნოემბრის ბოლო ბევრი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი შოკით დაამახსოვრდებათ.
– ბოლოს, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვისაც მოგვეცით რჩევები, როგორ განვვლოთ ნოემბრის არასტაბილური და დისჰარმონიული პერიოდები, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი პრობლემები. კონკრეტულად, რისი გათვალისწინება მოგვიწევს?
– ნოემბერი ვერძებისთვის დისჰარმონიული თვეა. ის დაკავშირებულია გარკვეულ სულიერ გარდაქმნებთან, რასაც შესაძლოა, ახლდეს კონფლიქტები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. 25 ნოემბრიდან მოიმატერბს ენერგია და მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს.
კუროებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ პარტნიორთა მოსაზრებები. ფინანსური ზარალის ასაცილებლად, არ უნდა იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღებაში. 10-დან 25-მდე პერიოდი ჰარმონიულია კარიერული თვალსაზრისით. მოერიდეთ ფულის უყაირათო ხარჯვას და ყველა შეთავაზებას თვალდახუჭული არ დათანხმდეთ.
ნოემბერში ტყუპები სუსტად და დაუცველად იგრძნობენ თავს. არ აჩქარდეთ და არ იყოთ იმპულსური, რათა შეცდომები აიცილოთ თავიდან. 10-დან 25-მდე პერიოდი ბევრად პოზიტიურია. როცა გააცნობიერებთ თქვენს მიზნებს, კარიერაშიც წინსვლა გელით.
კირჩხიბებისთვის ნოემბერი ხელსაყრელი პერიოდია. შესაძლოა პირველ დეკადაში შეიცვალოს გეგმები, თუმცა შემდგომ ჰარმონიული პერიოდი დგება. თვის ბოლოს კი მეტი ყურადღება და მოთმინება გმართებთ, უნდა მოერიდოთ კამათს.
ლომებისთვის კი ნოემბერი უკიდურესად დისჰარმონიული თვეა. რთული იქნება ურთიერთობების შენარჩუნება. ეცადეთ, არ დაუშვათ შეცდომები. თვის ბოლოს მოსალოდნელია გაუგებრობები, თუმცა ეს თქვენს რეპუტაციას ვერ დააზარალებს. გირჩევთ ზედმეტი ხარჯებისგან თავის შეკავებას და სასიცოცხლო ენერგიის დაზოგვას.
ქალწულებისთვის ნოემბერი აქტიური პერიოდია. პირველ დეკადაში ბევრი რამ შეიძლება, შეიცვალოს. მოგიწევთ, იყოთ მეტად კომუნიკაბელური. კარგი პერიოდია ხელშეკრულებების დასადებად და უკეთეს სამსახურში გადასასვლელად.
სასწორებისთვის ნოემბერში მოხდება ისეთი ცვლილებები, რომელიც გავლენას მოახდენს ფინანსურ სტაბილურობაზე. შესაძლოა, დანაკარგებიც იყოს. მცირე სირთულეა მოსალოდნელი კარიერის მხრივ. თვის მეორე დეკადა კი შედარებით სტაბილურია, თუმცა ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო, რათა დანაკარგის წინაშე არ აღმოჩნდეთ. 25 ნოემბრიდან კი წარმატებებს ადვილდ მიაღწევთ.
ნოემბრის თვე მორიელებისთვის ახალი წლიური ციკლის დასაწყისია. აქტიური ქმედებები დროული იქნება თვის პირველ ნახევარში, შუა დეკადა ფინანსურ წარმატებებს მოგიტანთ და ეს წარმატებული პერიოდი თვის ბოლომდე გასტანს. თუმცა, აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები.
ნოემბრის პირველ დეკადაში მშვილდოსანი იგრძნობს ენერგიების ნაკლებობას, ემოციურ არასტაბილურობასა და დაძაბულობას. არ გარისკოთ და მოვლენები ხელოვნურად არ გამოიწვიოთ. თვის ბოლოს კი იგრძნობთ ენერგიათა განახლებას და მომატებულ სიცოცხლისუნარიანობას.
თხის რქა ნოემბერში ყველასთვის მშვიდობის მტრედი იქნება. შეძლებს კონფლიქტების დროულად მოგვარებას და წარმატებული გზების მოძიებას. კარგი პერიოდია კონტრაქტების გასაფორმებლად, ქორწინებისთვის, ახალი აქტივობის დასაწყებად. თვის ბოლოს კი შეძლებს და ბევრ ადამიანს, ნიღაბს ჩამოხსნის, რომლებიც თავის ნამდვილ სახეს ვეღარ დამალავენ.
ნოემბრის თვე მერწყულებისთვის წარმატებისა და ლიდერული თვისებების დემონსტრირების პერიოდია. თვის დასაწყისში გარკვეული ცვლილებები იქნება სამსახურში. შუა დეკადა ფინანსური კუთხით მეტად წარმატებულია. ოჯახში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები.
თევზებისთვის ნოემბერი წარმატებით განვითარდება პროფესიულად, სულიერად და იგრძნობენ ძალას კიდევ უფრო დიდი მიღწევებისთვის. თუმცა, მოუწევთ კონკურენტებთან გამკლავება. მიეცემათ შანსი წარმატებით მოაგვარონ სასამართლო პროცესები და პრობლემები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


