ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რატომ იქნება ივნისის თვე რთულად გასავლელი

№23

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 10.06

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, წინ მეტად რთული და დაძაბული მოვლენებით დატვირთული თვე გველის. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებითა და ასტროლოგიური გათვლით, ზაფხულის პირველი თვე ნამდვილად არ იქნება ადვილად გასავლელი. ასევე, მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკურ სტაბილურობაზე, რაც აისახება როგორც საერთაშორისო ურთიერთობებზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ფასზე.

– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება ზაფხულის პირველი თვე? თქვენი ასტროლოგიური დაკვირვებით, რამდენად მოსალოდნელია ცვლილებები და ძვრები როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

– ივნისი საინტერესო და საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდება. შედარებით რბილი კოსმიური ამინდი გაგრძელდება 6 ივნისამდე, ამიტომ სასურველია ამ პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება პროფესიული თვითრეალიზაციისთვის. 20 რიცხვამდე პერიოდში ცის კაბადონზე მიმდინარე პლანეტარული კომბინაციები კი ადამიანებში გააძლიერებს მობილურობასა და კომუნიკაბელობას. ბევრს გაუჩნდება ბიზნესში, საქმეებში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებების სურვილი. პლანეტა მერკურის წყალობით, ცხოვრების ჰორიზონტზე გამოჩნდება ნაყოფიერი და მოგებიანი შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების არაერთი შესაძლებლობა. ეს კარგი დროა ძველი, არაფრისმომცემი, დამამძიმებელი კავშირების გასაწყვეტად და ახალი შემოქმედებითი ან პირადი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. 10 ივნისიდან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკურ სტაბილურობაზე, რაც აისახება როგორც საერთაშორისო ურთიერთობებზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების ფასზე. 17 რიცხვამდე პლანეტა მერკური ტყუპების ზოდიაქოში იმოძრავებს, რის გამოც ბიზნესში, საწარმოო პროცესებსა და სხვა სახის საქმეებში მოიმატებს საფრთხეების რაოდენობა, გაიზრდება არასტაბილურობა, გახშირდება ფორსმაჟორული სიტუაციები.

– როგორ აისახება ეს მოვლენები საზოგადოებაზე?

– ამის გამო, შესაძლოა, ბევრი ადამიანი გახდეს ზედმეტად ფრთხილი ან პასიური, რაც ამ პერიოდში გაუმართლებელია, რადგან უმოქმედობის შემთხვევაში, შეიძლება, ისეთი შესაძლებლობების ხელიდან გაშვება, რაც დადებით ცვლილებებს შემოიტანდა მათ ცხოვრებაში, შეამცირებდა ფულის უყაირათო ხარჯვას და გაზრდიდა შემოსავლებსა და მატერიალურ დოვლათს.

– ეს ყოველივე თვის ბოლომდე გაგრძელდება? რას გვირჩევთ, როდის გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, ანუ ვიყოთ ვიყოთ დაცულები?

– ივნისის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე სიფრთხილეა საჭირო დიდი შენაძენებისა და უძრავ ქონებაში ფულის ინვესტირებისას, რადგან ამ დროს იზრდება გარისკვისა და ფინანსების ხარჯვის სურვილი. შედეგად, შენაძენების უმეტესობა ან ძალიან ძვირი იქნება, ან სრულიად გამოუსადეგარი. ამ პერიოდში გამართლებული იქნება ფინანსების უკეთ კონტროლი და ფულის მომჭირნედ ხარჯვა, რადგან 20 რიცხვის შემდგომ მოიმატებს ფულადი სახსრების მოთხოვნილება. მით უმეტეს, რომ 20 ივნისიდან მზეც და პლანეტა მერკურიც კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებენ, რაც გააძლიერებს ინტუიციას და წარმოაჩენს ახალ, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, 21-24 ივნისის შუალედში მეტი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო საქმიანი გეგმებისა და ქცევის ტაქტიკის შერჩევისას. ამ დღეების რთულმა ენერგეტიკამ შეიძლება, განაპირობოს კრიზისული სიტუაციები და სერიოზული დაძაბულობა. იმისთვის, რომ მყარად იდგეთ ფეხზე, გვერდი აუაროთ დანაკარგებს ან მინიმუმამდე შეამციროთ მათი რაოდენობა, იმოქმედეთ ფრთხილად და წინდახედულად. გაითვალისწინეთ ერთგული მეგობრებისა და გამოცდილი ადამიანების რჩევები და არ გადაუხვიოთ ადრე დასახულ გეგმებს, განსაკუთრებით პროფესიული განვითარების საკითხებსა და შემოქმედებით საქმიანობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული