ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ირგვლივ არსებული ნივთები

№28

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.07

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ჩვენზე ნებისმიერი, ჩვენ ირგვლივ არსებული საგანი ზემოქმედებს. გარკვეულ ენერგიას ფლობს ნაჩუქარი ნივთებიც, მათი ზემოქმედებით კი, შესაძლოა, წარუმატებლობა, გარდაუვალი გახდეს. ამიტომ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება და სიფრთხილით მიუდგეს ამა თუ იმ საჩუქარს. ასევე, საჭიროა იცოდეთ – თუ ვინმეს არ ემეტება და უბრალოდ, იძულებულია გაჩუქოთ, იმ ნივთმა შეიძლება, უარყოფითი ენერგია შემოიტანოს ბინაში და ასეთივე გავლენა მოახდინოს თქვენზე. ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება საგნებშიც ხდება და თითოეული იმავე ენერგიას ასხივებს, რასაც მისი ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე არ ეხატებით, მომავალში ის თქვენი წარუმატებლობისა და უიღბლობის გარანტი გახდება. თუ ასეთ ნივთს გააჩუქებთ და ისეთ ადამიანს მისცემთ, ვინც იმ მჩუქებელს არ იცნობს, მაშინ ის ძალას კარგავს. ამიტომ, თუ სახლში ასეთი ნივთები გაქვთ, ნუ დაგენანებათ და სასწრაფოდ გააჩუქეთ.

ჩვენ ირგვლივ არაფერი ხდება უბრალოდ, ყველა ქმედებაში გარკვეული კოსმიური კანონზომიერებაა ჩადებული და თუ მოვლენებს საღი გონებით დააკვირდებით, საკუთარ ბედს საფრთხეს არ შეუქმნით. „ქარის მუსიკა“, რომელიც ჩინურ მაღაზიებში იყიდება, სასურველი ნივთია ყველა ადამიანის სახლში, რადგან ის ცუდისგან გვიცავს და პოზიტიური ენერგიებით გვამარაგებს. მზადდება რკინისა და ბუმბულისგან, საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და სწორედ ამ ხმით გვიცავს ნეგატიური და ბოროტი ენერგიებისგან და ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიების მოზიდვას. თუ გინდათ, მან სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთის ან ჩრდილოეთის მხარეს უნდა დაკიდოთ. რაც შეიძლება, ხშირად შეეხეთ მას, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და სახლში ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს. თუ გსურთ, თქვენს მეგობარს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს. ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია. სტატუეტი სახლის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ. ხოლო, თუ ადამიანის კარიერული წარმატება გსურთ, აჩუქეთ სპილოს სტატუეტი – ის ოჯახში სიმდიდრეს შემოიტანს. სპილო ბიზნესის დამცველად მიიჩნევა და კარგია, თუ საქმიანი ადამიანი მის სტატუეტს სამუშაო მაგიდაზე დადგამს. ოღონდ, დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული.

არ აჩუქოთ ადამიანს სარკე, ცხვირსახოცი და საპონი, თუ არ გსურთ მასთან კამათი მოგივიდეთ და ეს თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა