ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას უმზადებს თითოეულ ადამიანს ცხენის წელიწადი 2026 წელს ზოდიაქოს მიხედვით

№1

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

2026 წელი თითოეულ ზოდიაქოს ახალ კარს უღებს. ზოგისთვის ეს იქნება შანსი, ზოგისთვის გამოცდა, მაგრამ ყველასთვის – წინსვლის დრო.

ვერძი – 2026 წელი გამოცდისა და გამარჯვების დრო იქნება. თქვენი ბუნებრივი სიმტკიცე და გამბედაობა ბევრ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. წინა წლების დაუღალავი შრომა შედეგს გამოიღებს. თუ პარტნიორი უკვე იპოვეთ, შეგიძლიათ, განამტკიცოთ ნდობა, ხოლო ვინც მარტო ხართ, შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს ნათლად დაინახავს.

კურო – 2026 წელი სტაბილურობისა და ცვლილებების დროა. შეძლებთ, დაასრულოთ ის, რაც წლების განმავლობაში გაჭიანურდა. ფინანსური სიმყარე თვითშეფასებას აგიმაღლებთ. პირად ცხოვრებაში მეტი გულახდილობა დაგჭირდებათ. ოჯახში შესაძლოა, მოხდეს ცვლილება, რომელიც ახალ სიხარულს მოიტანს.

ტყუპები – ბევრ ახალ ადამიანს გაიცნობთ, მიიღებთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც საფუძვლად დაედება მომავალ წარმატებას. აირჩიეთ ერთი მიზანი და მიჰყევით მას. პროფესიულ სფეროში წარმატება გელით. სიყვარულში კი შესაძლოა, დაიწყოს ახალი ისტორია ან ძველმა კავშირმა მიიღოს ახალი სუნთქვა.

კირჩხიბი – წარმატება გელით პროფესიულ საქმიანობასა და მატერიალურ სფეროში – თქვენი ერთგულება და თავდადება დაფასდება. რაც შეეხება სიყვარულს, თუ პარტნიორი უკვე იპოვეთ, ეს ურთიერთობა გაძლიერდება, ხოლო თუ მარტო ხართ, არსებობს ისეთი შეხვედრის შანსი, რომელიც გულს აგიფორიაქებთ.

ლომი – ეს წელი წარმატებისა და აღიარების პერიოდია. თუმცა, სიამაყემ არ უნდა გაგათამამოთ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით. ზოგიერთი ლომისთვის ეს იქნება ახალი სიყვარული, ზოგისთვის კი – ძველი გრძნობის განახლება.

ქალწული – შრომისმოყვარეობა და ერთგულება დაგიფასდებათ. 2026 წელი შეიძლება, მცირე დაბნეულობით დაიწყოს, მაგრამ გაზაფხულიდან სიტუაცია გამოსწორდება. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა თანხები გონივრულად უნდა განკარგოთ. სიყვარულში ნდობის განმტკიცება და ურთიერთობის გაღრმავება გელით.

სასწორი – შესაძლოა, აღმოჩნდეთ არჩევნის წინაშე – ძველი გზა თუ ახალი მიმართულება. მიჰყევით იმას, რაც თქვენს გულთან უფრო ახლოა. კარიერაში მოსალოდნელია ცვლილება, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. სიყვარულში კი თქვენი მთავარი მიზანი ჰარმონია იქნება. ვინც პარტნიორი უკვე აირჩია, მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება.

მორიელი – 2026 წელი სიღრმისეული ცვლილებების დროა. ეს ის პერიოდია, როცა ბევრ რამეს უნდა გადახედოთ და გაასუფთაოთ – აზრები, ურთიერთობები, მიზნები. იგრძნობთ, რომ პირად ცხოვრებაში უფრო გულწრფელი კავშირი გსურთ. ზოგიერთი მორიელი ახალ სიყვარულს შეხვდება, ზოგისთვის კი ძველი გრძნობა ახალ ფერებს მიიღებს.

მშვილდოსანი – 2026 წელი მოგზაურობისა და ახალი მიზნების დასახვის დროა. სამუშაოსა და სწავლაში შესაძლოა, ახალი მიმართულება აირჩიოთ, რომელიც მომავალში გაამართლებს. სიყვარულში კი გულწრფელობა თქვენი მთავარი ძალა იქნება. ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის.

თხის რქა – ეს წელი აღიარებას მოგიტანთ. კარიერაში წინსვლა გარდაუვალია, მაგრამ სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობას და ოჯახს. მოსალოდნელია ფინანსური სტაბილურობა. სიყვარულში ნდობა და ერთგულება თქვენი ბედნიერების საფუძველი გახდება.

მერწყული – 2026 წელს ბევრი სიახლე და ცვლილებებია მოსალოდნელი. შესაძლოა, მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც დიდ მომავალს გპირდებათ. სიყვარულში მოულოდნელი, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებები გელით. შეიძლება, დაიწყოს ახალი ურთიერთობა ან ძველი გრძნობა გაცოცხლდეს.

თევზები – ეს წელი ოცნებების ახდენის დროა. თქვენი ინტუიცია გამძაფრდება, ამიტომ ყურადღებით უსმნეთ მას, რათა სწორ გზას დაადგეთ. სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ფერებს შეიძენს. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გულს მოინადირებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

12-18 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი